Friday, November 11, 2011

წერილები წარსულიდან



ამ გაზაფხულზე მამაჩემი ბოსტანს რომ ბარავდა აღმოაჩინა ყუთი, წარწერით ”Do Not Open Until 2013" ყუთი გვარიანად იყო შელახული და დანესტიანებული, როგორც კი დავინახე, მაშინვე გამახსენდა ყუთი, რომელიც სამი-ოთხი წლის წინ დავფალი აქ. შიგ ჩავდე წერილები, რომლებიც მანამდე ჩემი თავისთვის მიმიწერია... მე ვწერდი მომავალ მარუს, რომელიც, კაცმა არ იცოდა როგორი ადამიანი იქნებოდა, ვუბრაზდებოდი, ვკიცხავდი, ვეფერებოდი და კიდევ უამრავი ეპითეტით ვამკობდი და მიუხედავად იმისა  2013 წლისთვის რომ იყო განკუთვნილი, გულმა არ მომითმინა და გავხსენი.


ყუთიდან ამოვარდა ნესტის მწველი სუნი და თან მოიყოლა ბავშვობიდან მონაბერი მაისის სიო. პირველივე კონვერტს დავტაცე ხელი და აჩქარებულად გავხსენი. გაურკვევლი გრძნობა დამეუფლა, ისევ მომინდა პატარა ვყოფილიყავი, ცხოვრების მოზაიკა ჯერ ისევ თავისი გზით რომ მიდიოდა და არაფერი მანაღვლებდა.


”მარიამს. 2004 აპრილი
გამარჯობა მარიკა! ეს სახელი ახლა მაღიზიანებს, არ ვიცი ჯაბამ და სოფომ  საიდან მოიგონეს, მაგრამ მე სულს მიხუთავს, ეხლაც იმიტომ დავწერე რომ შენ გაგაღიზიანო.
მე ეხლა ხაშურში ვცხოვრობ, 10 წლის ვარ და მე-5 კლასს ვამთავრებ. გუშინ მოვიფიქრე შენთვის ჩემი თავისთვის მომეწერა. გიული მასწავლებელმა თქვა, არავინ იცის როგორები ვიქნებით 5-10 წლის მერეო, ხოდა ამან დამაინტერესა, მე არ ვიცი ახლა როგორი ხარ, გათხოვდი თუ არა, იქნებ შვილიც გყავს უკვე, რიჟა, ჩემნაირი. ან, იქნებ ამ ჭკუაზე ხარ ისევ და ბიჭებში ”წრეში-ბურთის” პარტნიორის მეტს ვერავის ხედავ.

 მე სწავლა ძალიან შემიყვარდა, განსაკუთრებით წიგნების კითხვა, გიული მასწავლებელმა მითხრა ძალიან ჭკვიანი გოგო ხარო, გამიხარდა, დედიკოს და თავის თანამშრომლებს სიამაყით ვუთხარი, ბედნიერი ვიყავი დედას რომ გაუხარდა.

დედიკოს და მამიკოს არ ჯერათ რომ გაკვეთილებს მალე ვსწავლობ, დამიჯდებიან და მამოწმებენ, ყველაფერს რომ მოვუყვები უხარიათ, მაგრამ მაინც ნმეუბნევიან კიდე წაიკითხეო, ვე ვიბუტები და გაუტავებლად ვზუზუნებ.

სულ ეს იყო, მე მინდოდა, ჩემი თავი შემეხსენებინა, ახლა მალე გავალ გარეთ, გოგოებს ქოხში შეხვედრა გვაქვს, უნდა ვითამაშოთ.
 აბა ჰე!”


