Friday, August 9, 2013

გილოცავ დაბადების დღეს მამიკო.


ჩვენი ისტორია დაიწყო დიდი ხნით ადრე ჩემს გაჩენამდე, შენ ძალიან მელოდი, ალბათ ყველაზე მეტად მე მელოდი, რასაც კი დალოდებიხარ ცხოვრებაში, და უკვე გიყვარდი მთელი გულით, როცა ადებდი ყურს დედას მუცელს. ზუსტად ვიცი რომ როცა პირველად მე დავიბადე და ვიყვირე, შენ სიხარულისგან ტიროდი. დედამ მომიყვა რომ შენ იდექი მისი პალატის ფანჯარასთან და რაღაცას უყვიროდი, იმის გამომხატველს თუ როგორი ბედნიერი იყავი, ხელში გეკავა ყვავილები რომლების შეტანა არ შეიძლებოდა პალატაში და მღეროდი სიმღერას რომელიც მას არ ესმოდა, იმიტომ რომ ფანჯრები დახურული იყო, შენ ეს იცოდი მაგრამ მაინც ჯუტად აგრძელებდი სიმღერას და ყვირილს.
ბავშვობიდან მახსოვს შენი ხელები ჩემს საწოლზე მიჭიდებული და ის როგორ ვერ მეკარებოდი პატარას, უსუსურს და მოღიალეს, ზუსტად შენ იყავი მაშინ ყველაზე უსუსური რომ შენს პირველ შვილს ვერაფრით შველოდი.
ზუსტად შენ იყავი ყველაზე მომთმენი და ყურადღებიანი ყველა ჩემი მასწავლებლებიდან, ზუსტად შენ მასწავლე როგორ შემეყვარებინა და გამეცნო ეს სამყარო შენ ყოველთვის იცოდი როგორ გეზრუნა ჩემზე, ნუ ცდილობდი მიანც…
იცი ყოველთვის მაკლიხარ შენც და შენი სიტყვებიც, ვიცი რომ ბევრს მუშაობდი, მაგრამ ვიცი რომ ამას მხოლოდ ჩვენთვის აკეთებდი.


Tuesday, August 6, 2013

როცა ტვინი უნდა დუღდეს...

   ტვინის მაგივრად დუღს მოპარული სიმინდის ტაროები გაზზე, ზაფხული ეშხშია შესული, გაგანია აგვისტოა, თუმცა მზე კაი ხანია არ მინახავს, შესაბამისად არ აქვს აზრი მდინარეზე ან ტბაზე წასვლას, არც მეგობრებთან, მხოლოდ ერთია აქ, დანარჩენები ან უცხოეთში გაიფანტნენ ან  დედაქალაქში იხრჩობიან, სურამში ხალხი არაა... 24 საათს ვხარჯავ ველოსიპედზე და სახლში...
   ამ უკანასკნელის წყალობით მთელი ზაფხულის განმავლობაში 6 კილო მოვიმატე. მახსენდება ძველი ან ვპოულობ ახალ რეცეპტებს და მერე ყველაფერს საკუთარ თავს ვასინჯებ... არ მგონია ცუდად გამომდიოდეს კეთება, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე კიდეც კულინარიული ბლოგი ხო არ გამეკეთებინა, მერე გადავიფიქრე bloggerის ამისთვის შეწუხება და app store-ში აღმოვაჩინე evernote  მთელი თავისი დიდებულებით...
  ვინც ჩემს დღეში ხართ მინდა რამოდენიმე ტვინისამადუღებელი რეცეპტი შემოგთავაზოთ ამ გაგანია ზაფხულისთვის