Sunday, March 13, 2011

ჩიტების ჭიკჭიკის ბრალია თუ ჰაერში დატრიალებული "რაღაცნაირი" სუნისა?!

დღეს უკვე 12 მარტია.
ბუნების რეანიმაცია ხდება ხალხოოო...
რაც არ უნდა ვიძახო ზამთარზე მეკეტება მეთქი, გაზაფხულს მაინც აქვს თავისი განსაკუთრებული თვისებები, რომლითაც გავლენას ახდებს ჩემზე. მაგალითად აგები გავიხადე და კედები ჩავიცვი.
ცა უფრო ლურჯი გახდა, მიწა უფრო წყლიანი... დაა ხეებს ჯერ არ დავკვირვებივარ... მალე მოვა აპრილი, ყველაზე ძალიან მიყვარს გაზაფხულში ეს თვე. გაყვავილებული ხეები, პირველი ყვავილები გაზონებში, ბალახი, ჩიტები აშკარად ეტყობა გამოცოცხლება ბუნებას. დაა მინდვრის ყვავილები.... გოგო ვარ და ყველა გოგოსავით მეც მიყვარს ყვავილები, მხოლოდ მინდვრის(ვარდები და "მკვდრის ყავავილები" არა) მიყვრას როცა სახლის ყველა ოთახში ყვავილებია, მიყვარს როცა ყვავილები ქოთანშია, ლარნაკშია, მინდორშია, ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად... მიყვარს ყვავილები თმაში...
ყაყაჩოები მიყვარს კიდევ ყველაზე ძალიან... აზრზე არ ვარ რატო მაგრამ მიყვარს... მაისში ამწვანებულ ყანას რომ გადახედავ და კოპლებივით რომაა შჲგ ჩაქსოვილი ყაყაჩოს სიწითლე ჟრუანტელმა შეილება დამიაროს (ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია)
ასე რომ თუ ამ გაზაფხულზე ჩემი გახარება გინდათ მაჩუქეთ მინდვრის ყვავილების თაიგული ბევრი ყაყაჩოთი :))

ცოტა მომივიდა ლაპარაკი... მე მივდივარ და გიტოვებთ ულამაზეს სიმრერას და ულამაზეს ყვავილებს



  

Wednesday, March 9, 2011

Be Stupid! ანუ უკვე საგრძნობია გიორგის გავლენა


IREX-დან მოვდივარ. ფანჯრიდან ხალხს ვაკვირდები... დაზაფრულები მიიჩქარიან სადღაც, წაშლილი სახეებით დაშტერებიან ტროტუარს... აპათიაა შემოპარული ქალაქში და ამჯერად მე ერთადერთი ვარ რომელსაც ეს არ მაწუხებს... ემოციებით გავსილი და აჟიტირებული  ვბრუნდები სახლში და მინდა! მინდა! მინდა! მინდა ისეთი საქციელი ჩავიდინო  წამით მაინც რომ გავაღიმო ყველა,  მე თავს ჩავთვლი ყოვლისშემძლედ თუ ამას მოვახერხებ, თუნდაც მერე წავიდნენ და ერთმანეთს მოუყვნენ 
-ნახეთ ის სულელი გოგო?!  რამდენი მაცინა. 
-მაგისთვის მადლი იქნება სურამისკენ გასტუმრება (ხაშურელებისთვის სურამი საგიჟეთის მეტაფორაა:)))

ეხლა ვფიქრობ, სულ უნდა ეცადო  გაამხიარულო გარშემომყოფები თუნდაც შენ თვითონ არ იყო სახარბიელო სიტუაციაში, თუნდაც დაარქვა შენს თავს ცხოვრების კლოუნი, აბა დაფიქრდი ბედნიერებას თუ არ განიჭებს შენი ახლობლების გაღიმებული სახე...

Tuesday, March 8, 2011

ფემინიზმი, 8 მარტი, მე....