ბავშვობა ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო ჩემთვის, მთლად არც ახლა ვთვლი თავს დიდად, მაგრამ გარეგნობა თავისას შვება.
როცა ახალშედგმული მქონდა ბავშვობაში ფეხი, მიხაროდა სკოლაში სიარული, რადგან ვიცოდი ჩემი მერხის მეზობელი “შოთიკო” მელოდებოდა, უკან ჩემი საუკეთესო მეგობარი ნუცა იჯდებოდა და ორივე მოუთმენლად დაველოდებოდით ზარის სანუკვარ ხმას, რომელიც დანარჩენ 17 ბავშვთან ერთად ეზოსკენ გვიბიძგებდა, იქ “მთელ მსოფლიოში საუკეთესო გასართობები” გველოდა, რკინის სკამი ე.წ. “ჩამოგდება”-ს სათამაშოდ, ცალი ფეხბურთის კარი და გირჩები- “საუკეთესო ბურთები” … ასე გრძელდებოდა მე-5 კლასამდე, სანამ 1 სექტემბერს ჩემი კლასელი ხატია პომადით და Panasonic-ის  მწვანეეკრანიანი, მოცუცნული ტელეფონით არ გამოგვეცხადა. კლასი ნელა გადავიდა “მის მხარეს”  და მეც მარტო ვრჩებოდი ბიჭებისკენ, ანუ ჩემი კლასლები ნამდვილ ბავშვობას ემშვიდობებოდნენ! ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ბიჭი, სახელად- გიგა!...

“მარიშკა!
ყურადღება მომაქციე თუ შეიძლება!
გიული გეტყოდა ასე, თუ არ მოუსმენდი და დაგინახავდა.
·         ჩვენი სკოლა წელს გაარემონტეს;
·         წელს მე-8 კლასში გადავედი;
·         წელს ახალ კლასში გადაგვასახლეს;
·         წელს გიგა გადმოვიდა ჩვენს სკოლაში;
·         წელს მივხვდი ცხოვრებაში პირველად მომეწონა ბიჭი;
·         წელს პირველად ჩემი ფავორიტი ბენდი გავიჩინე, რომლის ერთ-ერთ წევრზე მეკეტება….
წელს ჩემში სასტიკი გარდატეხა მოხდა, პირველ რიგში დაშალეს ჩემი ბავშვობის ხუხულა “ქოხი”. წესით უნდა მწყენოდა, მაგრამ არც მე, არც სოფოს და არც ნინოს არანაირი სინანულის გრძნობა არ გაგვჩენია. ამან გარკვეული ეტაპი დაამთავრა ჩვენში. ეგეც არ იყოს ორი გოგო დაგვემატა,ისინი ქუჩის თავში ცხოვრობენ და დაქალები ვართ ფაქტიურად. სასაუბრო თემებიც სულ სხვანაირი გვაქვს, ბიჭებზე ან სხვა სისულელეებზე ვლაპარაკობთ, მაინცდამაინც არ მომწონს ეს უაზრო საუბრები და ხშირად  ვჩუმდები, განსაკუთრებით მას მერე, რაც წამომცდა გიგა მომწონს მეთქი.
ამ უკანასკნელს ვერაფერ სახელს ვერ ვარქმევ, ანუ იმ გრძნობას მასთან რომ მაკავშირებს, თავს ვიკავებ სიყვარული რომ დავარქვა, იმიტომ რომ მიტყდება, თან მეშინია. ფაქტი ერთია, როცა მას ვხედავ ტახიკარდია მეწყება, არაფერი მესმის და ვერაფერს ვხედავ მის გარდა.
კიდე ერთი რაღაც მოხდა. პირველად რომანივით რაღაცა წავიკითხე. “მატილდა” და მან საკმაოდ მომხიბლა. ამომივიდა ყელში დეტექტივები. მესმის, კარგია, დაკვირვების უნარს გამოიმუშავებ და ა.შ. მაგრამ მომბეზრდა, თან აზრი არ აქვს კითხვას, როცა უკვე იცი წიგნის ბოლოში რაც ხდება.
ჯერ-ჯერობით ეს იყო. მე შენ თავი შეგახსენე.
                                                               2006”

