Sunday, February 27, 2011

ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეული: დაწუნებული თემა


მეტისმეტად ჩამთბარ ოთახში, სავარძელში ფეხებაკეცილი ვიჯექი, ყურთსასმენები მეკეთა და სიმღერის ფონზე ვცდილობდი გონება მომეკრიბა, რომ მერე ნააზრევი ფურცელზე გადამეტანა, არადა თებერვლის ამ სუსხიან და თოვლიან ღამეს ცოტათი მიძნელდებოდა იმ ცხელი აგვისტოს სისხლიანი დღეების გახსენება, ანდა როგორ გამახსენდებოდა, როცა ამას არც კი ვცდილობდი, სიმღერას ვუსმენდი და თან უნიჭოდ ვდუდუნებდი.
ბებიაჩემს ჩემი ხმა არ აღიზიანებდა, ნიკაპზე ხელი ჩამოეყრდნო და უზარმაზარი  სათვალიდან უყურებდა შავ-თეთრ ტელევიზორს. შიგადაშიგ ჰა, როგორაა საქმეო-მეკითხებოდა.
თებერვალი იყო და ჩვეულებისამებრ ქარი აზანზარებდა ძველ ფანჯრებს. მათ რომ ვერაფერს აკლებდა, სოფლის ორღობეებში მირბოდა და ტყემლის ხეებს ეთამაშებოდა, ჩვენს ზემოთ, წითელი კრამიტით დახურული სახურავი სულისშემძვრელად ბრახუნობდა.
-ჭინკები ჩამოსულან!-გაიხუმრა ბაბუამ სახურავის კიდევ ერთ ამოხვნეშაზე და ბუხართან მიდგმული სამფეხა სკამიდან სარწეველაში გადაჯდა
-ნარდი არ მოვცხოთ?-მე მომმართა
-აცადე ადამიანო წერს ბავშვი!- აღშფოთდა ბებია-ჰა, როგორაა საქმე?
-Too much love will kill you  If you can't make up your mind... ჰა? - გამოვიძრე ერთი ყურთსაცვამი
-როგოაა საქმე-მეთქი
-მადლობ კარგად...Torn between the lover and the love you leave behind-გავაგრძელე დუდუნი და წინ და უკან ქანაობა.
იმედგაცრუებულმა ბაბუამ კი, წიგნების კოშკურიდან უკვე მრავალგზის წაკითხული დათა თუთაშხია გამოაძრო, სანიშნი გვერდით გადადო და კითხვას შეუდგა.
-კიდევ ჩაგიხუტებია ეგ CCCP?-ბებიამ თითი წაკრა სანიშნს
-ეს რა არის? ორი თითით ავიღე სქელი მუყაო. ნახატზე ბედნიერი, დადებითი ჰაბიტუსის რუსი იყო აღბეჭდილი, რომელიც ხელს უქნევდა ბაბუა ჰიტს, რომელსაც ხელში ფითილანთებული ბომბი ეჭირა, თავზე ეწერა : Не балуи! მეორე მხარეს ტექსტი ეწერა, დასწყისით: "Дорогой Яша, Оля, Вахтанг, Нина, Кето и Женя..."
-ბაბუ, ომს მოესწარი? -დავადექი თავზე
-კი, მაშინ პატარა ვიყავი, რვა-ცხრა წლის
-მაშინ რას განიცდიდით
-ქვემოთ, სარდაფში ნახშირით ვწერდით კედლებზე იმ ამბებს რასაც რადიოში ვუსმენდით, როცა გავიზარდეთ მაშინაც კი ცრემლით ვიხსენებდით როგორ წაიყვანეს მამა ჯარში და როგორ ელოდებოდა დედა მას.
მე გამახსენდა რაღაც, რომ ჩანთაში შემთხვევით წამოღებული ძველი დღიური მედო და ბაბუასთან მივიტანე. მან, როგორც იცოდა მუხლებზე დამისვა და მოსასმენად მოემზადა.

Thursday, February 24, 2011

Welcome to the Tea Party


მობრძანდით!

დაბრძანდით!

ნუცა, მარცხნივ პირველივე სკამზე შენი ადგილია.