ფემინიზმი


XX საუკუნის ომებმა დიდი გავლენა მოახდინა ადამიანთა ცხოვრებაზე და გაჩნდა კიდევაც ახალი პრობლემები. ამ დროს დაიწყეს ქალებმა ბრძოლა თავიანთი უფლებებისათვის.
 ფემინიზმის ჩანასახები პირველად ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა მალევე დაივიწყეს. XX საუკუნეში  ეს მოძრაობა განაახლა მერი უოლსტოუნკრაფტმა თავისი წიგნით "ქალთა უფლებების დაცვის შესახებ"... ამის მერე ნელ-ნელა აგორდა თვითმოძრავი ჭური.... ლოგოთი " Down with the MEN and Up with the WOMAN"
ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ყველაზე საინტერესოდ ბრიტანეთში წარიმართა... სუფრაჟისტები ემელინ პენჰერსტის მეთაურობით ხშირად მიმართავდნენ უკიდურეს ზომებს ( შიმშილი, ალყა,) პირველი მსოფლიო ომის დროს სუფრაჟისტებმა მამაკაცების ადგილი დაიკავეს ფაბრიკა-ქარხნებში.

Thursday, March 3, 2011

უმისამართოდ... (9მუხა (село: девятъ дуб )

ისეეევ ვწერ, სხვა გზა არაა ფურცლის მეტი სხვა მაინც არავინ მისმენს...


ასე მგონია არ უყვარვარ და ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა თითქოს მისი მზერა, ყოველი თბილი სიტყვა მე მეკუთვნის, მე რა ვიცი აბა იქნებ ყველას ასე თბილად ექცევა, იქნებ მე მისთვის რიგითი ადამინი ვარ მისივე წვალებით აშენებულ კოშკში ძალით შეჭრილი....


ვზივარ მწვანე ბალახზე და ნება-ნება ვუბერავ სულს ბაბუაწვერას... ოცნებით, ფიქრებით დამძიმებული მისი ნარჩენები სიოს მიყვება ფართხალით... მე მასზე ვოცნებობ და ის...? რა იქნებოდა ერთხელ მიანც მოვნატრებოდი, ერთხელ მაინც ეფიქრა ჩემზე...


ცუდია ბიჭები გარეგნულ სილამაზეს რომ აფასებენ მარტო... თავს არ ვიქებ... არა! და ვინ გითხრა ლამაზია მარუო.... არააააა! არა მე ვკივივარ -არა! ჩემი ეგო -ხო! შეიძლება ის მართლაც ლამაზია... ამგრამ არა მე, არა რეალური მე...


ერთხელ მაინც, თუნდაც ერთხელ რომ მეგრძნო შენგან სულ ერთი ბეწო ყურადღება... ცაზე მაღლა ავვარდებოდი და ვიცეკვებდი ქათქათა ღრუბლებთან ერთად... წვიმას ჩამოვყვებოდი... ნამად დავვარდებოდი ყაყაჩოს ფურცლებზე...


ოდესმე მივარდნილხარ ვინმესთან, გასრესამდე შემოჭდობიხარ და მიგიცია მთელი შენი გრძნობები?! არა, მეც ვიცი ეს ყველაფერი შენგან ისევე შორსაა როგორც ჯოჯოხეთი სამოთხიდან...

სიბერე

სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი.
დაბადება - ბავშვობა - სიჭაბუკე - სიმწიფე - სიბერე - ეს ყოველი ადამიანის გასავლელი გზაა, რადგან სიბერე კანონზომიერი პროცესია, იგი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია, განუწყვეტელი ბიოლოგიური ცვლილებების შედეგი.
ადამიანის სხეულში სამოცი ტრილიონი უჯრედია, დროთა განმავლობაში ისინი ბერდებიან, კარგავენ ფუნქციებს, კვდებიან... ადამინის დაბერებას არა მარტო გარეგნულად განსაზღვრავენ.... მას ყოველთვის ახლავს თან თავისებური სევდა, განვლილი ცხოვრების, წარსულში დარჩენილი ახალგაზრდობის ნოსტალგია. ჩვენი მშობლები, ბებია-ბაბუები,  ოდესღაც ახალგაზრდა, ლამაზი, ენერგიული ადამიანები, დღეს სუსტი და მგრძნობიარე, საოცრად გულჩვილი მოხუცები არიან. იყო დრო, ისინი გვასწავლიდნენ ცხოვრებას, ახლა კი ჩვენ მათ პატარებივით ვეპყრობით და დამრიგებლური კილოთი ვესაუბრებით.

