Friday, November 11, 2011

წერილები წარსულიდან



ამ გაზაფხულზე მამაჩემი ბოსტანს რომ ბარავდა აღმოაჩინა ყუთი, წარწერით ”Do Not Open Until 2013" ყუთი გვარიანად იყო შელახული და დანესტიანებული, როგორც კი დავინახე, მაშინვე გამახსენდა ყუთი, რომელიც სამი-ოთხი წლის წინ დავფალი აქ. შიგ ჩავდე წერილები, რომლებიც მანამდე ჩემი თავისთვის მიმიწერია... მე ვწერდი მომავალ მარუს, რომელიც, კაცმა არ იცოდა როგორი ადამიანი იქნებოდა, ვუბრაზდებოდი, ვკიცხავდი, ვეფერებოდი და კიდევ უამრავი ეპითეტით ვამკობდი და მიუხედავად იმისა  2013 წლისთვის რომ იყო განკუთვნილი, გულმა არ მომითმინა და გავხსენი.


ყუთიდან ამოვარდა ნესტის მწველი სუნი და თან მოიყოლა ბავშვობიდან მონაბერი მაისის სიო. პირველივე კონვერტს დავტაცე ხელი და აჩქარებულად გავხსენი. გაურკვევლი გრძნობა დამეუფლა, ისევ მომინდა პატარა ვყოფილიყავი, ცხოვრების მოზაიკა ჯერ ისევ თავისი გზით რომ მიდიოდა და არაფერი მანაღვლებდა.

Wednesday, November 2, 2011

3 ნოემბერი 2011 წელი







  ამ ბოლო დროს სიახლეებზე ბევრი მომდის ლაპარაკი, არადა ბოლო ორი თვეა სულ სხვადასხვანაირია დღები, რაღაც პონტში არ მომწონს ეს, არადა მთელი ცხოვრება ამაზე ვწუწუნებდი და ამას მიველტვოდი, დადებითი მხარე უფრო მეტი აქვს ამას, ვიდრე უარყოფითი, პირველ რიგში, როცა ყველა დღე განსაკუთრებული და გამორჩეულია, გიხარია მზის ამოსვლა, გათენება. მეორეც, უამრავი ახალი მეგობარი მყავს, რომლებთანაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ჯერ–ჯერობით მაინც. ძალიან კარგი ლექტორები მყავს, ჩემთვის უზომოდ ჭკვიანები და უზომოდ განათლებულები. თავის პონტში ყველა მაგარია.ჭკადუა ყველაზე დადებითი განწყობის ლექტორია, ლადარია ყველაზე წყნარი და კონტაქტური, ლიპარიშვილი გიორგი ძალიან საყვარელია, თან ინფორმატიკის ლექტორია და ისეთ რაღაცეებს ვიგებ მისგან, რაც მჭირდება ჩემს ყოველდღიურობაში, ამასთან ერთად ლექსებს წერს, ჰაიკინგი უყვარს და სურათების გადაღება, იმის მიუხედავად ჯერ ახლოს რომ არ ვარ მასთან, მგონია საინტერესო ადამიანია..


  დააა, ჯოხაძე გია, ადამიანი რომელმაც გამაოგნა, დღეს პირველად შემოვიდა ილია ჭავჭავაძეზე ჩაატარა ლექცია და ძალიან მომეწონა, 90% ვიცოდი მისი მონაყოლიდან და მაინც ისე ვუსმენდი თითქოს პირველად გამეგოს, მიდოდა მისი ნალაპარაკევი სულ დამემახსოვრებინა მაგრამ ვერ შევძელი. ერთი რამ, რაც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა, მან თქვა რომ როცა ადამიანი თავის ეგოს დათრგუნავს და მის მაგივრად სხვას ისე შეიყვარებს როგორც საკუთარ თავს, მაშინ ხდება ის ნამდვილი ადამიანი და მაშინ თვლიან სხვები ყველაზე სულელად მსოფლიოში.



არადა ეს რაღაცა ძალიან პირადულია, ძალიან ინტიმური და სხვა ვერაფრით გაიგებს ამას. პირადად მეც, როგორც ყოვლად უცოდინარს ასეთი წარმოდგენა მაქვს სიყვარულზე. მთელი ცხოვრება ტანჯვა–წამებით რომ ელოდო მას, მაინც უნდა იცადო, იმიტომ რომ ცხოვრებაში არსებობს ისეთი წუთები, რომელთა გულისთვისაც ღირს თავის და წლების  გაწირვა.




