Friday, November 29, 2013

მცირე ოდენი

  საღამოს რვის ნახევარია, მე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვზივარ და ვინილზე "Ghostbasters"ს ვუსმენ, გარეთ წვიმს, დიდი ფანჯრებიდან მთაწმინდა ჩანს...
  შემომაღამდა, ხვალ გამოცდა მაქვს და მენერვიულება.
 დამღლელი დღის მიუხედავად მაინც ვგრძნობ ენერგიის მოზღვავებას, რომ წავიდე ალბათ ქვეყნიერების  კიდემდე ვივლი გაუჩერებლად.
  ალბათ ასე იმიტომ ვარ რომ თიტქმის ცარიელ სამკითხველოში ვზივარ და ისეთი სიჩუმეა ჰერმეტულ ფანჯრებში  მანქანების ხმაც კი შემოდის, დახლთან ჩემი საყვარელი  ბიბლიოთეკარი ზის, გარშემო მკრთალი შუქი და წიგნებია... ანუ, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს... იდეალურად.
   ახლა ვიცი, ჩემი მეორე მე, გლდანში, სახლში ზის, ალბათ ისიც სწავლობს, ჩემთან რომ იყოს თან წავიყვანდი, თმაში წვიმის მძივებს ჩავუწნავდი და ვატარებდი, სანამ არ შემევედრებოდა სახლში დავბრუნდეთო, ყველაფერი რისი გაკეთებაც  მდომებია, რაც მიოცნებია მისი მონაწილეობით, ახლა კი ოცნებაში ვარ, მაგრამ თურმე მის გარეშე.
  ხვალ შემოდგომის ბოლო დღეა, ლოგიკურია უნდა წვიმდეს, ხეელს ბოლო ფოთლები დაცვივდეს, სადღაც გაქრეს რომ ქალაქი ზამთრის შესახვედრად მოემზადოს, მერე დაიწყება თოვა და ითოვებს გაზაფხულამდე...
   გავაჭრელე და დამრჩება კერძო სამართალი სასწავლი...