დამეთანხმებით ყველა მოხუცს უჩნდება ზედმეტობის გრძნობა, კონტაქტს კარგავს ოჯახის წევრებთან და ხდება გაუცხოვება... გრძნობა რომელიც ყველაფერზე გაღებინებს ხელს, ხდები ჩუმი და გინდა გაქრობა... ან არ თმობ შენს პოზიციებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მოძველებული...

ღმერთოოო... მე რომ დავბერდები... ჯერ შორსაა ჩემგან.. მაგრამ ხანდახან მაინც დავფიქრდები ხოლმე ამაზე... როგორ უნდა შევეგუო? სიკვდილი და სიბერე ხომ თითქმის ერთი და იგივე ცნებებია...
მარტო არ მინდა სიბერე გავტარო.. ანუ ისე "ჩემი კაცი" ჩემზე ადრე წავიდეს ამ ქვეყნიდან... იმაში კი ეჭვი მეპარება მე საკურთხეველთან მნახოთ, ანუ გოგოებო ტყუილად ოცნებობთ , როდის იქნება შენი "ფიესტაო"... ხო და სიბერე.... არ მომეკაროთ ჯაჯღანა მოხუცი ვიქნები... წავჩანჩალდები დილაობით პარკში და მოვჩანჩალდები მზის ჩასვლის მერე... დამლაპარაკებელი ესღა მეყოლება, ანუ მიხვდით? მარტო მინდა ცხოვრება არავინ რომ არ შევაწუხო.. ტკივილების ფონზე გაგრძელდება ჩემი არსებობა.. ეს იქნება ტკივილები ფიზიკური და სულიერი... საწოლის თავთან, ტუმბოზე მთელი აფთიაქი, "ადელფანი".... "ვალიდოლი".... "კლოფელინი"... "დიმესილი".... ბევრი დრო მექნება ფიქრისთვის გავიხსენებ რაღაც-რაღაცეებს და ვინანებ ბევრ რამეს...ყოველ დღე დავიტირებ ჩემს ახალგაზრდობას (ახალგაზრდობას თორემ... :))) დავიტირებ ადამიანებს რომლებიც მიყვარდა და აღარ იქნებიან... საშინელი დრო იქნება ჩემ ცხოვრებაში... ყოველი ტკივილისას სიკვდილს რომ ვინატრებ... მოვა დრო და სარკეში ჩახედვის შემეშინდება, ჩემს თავს იმ სიმახინჯისთვის გავლანძღავ, რასაც დრო მომიტანს...
მინდა რომ სიცოცხლის ბოლო წლები გავატარო სადმე მიყრუებულ სოფელში, ბუნებასთან ახლოს... ყოველ დღე ბუძილნიკის მაგივრად ძროხის ბღავილი  და მამლის ყივილი მაღვიძებდეს, ვჭამდე ნატურალურს... ვიჯდე "ბირჟაზე" და ვლაპარაკობდე...

შეიძლება არც არაფერი დამემართოს, ვიყო "ფეხახისნაირი" მოხუცი, სიცოცხლით სავსე... 80 წლისა ისევ ვჯდებოდე "შპაკატში" და ა.შ. მაგრამ ეს ძნელადდასაჯერებელ ზღაპარს უფრო გავს ვიდრე სინამდვილეს.. უფრო სწორად ის მეჩვენება რაც არ მინდა დამემართოს...