Friday, July 27, 2012

ხაშური... ხაშური... ხაშური...

I Miss Khashuri!
მეექვსე კლასიდან გვაზეპირებინებდა ჩვენი ისტორიის მასწავლებელი ხაშურის ისტორიას და ახლა დაწერა რომ მომინდა არაფერი მახსენდება იმის გარდა რომ მიხაილოვო და სტალინისი ერქვა...
ოქროს შემოდგომა 2011
 ხაშური– ქალაქი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის  ცენტრი.  დროის გარკვეულ მონაკვეთებზე ერქვა, მიხაილოვო, ხაშური, სტალინისი,  მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის და სურამულას ნაპირებზე. XIX საუკუნეში თბილისი–ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ ტანდატან სატრანზიტო ქალაქი გახდა, აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ხაშური ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა.  აქ არის ხაშურის სარკინიგზო ტრანსპორტის, შუშის ტარის, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). შემორჩენილია XVIII საუკუნის კოშკი, იოანე ნათლისმემლისა და წმ. მარინეს ეკლესიები. ხაშურში არის ურბნისისა და რუისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია....
  მაგრამ...
მზე აქაც ისე ლამაზად ჩადის როგორც მთელ მსოფლიოში
  ხაშური ყოველთვის იყო და იქნება მარუ კილაძის HomeTown. სადაც დაიბადა და გაიზარდა ეს მსოფლიოში აღიარებული ბლოგერი.
 ხაშური ჩემთვის ყოველთვის ასოცირდება სახლთან, შინდარაში, 2 სართულიან აგურის სახლთან, ვაზში ჩაფლული გრილი ეზოთი  და ბაღჩით, ბაღჩაში ჰამაკით და ახალი ბოსტნეულის სუნით.
 ქუჩის კოლორიტებთან: მუდამ მთვრალ ახალგაზრდულ ბირჟასთან,  მოხუცების გადაძახილთან, ბავშვობის მეგობრებთან, მეზობლის ცხენებთან, არხთან და თვალუწვდენელ საძოვრებთან რომლებიც თრიალეთის ქედს უერთდებიან გეგონება... თითქმის ყველაფერ პირველთან ჩემს ცხოვრებაში: სუნთქვასთან, ტირილთან,  კბილთან, ტრამვასთან, სილასთან, მეგობრებთან, გატაცებასთან, სკოლასთან, შატალოსთან და ა.შ.

   როგორც არ უნდა ვიძახო რომ ყველაზე საშინელი ქალაქია მსოფლიოში, ყველაზე ნაკლებად მასზე ზრუნავენ და უყვართ მეთქი, მაინც, მატარებელი(მარშუტკა) თბილისის საზღვრებს რომ გამოცდება, უკვე ხვდება ჩემი გული რომ სახლში მივდივარ სადაც დამხვდება დედა, და, მამა, სახლის სუნი, ჩემი საწოლი, ყოველ ჯერზე როცა ჩამოვდივარ ვხვდები რომ არაფერი შეცვლილა სახლში, იგივე სუნი, იგივე თანწყობა ნივთებისა, ერთადერთი ჩემში იცვლება რაღაც და თანდათან მაშორებს ჩემს ბავშვობას...
  ქალაქში მხვდებიან იგივე სახეები, იგივე შენობები, იგივე სუნი საცხობიდან, იგივე მოგონებები, მეანქოლია სკოლაზე, კლასის სიტუაციებზე (და არა კლასელებზე, ხანდახან მგონია სულაც რომ გაქრნენ ვერაფერს ვიგრძნობ), მინდა რომ ყველაფერი ძველებურად იყოს, მაგრამ ძნელია იმის დაჟერება რომ აღარაფერი არ იქნება ძველებურად... ბავშვური დღეები სულ სხვანაირი გართობა, "გირჩების ომი", "ვახტანგის ტბა" ეზოში, შატალო ფიზ.კულტურის გაკვეთილიდან, ამაღლება...
    ხაშური ხაშურია, ერთადერთი და განუმეორებელი, ქარისგან გალოკილი ქუჩებით და გადახრუკული გახონებით, მაგრამ მაინც ჩემი ქალაქია, მშობლიური და მაინც ისევ ისეთ გრძნობებს აღძრავს ჩემში როგორც ადრე...

                                                                        მარუ            2012/07/27 ყვიბისი

No comments:

Post a Comment