ლაშუკა შენ ნუცის გვერდით დაჯექი, ხო იცი მემეტები მისთვის, მაგრამ ყველაფერი ისე არაა როგორც მე მინდა.

ელენიკო, კუსკუსა, შენ აქ ვინ მოგიყვანა... მარტო მოხვედი? შენთვისაც არის პატარა სკამი...

გოდოთ, არ მეგონა თუ მოხვიდოდი, გამიხარდა.

მისტერ, მისტერ ექსეულიძე მაგიდის თავში დაბრძანდით დარბაისელო ბატონო და მოგვახსენეთ თქვენი აზრი დღევანდელ დღეზე.

კიდევ რამდენი მოდიან, კლასელები, მეგობრები, ვა, საჯო შენც აქ ხარ?!

ლანჩუკა, ნინჩი, სოფო.. იცით დღეს თამუნა ვნახე, და მისმა ახალმა სტილმა გამაოცა...

ბაჩუკი, შენ ჩაი თუ გიყვარდა არც ვიცოდი, მომეჭრა თავი, ყველაზე მაღალ ადგილას დაჯექი კარგად რომ დაგინახო და რამეს ნიტოდ თუ ვიტყვი დამიბრიალე ხოლმე თავლები.

წყლიანი კარდალა ისევ ნაჭაზე კიდია და ადუღებულია წყალი. 
ვის რისი არომატით გინდათ ჩაი?

ნუცა შენ გურიელი ხო? ვიცი, ვიცი, მეც იმას მახსენებს რასაც შენ გაგუდვამდე ჩაკბეჩილ ლობიანს და პარალელკლასელი გოგოების შემოტევებს გაყინულ კაფეში.

ლაშ, როგორც ყოველთვის?!

საჯოს უკითხავად ვუსხამ ინგლისურ ჩაის.

ექსე კი ვიცი ჩაისთან მწყრალად რომ ხარ, მაგრამ მაინც გკითხავ: ჩაის ხომ არ ინებებდით უფალო გიორგი?

Wednesday, February 23, 2011

ცოტ-ცოტა ყველაფერზე

რა ძნელია დაწყება. კაი ხანია ვფიქრობ რითი დავიწყო და აი თვით დაწყებით დავიწყე. ძნელია დაწყება თვით სიცოცხლისაც კი...
ვიწყებ!
ნელ-ნელა გადავეჩვიე კომპიუტერს, მარტო საღამოობით ვჯდები, ისიც მარტო იმიტო რომ ქალაქს მოვუარო. ექსეზე კაი ხანია აღარ ვარ დამოკიდებული, (კაი ხანი ჩემთვის რამოდენიმე დღეა) ცოტა არ იყოს მომბეზრდა უპასუხო მესიჯები. მგონია თავს ვაბეზრებ ჩემი "ჩრიტინით" იმიტო რომ მარტო მე ვყვები ხოლმე რაღაცეებს... ანუ, ისე გამოდის მარტო Cityville-სთვის შევდივარ FB-ში. ვფიქრობ, ესეც მალე მომბეზრდება და ჩემ თავს სულაც ავუკრძალავ კომპიუტერტან მიკარებას, მაგრამ ბლოგის გარეშე რა ვქნა?! ეს საჭირბოროტო კითხვაა და უნდა დავფიქრდე ცოტა ხანს
     ჩემ ცხოვრებაში ახალი არაფერი ხდება, არა კი ხდება მაგრამ ჩემთვის არაფერია საინტერესო. მივალ სკოლაში, ვზივარ მერხთან (დასვენებებზეც), ერთნაირი სახით ვუსმენ ყველა მასწავლებელს, მერე მოვდივარ პირდაპირ სახლში და დარჩენილ დროს ვატარებ წიგნებთან და რვეულებთან. აპათია მომეძალა, აღარ მინდა აღარაფრის კეთება, არსად წასვლა, სულ სახლში მინდა პენსიონერივით, იქნებ იმიტოც ნუცანცარას წოლითი რეჟიმი რომ აქვს და ისიც სახლშია?! ხო, ალბათ.
   თუმცა წინა კვირებისგან განსხვავებით ეს დატვირთული იყო ემოციურადაც და ფიზიკურადაც, ჯერ იყო და ახალი "ალეკო" მოგვივიდა სკოლაში. მერე, ჩემს კლასელს მამა დაეღუპა და ძალიან განვიცადე, მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად დიდად არ მეტყობოდა, არ შემიძლია სხვების დასანახად ძალით ტირილი, ბებიაჩემის გასვენებაზე რომ მეუბნეოდა ჩემი "ბაბოდა" 300 კაცის წინ -იტირე მაირიამ,  იტირეო.- მოვკვდი სირცხვილით არ მეტირებოდა და... მე ჩემ პონტში ბალიშში თავჩარგულმა გამოვიტირე ბებიაჩემიც, მამუკა ბიძიაც და დანარჩენი ჩემი ახლობლებიც. მარის მამის სამძიმარზეც ვიტირე მეორედ და მერე ვეღარ...