გიგა პირველი ნათელი წერტილი იყო ჩემს “ქალურ ცხოვრებაში” და ამავე დროს პირველი ნაბიჯი გაზრდისაკენ. ბიჭი რომელიც მთელი ორი წელი გონებას მიფანტავდა, ეხლა თუ არ დავინახე ისე არც გამახსენდება, ის ჩემთვის პირველი გაუმხელელი და გაუცნობიერებელი სიყვარული იყო, თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს, რადგან ყოველთვის თავგამოდებით ვამტკიცებ აზრზე არ ვარ რა არის სიყვარული, რადგან არც გამომიცდია მეთქი.
ამას წინათ შემთხვევით შევხვდი გიგას მატარებელში, რომ დავინახე უცნაური გრძნობა დამეუფლა, ბედნიერების გრძნობა, თითქოს ბავშვობაში ვბრუნდებოდი. სიმართლე გითხრათ თავის დროზე არც მე გამოვიჩინე მისადმი ჯეროვანი ინტერესი, რადგან მე სულ ცოტა, 2 საათი მასთან ინგლისურის გაკვეთილზე გატარებული დრო და მისი სუნიც მყოფნიდა, რადგან ცხოვრებისგან არ მოვითხოვდი არაფერს, ვფიქრობდი იმის ღირსიც არ ვიყავი რაც მქონდა, ამასობაში მან სკოლა დაამთავრა და დამრჩა გვერდზე გიგაც და ჩემი ინფანტილიზმიც.

“მარუ
მე ბანაკში ვარ, ღამეა, ჩემს ოთახის მეზობელს ძინავს და მე, რატომღაც მომინდა შენთვის მომეწერა. ორი კვირა დამრჩა აქ ყოფნის და უკვე ვხვდები, როგორი ძნელი იქნება აქაურობის დატოვება.  ჩემი პატარა ცხოვრება მოვიწყვე უკვე, მეგობრები გავიჩინე, რამოდენიმე სიმპატიური ბიჭიც გვყავს, რომლებთანაც მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და ამით ვამაყობ, კიდევ უარესი ვტრაბახობ. არა, მე მართლა ძალიან მოხარული ვარ იმით რომ მათ გუნდში ვარ.
ეგეც არ იყოს ახალი ეტაპი დაიწყო ჩემთვის, ეს ბანაკი არის ადგილი, სადაც ჩემი ნიჭი ცოტათი მაინც დააფასეს, ისე მეპყრობიან როგორც დიდს, ჩემს აზრებს ითვალისწინებენ. ერთი სიტყვით სრულიად ახალი და მომხიბვლელი გარემოა ეს ჩემთვის.
არის ერთი ვიღაცა- გიორგი ქვია, თბილისელია, ისიც ერთ-ერთია იმათგან ვინც სიმპატიურები და ხშირადმოთხოვნადები არიან,, ასევე ის ვისთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს.
ძალიან კარგი ბიჭია გიო, ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით. პირადად მე ძალიან მხიბლავს მისი თავდაჭერილი ქცევა, სერიოზული საუბარი, თუმცა ამითი იმას არ ვამბობ რომ იუმორის გრძნობა არ აქვს. სასადილოში ჩემს წინ ზის, ამითაც მოხარული ვარ. ხშირად ვერ ვუბედავ სახეში შეხედავს, მაგრამ როცა ეს ხდება ყოველ ჯერზე ახალ, კარგ რაღაცას აღმოვაჩენ ხოლმე მასში. ამ ყველაფრის მიუხედავად მე მაინც მშურს იმ გოგოების, რომლებიც მას კუდში დაყვებიან, მე ამდენი სიმამაცე არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ამ კვირეების გასვლის შემდეგ არც ერთ მათგანთან არ გააგრძელებს სერიოზულ ურთიერთობას არც ექსე და არცდანარჩენი ორი გიო… 2009 ივლისი”






"2009 წელი, ნოემბერი
რა ძნელია დაწყება, კაი ხანია ვფიქრობ რით დავიწყო მეთქი და აი, დაწყებით ვიწყებ.


Hi, მე ეხლა მარუ მქვია. არ ვიცი სადამდე გამყვება ეს სახელი, მაგრამ მომწონს. ბანაკიდან მოყოლებული ასე მეძახიან, პირველად ვინ დამიძახა არ მახსოვს, მაგრამ კაი ქნა რომ დამიძახა.


