Sunday, July 29, 2012

B.F.F.

ჩეემი ყველაზე თბილი და ტკბილი გოგო...  ხანდახან არ ვიცი რომ არ არსებობდე რა მეშველებოდა... შენ ჩემი მეორე მე ხარ,ჩემი სულის ნაწილი ხარ... ჰაერი რომელიც მჭირდება....   მეამაყები, რომ ჩემი ხარ, ჩემით ხარ და ჩემგან ხარ...   ხშირად გკტენ გულს, შენც ხშირად მტკენ, მაგარამ ჩემი ხარ და ხო არ შემიძლია ჩემს თავს  წუთზე მეტხანს გავებუტო... არც ის შემიძლია ყველა გულის ტკენა შენ გითხრა, ჯობია ჩემთნ დაიმარხოს ვიდრე შენ გატკინო პატარა, თბილი გული...  
Her 18 th Birthday

Friday, July 27, 2012

ხაშური... ხაშური... ხაშური...

I Miss Khashuri!
მეექვსე კლასიდან გვაზეპირებინებდა ჩვენი ისტორიის მასწავლებელი ხაშურის ისტორიას და ახლა დაწერა რომ მომინდა არაფერი მახსენდება იმის გარდა რომ მიხაილოვო და სტალინისი ერქვა...
ოქროს შემოდგომა 2011
 ხაშური– ქალაქი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის  ცენტრი.  დროის გარკვეულ მონაკვეთებზე ერქვა, მიხაილოვო, ხაშური, სტალინისი,  მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის და სურამულას ნაპირებზე. XIX საუკუნეში თბილისი–ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ ტანდატან სატრანზიტო ქალაქი გახდა, აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ხაშური ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა.  აქ არის ხაშურის სარკინიგზო ტრანსპორტის, შუშის ტარის, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). შემორჩენილია XVIII საუკუნის კოშკი, იოანე ნათლისმემლისა და წმ. მარინეს ეკლესიები. ხაშურში არის ურბნისისა და რუისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია....
  მაგრამ...
მზე აქაც ისე ლამაზად ჩადის როგორც მთელ მსოფლიოში
  ხაშური ყოველთვის იყო და იქნება მარუ კილაძის HomeTown. სადაც დაიბადა და გაიზარდა ეს მსოფლიოში აღიარებული ბლოგერი.
 ხაშური ჩემთვის ყოველთვის ასოცირდება სახლთან, შინდარაში, 2 სართულიან აგურის სახლთან, ვაზში ჩაფლული გრილი ეზოთი  და ბაღჩით, ბაღჩაში ჰამაკით და ახალი ბოსტნეულის სუნით.
 ქუჩის კოლორიტებთან: მუდამ მთვრალ ახალგაზრდულ ბირჟასთან,  მოხუცების გადაძახილთან, ბავშვობის მეგობრებთან, მეზობლის ცხენებთან, არხთან და თვალუწვდენელ საძოვრებთან რომლებიც თრიალეთის ქედს უერთდებიან გეგონება... თითქმის ყველაფერ პირველთან ჩემს ცხოვრებაში: სუნთქვასთან, ტირილთან,  კბილთან, ტრამვასთან, სილასთან, მეგობრებთან, გატაცებასთან, სკოლასთან, შატალოსთან და ა.შ.

Tuesday, July 3, 2012

ღამემ მოიტანა ფიქრი და მელანქოლია...

დღეს ყვიბისში ავედი...
სიტუაციის დასაზვერად...
სიწყნარე, სიჩუმე და ღამეა მთაში... გარშემო ჭრიჭინები ბაყაყები და ციცინათელები... ზუსტად ის იდილიაა რაც ერთი წელია მაკლია.
 ცივა ბორჯომში. ამოსვლისთანავე ვიგრძენი ეს. შემცივდა ფიზიკურად და სულიერად, ბაბუაჩემი რომ ჩემსკენ ჯოხით მომავალი დავინახე. წინა ზაფხულის მერე არ მინახავს გურამი ბაბუა და დამიბერდა, როგორც ჩანს, ვეღარ წამიყვანს წისქვილში ან ტყეში... მგონია მე რომ არ ვიცვლები, ჩემს გარშემო სამყაროც ზუსტად იგივე რჩება, მაგრამ რატომ მყავს სამყარო ასე ნაჭუჭში გამოკეტილი ვერ ვხვდები... აღარაფერი აღარ იქნება ისე, როგორც ადრე იყო.  ბავშვურად ლამაზი და სულ სხვანაირი...  ადრეა ჩემთვის ასეთი რეკვიემი ჯერ არ დამთავრებულ პრელუდიაზე, დროსაც ვკარგავ ასეთ უაზრო სევდაში, მაგრამ არ გამომდის მოგონებების მიჩქმალვა, მითუმეტეს ყოველ ნაბიჯზე რომ მებლანდება ფეხებში...