Saturday, September 8, 2012

როგორ დაწეროთ ჩემს ბლოგზე კომენტარი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო იმათ, ვინც თურმე ჩემს ბლოგს კითხულობს, ძალიან მიყვარხართ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მაგრამ თურმე ბევრი მათგანი ვერ წერს კომენტარებს ჩემს პოსტებზე, ხოდა ეს პოსტი მინდა მივუძღვნა იმას, თუ როგორ დავწეროთ კომენტარი, მარუს ბლოგზე.

პირველი სურათი
  თუ Home ანუ, მთავრ გვერდზე კითხულობთ პოსტებს, თითოეული ჩანაწერის ბოლოში წერია "ცოდო ვარ დატოვეთ კომენტარი" (იხილეთ პირველი სურათი), ვაკლიკავთ ერთხელ ზედ და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.



სურათი. 2

კითხვა შეიძლება, ჩემი დადებული, პოსტის ლინკიდან დაიწყოთ, და მის ბოლოში ავტომატურად ჩნდება კომეტარის ველი, ასევე ეს ველი ფრაზაზე "ცოდო ვარ დატოვეთ კომენტარი" დაკლილების შემდეგაც გამოჩნდება. ამ საფეხურზე, კომენტარის ველის ბოლოში აუცილებელია მივუთითოთ რა ფორმით წერთ კომენტარს ანუ აირჩიოთ ვინაობის დასადასტურებელი საშუალება, (ველი მითითებულია მეორე სურათზე.












სურათი. 3
ჩამოვშლით ამ ველს და შესაბამისად მივუთითებთ ვინაობის დასადატურებელ საშუალებას, ეს შეიძლება იყოს გუგლის ექაუნთი, ან ბლოგერის ან საერთოდ პირდაპირ სახელი და გვარი დაწეროთ, ამ შემთხვევაში ზუსტად ამას ვაკეთებთ. ვირჩევთ  Name/URL (მესამე სურათი.)















სურათი. 4

შემდეგ გამოიტანს ფანჯარას რომელიც ნაჩვენებია სურათზე, თქვენ მხოლოდ ავსებთ Name: გრაფას, თქვენთვის სასურველი სახელით (გვარით).










სურათი. 5



შემდეგ წერთ უშუალოდ კომენტარს, მაგალითი ნაჩვენებია მეხუთე სურათზე და აწვებით Publish- ღილაკს.


 P.S. შესაძლოა ჩასაწერი იყოს კოდი, ამ კოდს შესაბმისად გადაიტანთ გამოყოფილ გრაფაში და ისევ დააწვებით Publish ღილაკს








სურათი. 6

ამის შემდეგ თქვენი კომენტარი განთავსდება ჩემი პოსტის ბოლოში. იხილეთ მეექვსე სურათი
















                     გისურვებთ წარმატებებს, სიყვარულით მარუ!

Thursday, September 6, 2012

ჩემი ოთხი სიყვარულის(?) ისტორია



* * *
 პირველი სექტემბერია, ფარჯრის რაფასთან კლასის გოგოები ვდგავართ და სკოლის შესასვლელთან თავმოყრილ ხალხს ვათვალიერებთ..
  ქუჩის გადაღმა რამოდენიმე ბიჭი დგას, შეჯგუფული და მხიარულად საუბრობს...
–შეხედეთ, ბიჭი რომ დგას ნაცრისფერი უქრთუკით ჩვენი ახალი კლასელია, ვიცნობ– თავმომწონედ ამბობს ლიკა და ერთ–ერთ მათგანზე გვანიშნებს
–დანარჩენები?
   დანარჩენები ჩვენი კლასელები იყვნენ, ან უბრალდ სკოლელები... ერთის გარდა...
   დღესაც მახსოვს, მაშინ მოდაში ახალი შემოსული იყო კლასიკური სტილის ქურთუკები, თმა წინ აპრეხილი ქონდა,  ბეჭებში ოდნავ მოხრილი იყო, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაწყობილი და გულიანად იცინოდა...
–ნეტა ვინ არის?–მივხვდი რომ მე ვთქვი
–ნანა ტაბატაძე ხო იცი, იმის ბიძაშვილია, რა იყო მოგეწონა?
–არა, რას ამბობთ, რა მომეწონა...
  ზარი დაირეკა და კლასში შევერეკეთ.
–მარ, გაფრთხილდი, არ შეგიყვარდეს.–მხარზე დამეყრდნო ჩემი მეგობარი და სევდიანად ჩამიღიმა...
   ხო გულთმისანი გამოდგა, მე კიდევ იმის სიტყვები ერთ ყურში შევუშვი და მეორედან გამოვუშვი...
   და მე შემიყვარდა... პირველად.
   ძალიან მაგარი იყო ის პერიოდი როცა მე ტატო მიყვარდა.. ვცდილობდი ყოველთვის მასთან ახლოს ვყოფილიყავი, დამენახა, ან მე თვითონ გავჩხეროდი თვალში, ეტყობა  კარგად ვერ ვმალავდი რაც მემართებოდა, იმიტომ რომ კლასში ყველა ამაზე ჩურჩულებდა, ერთხელ მეუბნება ჩემი კლასელი,
–მარი, თუ შენ მე ორ ლარს მომცემ მე გეტყვი ტატოს დაბადების დღე როდისაა.– რა თქმა უნდა მივეცი.
  თუმცა მას სულ არ ვაინტერესებდი, ვერც კი მამჩნევდა, მე კიდევ ვტიროდი ღამე, ვწერდი სისულელებს, სადაც forever together ვიყავით მე და ტატო, რომ ჩვენი სიყვარული მაღლა იდგა ყველაზე და ყველაფერზე, ეხლაც მეცინება მაგრამ იცით რამდენჯერ დამიყნოსია მისი ქურთუკი, ხელი მომიკიდია მისი ჩანთისთვის და მიგრძვნია რომ ჩემს გვერდით იყო.