Snowflakes in Khashuri

იმდენი ხანი ვნატრობდი მოეთოვა, ფანჯრიდან რომ გავიხედე და ალუბლისხელა ფიფქები რომ დავინახე არ დავიჯერე და ისევ უკმაყოფილოდ ჩამოვაფარე ფარდა, მაგრამ სინამდვილე უკეთესი იყო. თოვდა და თოვდა დაუცხრომლად. იმ საღამოს იყო FB-ში სტატუს მესიჯების კორიანტელი რომ დადგა, მეც ყველა არახაშურელს შევახარბე თოვლის მოსვლა.
პასუხები:
-აუ, მარ მეც მინდა
-როდის მოთოვს აქაც
ერთმა გულბოროტმა სურათზე ასეთი კომენტარი დამიტოვა
-სად ხედავ გოგო თოვლს, ტალახია მარტო
ორი დღის მერე ირაკლი ხაშურში ჩამოვიდა და თავისი თვალით ნახა სპეტაკი თოვლით გადალესილი ხაშური, სპეტაკი იმიტო რომ ტალახი სულ არ იყო.
პატარა ბავშვებივით დავრბოდით  მე და ნუცა(უფრო მე). ორჯერ გავაკეთეთ "თოვლის ბაბუა" და ორჯერვე დაგვინგრიეს, ჩვენ ისევ ახალი შემართებით, ახლის გაკეთებას ვიწყებდით.
დილაობით ძალიან შემიყვარდა ქუჩაში ბოდიალი, ინგლისურზე რომ მივდიოდი ავტობუსიდან მარტო ხეებს მივჩერებოდი, უზარმაზარ ნაძვებს, თოვლის სიმძიმისგან წელში მოხრილებს და ტრასისკენ გადმოწოლილებს. რუსთაველის ქუჩა განსაკუთრებით ლამაზი იყო, ფეხდაუკარებელი ტროტუარებით და სამანქანო გზით. მერე მტელ სააკაძის ქუჩას სრიალით გავდიოდი, მე შენ გეტყვი, ფეხსაცმელი არ მიწყობდა ხელს თუ?! "ლიჟებივითაა" ჩემი აგები.
მერე შუქი ჩაქვრა და ორი დღე აღარ მოგვეკარა. iPod დამიჯდა და კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. თუმცა მაგ უშუქობის გამო იყო კომპიუტერს რომ შეველიე და ნუცა ორი ღამე ჩემთან რომ რჩებოდა.

Sunday, February 20, 2011

ციცინათელები


You would not believe your eyes
If ten million fireflies
Lit up the world as I fell asleep

'Cause they'd fill the open air
And leave teardrops everywhere
You'd think me rude
But I would just stand and stare

I'd like to make myself believe
That planet Earth turns slowly
It's hard to say that I'd rather stay
Awake when I'm asleep
'Cause everything is never as it seems

'Cause I'd get a thousand hugs
From ten thousand lightning bugs
As they tried to teach me how to dance

A foxtrot above my head
A sock hop beneath my bed
A disco ball is just hanging by a thread

I'd like to make myself believe
That planet Earth turns slowly
It's hard to say that I'd rather stay
Awake when I'm asleep
'Cause everything is never as it seems
When I fall asleep

Leave my door open just a crack
(Please take me away from here)
'Cause I feel like such an insomniac
(Please take me away from here)
Why do I tire of counting sheep
(Please take me away from here)
When I'm far too tired to fall asleep

