Friday, August 9, 2013

გილოცავ დაბადების დღეს მამიკო.


ჩვენი ისტორია დაიწყო დიდი ხნით ადრე ჩემს გაჩენამდე, შენ ძალიან მელოდი, ალბათ ყველაზე მეტად მე მელოდი, რასაც კი დალოდებიხარ ცხოვრებაში, და უკვე გიყვარდი მთელი გულით, როცა ადებდი ყურს დედას მუცელს. ზუსტად ვიცი რომ როცა პირველად მე დავიბადე და ვიყვირე, შენ სიხარულისგან ტიროდი. დედამ მომიყვა რომ შენ იდექი მისი პალატის ფანჯარასთან და რაღაცას უყვიროდი, იმის გამომხატველს თუ როგორი ბედნიერი იყავი, ხელში გეკავა ყვავილები რომლების შეტანა არ შეიძლებოდა პალატაში და მღეროდი სიმღერას რომელიც მას არ ესმოდა, იმიტომ რომ ფანჯრები დახურული იყო, შენ ეს იცოდი მაგრამ მაინც ჯუტად აგრძელებდი სიმღერას და ყვირილს.
ბავშვობიდან მახსოვს შენი ხელები ჩემს საწოლზე მიჭიდებული და ის როგორ ვერ მეკარებოდი პატარას, უსუსურს და მოღიალეს, ზუსტად შენ იყავი მაშინ ყველაზე უსუსური რომ შენს პირველ შვილს ვერაფრით შველოდი.
ზუსტად შენ იყავი ყველაზე მომთმენი და ყურადღებიანი ყველა ჩემი მასწავლებლებიდან, ზუსტად შენ მასწავლე როგორ შემეყვარებინა და გამეცნო ეს სამყარო შენ ყოველთვის იცოდი როგორ გეზრუნა ჩემზე, ნუ ცდილობდი მიანც…
იცი ყოველთვის მაკლიხარ შენც და შენი სიტყვებიც, ვიცი რომ ბევრს მუშაობდი, მაგრამ ვიცი რომ ამას მხოლოდ ჩვენთვის აკეთებდი.



გახსოვს ყველაზე, ყველაზე პირველი სექტემბერი? ბანტები თმაზე, თეთრი პერანგი, იმ დილით შენ უფრო მეტს ნერვიულობდი, თითქოს შენ მიდიოდი პირველ კლასში, სასაცილო იყავი.
გახსოვს ჩვენი ჩხუბები მაღალ კლასებში როცა ვიყავი? ცდილობდი სწორ გზაზე დაგეყენებინე, მე კი ჩემსას მივქარავდი ისევ, ბევრჯერ დაგითმია ჩემთვის, დედის უჩუმრად, გახსოვს?
ყოველთვის მოხარული იყავი ჩემი წარმატებით და ყველაფერს აკეთებდი რომ მეც შენით მეამაყა, მე ვამაყობ შენით იმიტომ რომ შეგეძლო დედაჩემი გაგეხადა ყველაზე ბედნიერი. მინდოდა მაყურებლების მხრიდან გეყურებინა ჩემთვის როგორ ავისვრიდი ქუდს ჰაერში, და მერე ჩემთან ერთად აღგეღნიშნა ჩემი დიპლომის მიღება...
შენი გაკვეთილები ყოველთვის დარჩება ჩემს გონებაში, თუნდაც მანქანის ტარების, მართალია ისეთი მოსწავლე ვიყავი რომ ყოველთვის გჭირდებოდა ღვედის გაკეთება რომ რამე არ მოგსვლოდა, მაგრამ არ იმჩნევდი ჩემს უვიცობას.

იმედი მაქვს რომ მოიწონებ ჩემს არჩევანს, იმის მიხედვით რომ ვფიქრობ მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცი უკვე მიისაკუთრა დედაჩემმა, ალბათ ვიპოვი ისეთს რომელიც შენს თავს მომაგონებს.
მახსოვს შენი თვალები პირველად ელენე რომ დაინახე და მინდოდა იგივე თვალებით შეგეხედა ჩემი შვილისთვისპირველად ჩემს შვილს რომ დავინახავ ზუსტად შენ გმახსენდები
მამაჩემი, ჩემი მამიკო, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა მე, არა იმიტომ რომ ძლიერი იყო ან ჭკვიანი, არამედ იმიტომ რომ იყო მამაჩემი, ჩემი მფარველი ანგელოზი, ჩემი ციხესიმაგრე, ჩემი თავშესაფარი
ყველას სჭირდება მამა, მამა და არა სიტყვა... თუ ოდესმე მკითხავენ ვისი მამაა ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში, მე ვიტყვი ჩემი მამა, შეიძლება ეს მთლად ასე არ იყოს, მაგრამ მე პატრიოტი ვარ მამაჩემისა.

No comments:

Post a Comment