როგორც ნუცამ თქვა, ის ქალაქი უნდა გიყვარდეს, სადაც კარგად გრძნობ თავსო. მე ვთვლი რომ თბილისში ბედნიერი ვარ, იმის მიუხედავად გიუნეს სულ რომ ვერ ვნახულობ და ძალიან რომ მაკლია, ბოლოს და ბოლოს მისით ხომ არ შემოიფარგლება ჩემი ცხოვრება, შევეგუე კიდეც ამას და აღარც ვცდილობ თავი გავაბეზრო.



სამყარო შეიცვალა, მარტო შავ–თეთრი აღარ არის, ფერადდება. მომწონს მე ასეთიც. გიორგის რომ გაეგო ალბათ იტყოდა ჩემი წვლილი შევიტანე შენშო, მაგრამ არანაირად არ ეხება  მას ჩემი ასეთი ცვლილება. ყველაფერი ახალი გარემოს დამსახურებაა და ბიბლიოთეკის, სადაც ყველაფერი მავიწყდება წიგნების გარდა.დღე არ გავა, საჯაროში ერთი საათით მაინც რომ არ შევირბინო, სანამ ვკითხულობ დრო დაბარებულივით გარბის, მარტო რომ ვცხოვრობდე გვიანობამდე დავრჩებოდი ხოლმე იქ...
  ფსიქოლოგიურ ლიტერატურაზე გადავედი, ნიცშე და  უზნაძე მაქვს გამოწერილი, რადგანაც შეუჩვეველი ვარ მიჭირს მათი გააზრება, მაგრამ მთავარია რაღაცას ჩვწვდე ჩავეჭიდო და მერე ყველაფერი ნათელი ხდება ჩემთვის. როცა მგონია ნახევარი საათია გასული დავხედავ და უკვე ცხრა საათია Time to back home!
  
    როგორც ამნჩნევთ დამეწყო ისევ ჩემს ირეალურ სამყაროში გადასახლებები, სტატუს–ქვოს ვუბრუნდები ისევ, უკვე აღარ ვიცი რამდენად ცუდი ან კარგია ეს, მე ამ სამყაროში თავს კარგად ვგრძნობ, მეტიც, უიმისიოდ ვერ ვძლებ, ჩემი ეგო იქ ცხოვრობს და ბედნიერია, მე კი... რა ვთქვა, ხანდახან მიქრება კიდეც ეს გრძნობა,მართალია იმითი ბედნიერი ვარ რომ გავხდი სტუდენტი, რომ ვცხოვრობ რადიკალურად განსხვავებულ ქალაქში ვიდრე ხაშურია რომ, მყავს ისეთი კარგი მეგობრები როგორებიც ნუცა, ბაჩო, ნასრა და გიორგი არიან, რომ შევიძინე ისეთები როგორებიც  თორნიკე, მარიამი, სერგო და ირაკლი არიან. ბედნიერი ვარ იმით რომ მითენდება ყოველი ახალი დღე, რომელიც საშუალებას მაძლევს მაქსიმალურად გამოვიყენო24 საათი ახალი გამოცდილების მისაღებად, ვისწავლო რარაც ახალი, შევიძინო ახალი შეგრძნებები. ვიგრძენი პირველი, უდიდესი იმედგაცრუება, უახლოესი ადამიანისგან და ეხლა ვხვდები ესეც საჭირო იყო, რომ ჩემი ფორმირება ადამიანად ახალ სტადიაში გადასულიყო, თუმცა ამან, გარკვეული დროის განმავლობაში ბანქოთი აშენებულ სახლად მაქცია, დანგრევამდე ქარის ერთი წამოქროლება რომ აკლდა, ერთი ნაბიჯი რომ აშორებდა უფსკრულამდე. აი, მართლა ძალიან ვიყავი დათრგუნული ამ ამბით, ლამის დეპრესიამდე მივედი, მაგრამ, ერთ–ერთი ღამეული საუბრის დროს ჩემს ეგოსთან, მივხვდი სხვებიც რომ არსებობენ, ვისთვისაც ღირს კარგ ხასიათზე დგომა.




იმ დღეს, საბა ბითაძე ვნახე. ჩემი ბულიკა! რომ ჩავეხუტე, მაშნ მივხვდი, რომ უზომოდ მომნატრებია, ჩემი ყველაზე მხიარული ადამიანი, ყველაზე კაცი და ყველაზე ჭკვიანი, ძალიან მომნატრებია მასთან გატარებული საათები ( და კიდე ხუთ კაცთან) ძალიან ბევრს რომ ვხვუმრობდით და ვხმაურობდით, ჩემი ცხოვრების წინა ეტაპი რომ დამთავრდა, იმას გაყვა უკან ეგ საათები, ეხლა ჯერი ჩვენზე, ისევ შევინარჩუნებთ თუ არა აწინდელ ურთიერთობას...








                                                                              /მარუ კილაძე/