To ten million fireflies
I'm weird 'cause I hate goodbyes
I got misty eyes as they said farewell

But I'll know where several are
If my dreams get real bizarre
'Cause I saved a few and I keep them in a jar

I'd like to make myself believe
That planet Earth turns slowly
It's hard to say that I'd rather stay
Awake when I'm asleep
'Cause everything is never as it seems
When I fall asleep

I'd like to make myself believe
That planet Earth turns slowly
It's hard to say that I'd rather stay
Awake when I'm asleep
'Cause everything is never as it seems
When I fall asleep

I'd like to make myself believe
That planet earth turns slowly
It's hard to say that I'd rather stay
Awake when I'm asleep
Because my dreams are bursting at the seams

 ხოდა ეს სიმღერა რას მოვაყოლე, პატარა რომ ვიყავი ფილტვებზე მქონდა პრობლემები და მთელ ზაფხულს ბებიაჩემთან ერთად ბორჯომში ვატარებდი, სოფელ ყვიბისში, ყველასგან მოწყვეტილი. ოჯახში ერთადერთი ბავშჳი ვიყავი სამ ასაკოვანთან ერთად, ამნებივრებდნენ და არც მაინცადამაინც ცუდად ვატარებდი დროს, მაგრამ თანატოლები მაკლდა, მაკლდა ასევე დედა, მამა და საერთოდ ჩემი ახლობლები.

Wednesday, February 16, 2011

სად მივყავარ ლიანდაგს?!


თქვენი არ ვიცი მე კი მივყავარ შინდარაში, ზაფხულში უფრო ხშირად. 
გამოვდივარ სკოლიდან ორ საათზე. ხასიათს გააჩნია, თუ კარგ ხასიათზე ვარ ვბოდიალობ მაღაზიებში და ყველგან ვყიდულობ პატარა რაღაცას ( აბა ტეხავს შეხვიდე და არაფერი იყიდო), თუ ხასიათზე არ ვარ მივდივარ პირდაპირ სახლში, თან მარტო არა, მე და ნუცა. გზა  იწყება სააკაძის ქუჩიდან, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს, საკმაოდ წყნარია, მანქანებიც იშვიათად დადიან და მაქვს შესაძლებლობა შუა გზაზე ვიარო, ვიყვირო, ხმამაღლა ვილაპარაკო. მერე ვჭრით პარკს, მწყურია თუ არ მწურია ვეწაფები ონკანს და რა ამინდიც არ უნდა იყოს ვწუწავ ნუცას და მერე მთელი გზა ამაზე წუწნებს. თუ პარკში არავინ არაა ვსხდებით სკამზე და იქ ვამთავრებთ ლობიანის ჭამას, ვიწყებთ საუბარს, საუბარს კი არა ოცნებას.. (აუ, მე რომ ხაშურის მერი ვიყო იცი რას ვიზავდი...) მერე ტაბიძეს ვჭრით და იწყება . ლიანდაგები.  დავდივართ შპალებზე ან რელსებზე თავჩაღუნულები და ვითვლით შპალებს, ვბრაზობთ რატო არ უნდა დადიოდეს აქ მატარებელი და რატო უნდა იყოს ამოსული ლიანდაგებზე ბალახი ან რატო უნდა იყოს დაჟანგებული რელსები. ამითი გვეშლება ლაპარაკის საღერღელი და ამ ნახევარ საათში ვასწრებთ ყველაფერზე ლაპარაკს და ჩუმად ყოფნასაც. თუ პაწო(პაწო ჩემი კლასელია გიო ლაცაბიძე) დაგვემგზავრა უფრო უკეთესი.. მერე ვუახლოვდებით მეოთხე სკოლას და იწყება მსჯელობა დავურეკოთ თუ არა გოგოებს(სოფო, ნინო, ლანა) თუ დავურეკავთ ველოდებით  მაქსიმუმ 10 წუთი ლაპარაკისთვის. და მერე გამოვდივართ მთავრ ‘სტრადაზე’.  ეს მშობლიური ქარია, მანქანების მოძრაობისას რომ წარმოიქმნება და ნამწვის სუნი რომ აქვს. მერე ჩვენი ქუჩა. კლდიაშვილი.  ზაფხულობით ხმაურიანი, აგრილდება თუ არა ხალხი მაშინვე რომ გამოეფინება ხოლმე გარეთ. ზამთარში სულ თოვლიანი და ქარიანი. ‘ბირჟა’ თავისი უცვლელი წევრებით სიგარეტის და სასმელის სუნით გაჟღენთილი ხალხით. დღემდე რომ არ მესმის რას აკეთებენ მთელი დღე იქ რომ დგანან, ჩავუვლით მათ და მშრალ გამარჯობას ვესვრით პასუხი: გაუგებარი ბურტყუნი რომ ვერ გაიგებ შეგაგინეს თუ გამარჯობით გიპასუხეს და წუთში ნუცა უკვე თავის კართან დგას, წამებში მეც. იმართება დიალოგი:
ნუცა: გამოხვალ?
მარუ: ოფ, შენ გამო
ნუცა: დასაწერი მაქვს
მარუ: ჩემთან დაწერე, თან ვჭამოთ
ნუცა: კაი.
მთავრი კითხვა ისევ ისე დავტოვე. სერიოზულად არასოდეს მიფიქრია ამაზე   და სად მივყავართ მაინც ამ ლიანდაგებს? ალბათ დასასრულამდე, რომელსაც ასე ვერ ვიტან. ზოგისთვის მთავრდება გზა, ზოგისთვის ცხოვრება... ,მერე რა მეც რომ ვიძახი ხოლმე, "მინდა ასე ვიდგე დაუსრულებლად" ან "ნეტა დაუსრულებლად გაგრძელდეს ეს წამი".      ისე ხშირად მინდა გავაჩერო დრო და მეც გავჩერდე მასთან ერთად გავჩერდე. ვითომ მილიონობით წლის მერე რომ გაგრძელდება ცხოვრების ფილმი ისევ ისე ვიაზროვნებთ როგორც მანამდე. ნწუ... არა, რა სულელი ვარ, იქნებ აქამდეც გააჩერა ვირაცამ დრო, ჩვენ ხომ ვერ მივხვდებოდით ამას? ისევ ისე ვაზროვნებთ, ისევ ისე ვადგავართ ჭვავის ყანის გზას...

