Tuesday, March 8, 2011

ფემინიზმი, 8 მარტი, მე....


ფემინიზმი


XX საუკუნის ომებმა დიდი გავლენა მოახდინა ადამიანთა ცხოვრებაზე და გაჩნდა კიდევაც ახალი პრობლემები. ამ დროს დაიწყეს ქალებმა ბრძოლა თავიანთი უფლებებისათვის.
 ფემინიზმის ჩანასახები პირველად ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა მალევე დაივიწყეს. XX საუკუნეში  ეს მოძრაობა განაახლა მერი უოლსტოუნკრაფტმა თავისი წიგნით "ქალთა უფლებების დაცვის შესახებ"... ამის მერე ნელ-ნელა აგორდა თვითმოძრავი ჭური.... ლოგოთი " Down with the MEN and Up with the WOMAN"
ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ყველაზე საინტერესოდ ბრიტანეთში წარიმართა... სუფრაჟისტები ემელინ პენჰერსტის მეთაურობით ხშირად მიმართავდნენ უკიდურეს ზომებს ( შიმშილი, ალყა,) პირველი მსოფლიო ომის დროს სუფრაჟისტებმა მამაკაცების ადგილი დაიკავეს ფაბრიკა-ქარხნებში.

1960 წელს ..-ში ჩამოყალიბდა "ქალთა განთავისუფლების მოძრაობა" აქედან დაიწყო გენდერული თანასწორობის მოთხოვნა... ქალები მოითხოვდენ აბორტის ლეგალიზებას ( ჯანდაბა ამათ თავს), სექსუალური ძალადობის დანაშაულად ცნობას...
1963-ში ბეტი ფრიმანმა გამოსცა წიგნი "ქალის საიდუმლო" მწერალი აანალიზებს სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების პრობლემებს, სადაც ქალები ნაკლებად იყვნენ ჩართულნი პროცესებში.
ფემინისტები გმობენ ქალზე ძალადობის ნებისმიერ ფორმებს, როგორიცაა იძულებით ქორწინება, სექსუალური ძალადობა, სქესობრივი დისკრიმინაცია..
90-იან წლებში პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც გაიშვეს ქალებმა, მათ შორის საქართველოშიც...


8 მარტი

ერთ-ერთი პირველი ფემინისტური საპროტესტო აქცია 1857 წლის 8 მარტს იყო...
1910 წელს კოპენჰაგენში ატარდა ქალ პირველი საერთაშორისო კონფერენცია სადაც კლარა ცეტკინის ინიციატივით დაარსადა ქალთა საერაშორისო დღე რვა მარტი....

ცნობისთვის: კლარა ცეტკინი იყო გავლენიანი გერმანელი სოციალისტი პოლიტიკოსი, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი...

8 მარტი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს,პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში განსაკუთრებით, და უქმე დღეთაა გამოცხადებული (დანახვაც კი არ აქვთ კაცებს)


მე


რვა საათზე მამაჩემი მაღვიძებს ადე სკოლაში წადიო. მეთქი რა სკოლა დღეს მძინავს მე...
ხუთი წუთის მერე ბალიშის ქვეშ შედებული ტელეფონის (დედაჩემის) ხმა მაღვიძებს
-მაკა
-არა მარი ვარ.
-აა, მარი, დედაშენს ვურეკავდი-ჩემი დეიდაშვილი - მიულოცე დედაშენს
-ხო გიო და მე ?
-რა შენ?
-კაი არაფერი...
ამითი რა გამოვიდა მე არ ვარ ქალი?
მოკლედ, გამითენდა ასეთი რვა მარტი და იმის გამო რომ უმიზეზოდ გამაღვიძეს მძულს კლარა ცეტკინი...
რა ხდება დღეს?
დღეს ყველა კაცს ძალიან უყვარს თავისი ცოლი, შვილები, დედა, დეიდა...
შეიძლება კი არ უყვარს ჩვენ გვატყუებს...
ერთადერთი საჩუქარი რვა მარტის... მესამე კლასში მაჩუქეს კლასელმა ბიჭებმა ფაიფურის პატარა სკულპტურა. დღესაც მაქვს შენახული...
რაც გავიზარდე მე და 8 მარტი ისე გდავშორდით ერთმანეთს, როგორც მზე და მთვარე... რაღაცა რომ გიყვარდეს ამის მიზეზიც ხომ უნდა გქონდეს... მე არ მაქვს... არ მილოცავს არავინ (მამაჩემს თუ არ ჩავთვლით)  არავინ მჩუქნის საჩუქარს, არადა ისეთი გული მაქვს, ისე ერთი ენძელაც ისე გამიხარდა(ჩემი მეზობლის ბავშვმა რომ მაჩუქა (6წლის) დედაჩემს მოვპარე თაიგულიდანო), როგორც სხვა გამიხარდებოდა...
დღეს ჩემს ოჯახში არავითარი "გაშვება" არაა ქალებთან დაკავშირებით.. დედაჩემი ისევ ისე აკეთებს საჭმელს როგორც გუშინ აკეთებდა, ისევ გუშინდელივით წმენდს იატაკს და ისევ ისე რეცხავს სარეცხს...(ოღონდ საღამოს დაქალებთან ერთად მიდის რესტორანში) ცხოვრება ძველებურად მიდის... არანაირი ქალური სტერეოტიპების დამსხვრევა.. ვთქვი უკვე თუ არა.. რვა მარტი ერთი ჩვეულებრივი დღეა, იმ გამონაკლისით რომ ქალაქის მთავარ ქუჩაზე ყვავილებია ზღვას კილომეტრიდანაც ვხედავ და გული მწყდება ერთი ცალი თაიგული მაინც იქიდან რომ არ არის ჩემი. ვიგრუზები ხალხის მისალმებებზე
-მაი, ეკა, თკო, ნინო, მარი, თამო.....................................ნესტან  გილოცავ რვა მარტს...
 და ამ სახელებში ერთი არაა მარუ...
გული მწყდება იმაზე ნათლიაჩემს მარტო დღეს რომ გავახსენდი, სულელურ ქალთა დღეს და არა ჩემს დაბადების დღეზე.
გული მწყდება გ.   -ძემ დღევანდელი დღე რომ არ მომილოცა...
გული მწყდება ჩემმა დეიდაშვილმა არაფრად რომ არ ჩამაგდო........................





4 comments:

  1. xo ar momelanda? isev im mastze laparakob?

    ReplyDelete
  2. კლარა ცეტკინი გერმანელი იყო თუ ებრაელი?

    ReplyDelete
  3. ეს ვინ თქვა? სახელი არ უნდა მიაწერო?
    როგორც ვიცი არ იყო ებრაელი, პირველად შენგან გავიგე... გერმანელი კი ნაღდად იყო :§

    ReplyDelete