Wednesday, March 9, 2011

Be Stupid! ანუ უკვე საგრძნობია გიორგის გავლენა


IREX-დან მოვდივარ. ფანჯრიდან ხალხს ვაკვირდები... დაზაფრულები მიიჩქარიან სადღაც, წაშლილი სახეებით დაშტერებიან ტროტუარს... აპათიაა შემოპარული ქალაქში და ამჯერად მე ერთადერთი ვარ რომელსაც ეს არ მაწუხებს... ემოციებით გავსილი და აჟიტირებული  ვბრუნდები სახლში და მინდა! მინდა! მინდა! მინდა ისეთი საქციელი ჩავიდინო  წამით მაინც რომ გავაღიმო ყველა,  მე თავს ჩავთვლი ყოვლისშემძლედ თუ ამას მოვახერხებ, თუნდაც მერე წავიდნენ და ერთმანეთს მოუყვნენ 
-ნახეთ ის სულელი გოგო?!  რამდენი მაცინა. 
-მაგისთვის მადლი იქნება სურამისკენ გასტუმრება (ხაშურელებისთვის სურამი საგიჟეთის მეტაფორაა:)))

ეხლა ვფიქრობ, სულ უნდა ეცადო  გაამხიარულო გარშემომყოფები თუნდაც შენ თვითონ არ იყო სახარბიელო სიტუაციაში, თუნდაც დაარქვა შენს თავს ცხოვრების კლოუნი, აბა დაფიქრდი ბედნიერებას თუ არ განიჭებს შენი ახლობლების გაღიმებული სახე...

კლოუნები ვახსენე. ჩემი პატარაობის გმირი არსებები (და არა მარტო პატარაობის). რამდენი წუხილი იმალება მათი საღებავით "გაცინებული" სახეების უკან არ დაკვირვებიხართ?! კლოუნი უნდა იყოო და კლოუნზე კლოუნიო პაპაჩემს უთქვამს... ჰა, ჰა მართლა კი არა... მე მოვიგონე. არა კლოუნებზე მართლა... ძალიან დიდი ტალანტი აქვთ დამალონ თავიანთი წუხილი ღიმილში... კარგი იქნებოდა მეც შემძლებოდა...

ღიმილი რომ საკვები ყოფილიყო ახლა საქართველო ასეთი მშიერი აღარ იქნებოდაო... 

 ვეთანხმები მშიერი არა მაგრამ მოწამლული იქნებოდა ამდენი იმპორტული და უხარისხო ღიმილით. ძალიან ცოტაა ისეთი გულთბილად ვინც იღიმის, სისულელეს კი მართლაც შესწევს ძალა გულით გააცინოს ხალხი... ამიტომაც მინდა უსულელესი ადამიანი ვიყო მსოფლიოში :)))) 

რაებს ვლაპარაკობ, გამოუღია გიორგის რჩევებს შედეგი... არა მართლა სხვანაირად ვუდგები ჩემო ცხოვრების საკითხს ეხლა...  ნათელი მხრიდან, და ექსე გახდა ის ვინც მაშინაც კი უკან დამდევს როცა ონლაინში არაა და ჩემთვის არ ცალია, თქვენ არ გაქვთ ხოლმე ისეთი შეგრძნება რომ ვიღაცა გიყურებთ, სულ ღიმილს გთხოვთ, წესრიგში ყოფნას...

ეს რამოდენიმე დღეა, ცოტა მოვიწყინე, რაღაც ცუდს მიგრძნობს გული... ანუ საქმე ისაა რომ არ შემოსულა, ოთხი დღეა, მივწერე SMS-ებიც მაგრამ არ მოუწერია... დააა რაშია საქმე?

თუმცა მე ისევ STUPID ვარ!  სისულელეებს ვაკეთებ... ხან რას ხან რას... დღესაც მქონდა დაგეგმილი, მაგრამ ერთი გოგოს გამო ვერ შევასრულე...  ნუ, მე წავედი...

                                                        შესწორებულია: 15.03.2011




No comments:

Post a Comment