Monday, February 14, 2011

ბლუყუნა

ბლუყუნა-ანუ მე... 
ხანდახან ვეღარც ვგრძნობ ხოლმე ბევრს რომ ვლაპარაკობ, ყველა უაზრობაზე, განსაკუთრებით ვყბედობ ჩემს მეგობრებთან, მეც მიკვირს ხოლმე როგორ მიძლებენ. არადა თავიდან კი არ მეტყობა ასეთი რომ ვარ. ვერ ვიტყვი ჩემი ცუდი თვისებაა მეთქი, მაგრამ არც კარგია. იცი რა ხდება?!  მინდა ხოლმე რომ იმ ვიღაცას ყველაფერი ვუთხრა ჩემზე...გავუზიარო ჩემი გრძნობები, მარტო მე ამ ყველაფერს ვერ გავუძლებ. უიი, ეხლა რომ ვუკვირდები, ასე მარტო ძალიან ახლობლებთან ვარ, კლასელებთან არა, არც ქუჩაში შემხვედრებთან, ფაქტიურად არც კი ვიცი 'Small Talk' რა არის.
 დღესაც იყო მაღლაკელიძეს ყურები რომ გამოვუჭედე, და ბოლოს მეუბნევა -მარ, ლაპარაკს დამაცდი?
 ყველაზე მაგარია როცა ვიღაც ახალგაცნობილს ჩავიგდებ ხელში, აი, ლაპარაკი მერე ნახეთ. ჰოლდენი რომ იძახის ხო გახსოვთ კაცს თუ ლაპარაკი უნდა, დააცადე ილაპარაკოს, თუ არ გეხატება გულზე მიანცო... მეც მაცადეთ რა ჩემი ჭია გავახარო, მუზების ბრალია სულ არა?!
მუდო თუ მე?!
ბევრს მუდოც ვგონივარ, პირფერობა არ მიყვარს, რასაც ვამბობ, ვამბობ სინამდვილეს და რასაც განვიცდი. მე რომ 'მათ' სინამდვილე დავანახო უნდა ეწყინოთ და ჯობია ისევ გავჩუმდე, პირში ზრახვას ასე ჯობია. მე , მე ვარ, თუ გინდა შემიძულეთ კიდევაც, ეს მირჩევნია  "ვერულაშვილობას"...
ვის ვებლუყუნები ყველაზე ხშირად.
1. ნუცი აბიაშვილი (ჩემი დაქალოჩკა:) მარა უფრო მეტი)
2. გიორგი ეკსეულიძე (ბოლომდე რომ ვერ გავარკვიე ეკსეულიძეა თუ ექსეულიძე)
3. მარი მაღლაკელიძე (თვითონ ძალიან წყნარია და ვინმემ ხო უნდა ამოიღოს ხმა?!)
4. ანი მოსიაშვილი და ნინო კიკაძე
5. ირაკლი კილაძე
6. ბექა ლომიძე
7. თეკო შაყულაშვილი
8. გიორგი კაპანაძე