გიორგი გერმანიაშია, გაცვლითი პროგრამით, ძალიან, ძალიან, ძალიან მენატრება, ხშირად მისი გულისთვის შუაღამემდე ვრჩები სკაიპში, ვწერ, ვწერ და ბოლოს ვხვდები რომ კლავიატურაზე მძინავს. იანვრამდე იქ იქნება, მერე ჩამოვა, თავისი დაბადების დღისთვის. გიოს ძალიან მივეჩვიე, ჩემი მეგობარი გახდა, ბევრ რაღაცას ვუყვები მას და ისიც, მერე ვცდილობთ ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.


ამ ურთიერთობამ გიგაც გადამავიწყა, ყოველთვის ვცდილობ არ შევამჩნიო, მაშინაც როცა ინგლისურზე ცხვირწინ მიზის. სიმართლე რომ ვთქვა, მთელი ამ მოქმედებების არსი სრული ნონსესია, იმიტომ რომ საერთოდაც არ მიყვარს იგი, დრო გავა და სულაც დამავიწყდება და იმასაც ვფიქრობ აკვიატებული იმიტომ მყავს, რომ დროის გაყვანის და გართობის მიზეზია ის ჩემთვის. გიგა რომ არ იყოს სკოლიდან სახლამდე და დაწოლიდან დაძინებამდე დროს ვერ გავიყვანდი, ვერ ვიპოვიდი მიზეზს წერისთვის და ა.შ.


ცოტაც და სკოლას  დავამთავრებ. სერიოზულად მეშინია, იმიტო რომ იძახიან ორმაგი გამოცდები იქნებაო, მომავალ წელს ალბათ უამრავ მასწავლებელთან მომიწევს სიარული, იმიტომ რომ ტექნიკურებში "ვაფშე ბუმ-ბუმ" ვარ... შენ ალბათ უკვე იცი ჩავაბარე თუ ან გავხდი თუ არა პროკურორი... ეჰ, ბედნიერი ხარ!

ხო, რაც მთავარია... მომწერე როცა ამათ ნახავ... კარგი იქნება აღმოაჩინო განსხვავებები ჩვენს შორის... რამდენი რამე შეიცვლებოდა წარმომიდგენია... და უამრავ შეცდომებს დავუშვებდით ესეც კარგად ვიცი... იქნებ ოცნება ამისრულდა კარგი ქმარი, კარგი ოჯახი და სამსახური გაქვს... ან იქნებ დაყიალობ ქვეყნიერებაზე კენტად და "სიისაითების" ნახვით გულს ჯერობ... ინგლისშიც მოხვდებოდი.. წარმომიდგენია რა ბედნიერი იქნებოდი ბიგ ბენის წინ რომ დადგებოდი...  მე კიდევ ჯერ ისევ აქ ვზივარ და სულაც ვერ გავცდენივარ ხაშურის მიდამოებს...
 საუკეთესო სურვილებით მარუ"






ახლა ჩემი ჯერია...!

მარუ კილაძე მარუ კილაძეს 2011
გამარჯობა მარუ... ვიცი რომ რჩევა-დარიგებები მიანცდამაინც არ გიყვარს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა უბრალოდ უნდა დაჯდე და ჩემი წერილი იკითხო.
პირველ რიგში თავი უნდა გაანებო  გიგაზე ფიქრს, იცი რატო? იმ წლების განმავლობაში რაც მის გვერდით უნდა გაატარო, წესიერ გამარჯობასაც კი არ გაღირსებს... როგორც შორიდან ვატყობ ძაან ჩაკეტილი ბიჭია და მას მერე რაც მამა მოუკვდება უფრო ჩაიკეტება...
ბიჭები დაიკიდე ფეხებზე, რიჩიც და ყველა დანარჩენიც, მალე მოგბეზრდება ყველა და 18 წლამდე მაინც არავინ შეგიყვბარდება, მე ისიც არ ვიცი ახლანდელი "გატაცება" რამდნად სერიოზულია....
არ გაბედო და 2010 წლის 23 თებერვალს ხელები არ დაისერო... მართალია მიხდება და ისევ მომწონს, მაგრამ ხალხი რომ დაგისვამს შეკითხვებს : რაზე ფიქრობდი? თავს იკლავდი?  უაზროდ აიწურები და პასუხს ვერ გასცემ... იმიტო რომ მაშინ მართლა არაფერზე ფიქრობდი...
აღარ გაბედო და მშობლებს არ აუჯანყდე რაც არ უნდა იბრძოლო 18 წლის ასაკში ისევ 10 საათზე შინ დაბრუნებას მოგთხოვენ, მაგრამ სინდისის გრძნობა იმდენად გექნება გამომუშავებული უფრო გვიან დაბრუნების უფლებას საკუთარ თავსაც არ მისცემ... არ გექნება ჩემს ასაკში La Dolce Vita და მოეშვი მაგაზე ოცნებას...

