Thursday, February 21, 2013

შიზოფრენია

               "გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწევაო"
  ასეა, ყველაფერი ცუდი ერთმანეთის მიჯრით უნდა მოხდეს, მეც ჩემს სულში სიმშვიდეს და სიწყნარეს არ ვუშვებ... ალბათ მათ ვუფრთხილდები, გზას ვერ გაიკვლევენ წლობით ერთმანეთში გადახლართულ ჯაგნარში რომელის ყველაზე ბნელი კუთხეებიდან დღის სინათლეზეც გამოვიდნენ...
   ქიმერები, რომლებიც  ამ კარგა ხნის შეუკრეჭავ ლაბირენთებში იყვნენ დაკარგულები  ზედაპირისკენ მოცურავენ, ვიკარგები მათში, ისევ ვუყვარვარ, თავს მევლებიან... მე ხომ ამდენი დრო მაქვს მათთან გატარებული, მერე კი მივაგდე, დავივიწყე მე ხომ სამყარო ნათელი და ბედნიერი მეგონა, სულ ცოტა ხანს... ახლა ისევ უნდა მივხედო ჩემს ინგლისურ ბაღს, უნდა გავასუფთაო, ხელები მიწით დავისვარო, ოფლი დავღვარო, მერე დავდგე და ისევ კვირებით ჩავიკარგო მათში...
   ამიტომაც ვდგავარ  მე, სულით შიშველი, გონებადაბნელებული და გზა არეული ზღვარზე, რომლის იქით დიიიდი, დიიიდი გზა იწყება ბნელით მოცულ უფსკრულს წვერისკენ მიყვება და იმის იქით.... იმის იქით  შიზოფრენიაა!