იცი?!


 -იცი, ჩემი ტუზა კაი ხანია მოკვდა;
-იცი, ხვალ უკვე ნოემბერია;

-იცი, დეფი ყველაზე სირი მწერალია;

-იცი, მე უკვე ყველა მძულს თავიანთი ენის ტარტალის გამო;

-იცი, ჭორებზე უკვე აღარ ვრეაგირებ;

-იცი, US5-ს ჩემს ცხოვრებაში ღმერთის და ახლობლების მერე ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. იცი როგორ არ იცი;

-იცი, ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზე, მაგრამ ამის გაკეთება რეალობაში შემშიენბია, მაინც რა ტკბილია სიცოცხლე არა?!

-იცი, არის თვითმკვლელობაში რაღაც მომხიბვლელი და საშინელი;

-იცი, ვენაზე დანა იმიტომ არ დავისვი რომ შემეშინდა;

-იცი, დღევანედლი მსოფლიოსთვის განკითხვს დღე მისწრება იქნებოდა, მაგრამ მაინც ღმერთს ვევედრები ეს საშინელება აგვარიდე მეთქი;

-იცი, ღმერთს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს;

-იცი, გიული უკვე მაღიზიანებს;

-იცი, ჩემი ერთი დიდი ნაწარმოები იმაზეა როგორ მოვკვდები კიბოთი ;

-იცი, ტერენტი გრანელი ჩემი საყვარელი მწერალი რატომაა?!-ისიც ბევრს წერდა თავის სიკვდილზე;

-იცი, ტირილის დროს ცრემლები აღარ მომდის;

-იცი, ქალიშვილი კიდე კაი ხანი ვიქნები;

-იცი, ბიჭი რომ ვიყო ბევრად უფრო თამამ ნაბიჯებს გადავდგავდი ვიდრე ახლა;

-იცი, მე ჩემი თავი სულ არ მიყვარს;

-იცი, ახლა მინდა გარეთ წვიმაში ვიდგე უქურთუკოდ და ვსველდებოდა;

-იცი, მე ვესტლაიფის სიმღერები ძალიან მომწონს;

-იცი, მე მუზები ხშირად მანხულობენ და მტოვებენ;

-იცი, ჩემს თემებს რომ ვწერ თან ვტირივარ;

-იცი, ჩემი ნოველების ყველა მამრობითი პერსონაჟი ჩემი შეყვარებულია, მე ვქმნი მათ, და იმ თვისებებს ვაძლევ რაც მე ბიჭებში მომწონს, ყველა მდედრობითი პერსონაჟი ჩემი უახლოესი მეგობარია(აბა გოგოებიც ხო არ შემიყვარდება?!)