კითხვას არ მოეშვა, იკითხე, იკითხე და უცხო ენა ისწავლე რაც შეიძლება ბევრი...

და დეპრესიებს მოეშვი, რადგან რასაც ის მოგიტანს  მაგის შედეგებს ახლა მე ვიმკი...

მე ახლა მიყვარს ზეითუნის ზეთში მოხრაკული წითელი წიწაკის სუნი, გარინდებულ ქალაქში ფარდასავით დაშვებული თოვა, ავტობუსის ფანჯარაში ბავშვის მომღიმარი სახის დანახვა, სიჩუმე, ფიქრი და მოთმინება. საკუთარი თავის არ მჯერა, მაგრამ მაინც არ ვაქცევ ყურადღებას რას ამბობენ ჩემზე. მე მე ვარ, მარუ ჩემი საკუთარი ამბიციებით და საკუთარი სამყაროთი...

გიო ისევ ჩემი მეგობარია.. უფრო სწორად (ჩემთვის) გიუნე... მაგრამ რაც თბილისში ვარ ანუ უკვე სამი თვეა, სულ ორჯერ ვნახე... რაღაცნაირად ვარ როცა ვიცი სადღაც ახლოს დადის და მე ვერ ვხედავ... ვბრაზდები ხშირად მასზე, ხანდახან იმასაც ვფიქრობ რომ სულ არ ვაინტერესებ, მაგრამ მერე თვალს მოვკრავ და ყველა ძველი  ფიქრი უცებ მეფანტება სიგიჟემდე მომენატრა მასთან ერთად დაჯდომა და საუბარი... რაც ყველაზე სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს) გიომ მითხრა გამოცდების დამთავრებამდე მოიცადე და მერე ”გნახავ კარგადო”. ეს რომ მომწერა სისხლი მომაწვა მაშმაგებით ვენებში და კინაღამ ავფეთქდი... მერე დავწყნარდი ვულკანივით... ასე სადამდე გავძლებ არ ვიცი, მაგრამ გაუსაძლისობას რომ გადააჭარბა ამ მდგომარეობამ ვხვდები...


                                                                                               მარუ 2011”

3 comments:

  1. hey maru vici rom margad xar egrec unda iyos mec kargad moklet mominda shetyobineba dametova shentvis :)) sheni blogi wavikitxe am wutas da wakitxulidan gamouwveul emociam mibidzga moweriken ..... kargi iyo sainteresoa imit rom xvdebi am blogis avtoric isetevie saintereso adamiania rogorc blogi da upro metadac ki ubralod grma adamiani xar KARGIA KARGI )) (mokitxva nianusgan gulit)

    ReplyDelete
  2. genacvalle nine.. miyvarxar dzalian da didi madloba rom mogewona da chemze rom ase fiqrob

    ReplyDelete
  3. maruam... dzalian kargad ici wera chemo maruam da ar gabedo mag nichis dakargva, da mere rom mokvdebi ityvian "is mainc arsebobda" :D miyvarxar dzalian da ar gegonos rom ar vkitxulob

    ReplyDelete