-იცი, კაი ხანი მეგონა ნოდარ ქუმარიტაშვილი მიყვარდა, ეხლა მისი სულის ხსნისთვის ყოველ ღამე ვლოცულობ;

-იცი, ეკსეს ბევრ ისეთებს ვუყვები ნუცამ რაც არ იცის, რაც ნუცამ იცის ეკსემ არ იცის, ბაჩომ კი ისიც იცის რაც ნუცამ იცის და ისიც არც ეკსემ... თუმცა მე სამივე ძალიან მიყვარს

-იცი, 1-ნუცა; 2-ბაჩო; 3-ეკსე;

-იცი, ჩემ ბლოგზე ჩემს გამოგონილ ცხოვრებაზე ვწერ, სადაც 24 წლის ვარ, მყავს ქმარი და ერთი შვილი(ჯერ-ჯერობით)

-იცი, მე ბიჭისთვის ჯერ არ მიკოცნია და მიხარია;

-იცი, სულ მკიდია ვინ რას იფიქრებს ჩემზე ამ პოსტის წაკითხვის მერე...

By Maru

მარიამ ავთანდილის ასული კილაძე


i like reading, this is my oldest hobbyყველაფერი დაიწყო იმით რომ მე დავიბადე. ზაფხულის ხვარტში, 1993 წლის პირველ აგვისტოს. გაქანებულ ზვიადისტობის დროს, მაშინ როცა იყო პური, საჭმელი, შუქი, სათბობი, ქვეყანა სამოქალაქო ომისთვის ემზადებოდა, აბა, რა დროს ჩემი დაბადება იყო?! მიყიდეს 80000 რუსულ მანეთად, ბორჯომში.  
გაზრდილი ვარ ლამფის შუქზე, იმ დროში შუქის მოსვლა დიდ ბედნიერებად რომ ითვლებოდა. ბავშვობა მქონდა ძაან მაგარი სანამ არ მივხვდი ბიჭისადმი შეილება გრძნობა გაგიჩნდეს და ეს არ იყოს „დამალობანას“ თამაშის სურვილი, სანამ არ მივხვდი რას გვიშობა ეს მთავრობა, რომ ბავშვები წეროებს არ მოყავთ, რომ ჩემი თმა თურმე ძალიან ლამაზი ფერისა ყოფილა, მანამდე იმას ვოცნებობდი ნეტა შემაღებინა მეთქი. ბავშვობის 45% გატარებული მაქვს ტრამვატოლოგიურში და 80% ცხვირის გამო, ბედი არ გინდა?! სულ ძირს ვეგდე და მაშინაც სახით ვეცემოდი, ამიტო ჯობია არ ნახოთ რა დავმართე ცხვირს, ერთხელ ორი დღე ცხვირში ჩემხელა ტამპონი მქონდა შეტენილი და ვეღარ ვსუნთქავდი. მყავდა ე.წ დაქალებიც და ძმაკაცებიც, სამწუხაროდ მათგან მხოლოდ რამოდენიმე შემომრჩა. ვთამაშობდით „დიდობანას“ მე პასტაიანად მერქვა „ვიკა“ და ჩემ არარსებულ შეყვარებულს „გიგა“. რაღაცნაირად დაემთხვა, პირველი ბიჭი ვინც მომწონდა, იმასაც გიგა ერქვა. ბევრი სისულელე ჩამიდენია, მიცანცარია, მამაჩემის მანქანა ფარეხისთვის დამიჯახებია, თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულია, წინ მელის... არც კი ვიცი რა, თუმცა იქნება ისევ ბევრი შეცდომები, მერე ამ შეცდომებზე სწავლა, სისულელეები და ა.შ.
თავს ახლა ვთვლი დამწყებ მწერლად, ანუ მჯღაბნელად. იმედია მომავალში გამოსწორდება ყველაფერი და რამე წესიერებად ვიქცევი.  
ის კი არ ვიცი, ასეთად როდის ვიქეცი, არც ის ვიცი უკვე ჩამოვყალიბდი თუ კიდე დამრჩა რამე დამალული.
ამბობენ მარუ ძალიან ჩაკეტილიაო, მე რა ვქნა თუ მათი შაბლონური საუბრის თემები არ მომწონს, ოდესმე გილაპარაკიათ რამეზე ბიჭების, მოდის ჭორების და ამისთნების გარდა და მე არ ჩავრთულვარ?! ჩემი სამყარო აშკარად ჯობია თქვენსას, თუნდაც ის არარეალური იყოს. 
ესეც ასე, მე მარიამ  ავთანდილის ასული  კილაძე ვარ. გამარჯობათ!