Thursday, February 24, 2011

Welcome to the Tea Party


მობრძანდით!

დაბრძანდით!

ნუცა, მარცხნივ პირველივე სკამზე შენი ადგილია.

ლაშუკა შენ ნუცის გვერდით დაჯექი, ხო იცი მემეტები მისთვის, მაგრამ ყველაფერი ისე არაა როგორც მე მინდა.

ელენიკო, კუსკუსა, შენ აქ ვინ მოგიყვანა... მარტო მოხვედი? შენთვისაც არის პატარა სკამი...

გოდოთ, არ მეგონა თუ მოხვიდოდი, გამიხარდა.

მისტერ, მისტერ ექსეულიძე მაგიდის თავში დაბრძანდით დარბაისელო ბატონო და მოგვახსენეთ თქვენი აზრი დღევანდელ დღეზე.

კიდევ რამდენი მოდიან, კლასელები, მეგობრები, ვა, საჯო შენც აქ ხარ?!

ლანჩუკა, ნინჩი, სოფო.. იცით დღეს თამუნა ვნახე, და მისმა ახალმა სტილმა გამაოცა...

ბაჩუკი, შენ ჩაი თუ გიყვარდა არც ვიცოდი, მომეჭრა თავი, ყველაზე მაღალ ადგილას დაჯექი კარგად რომ დაგინახო და რამეს ნიტოდ თუ ვიტყვი დამიბრიალე ხოლმე თავლები.

წყლიანი კარდალა ისევ ნაჭაზე კიდია და ადუღებულია წყალი. 
ვის რისი არომატით გინდათ ჩაი?

ნუცა შენ გურიელი ხო? ვიცი, ვიცი, მეც იმას მახსენებს რასაც შენ გაგუდვამდე ჩაკბეჩილ ლობიანს და პარალელკლასელი გოგოების შემოტევებს გაყინულ კაფეში.

ლაშ, როგორც ყოველთვის?!

საჯოს უკითხავად ვუსხამ ინგლისურ ჩაის.

ექსე კი ვიცი ჩაისთან მწყრალად რომ ხარ, მაგრამ მაინც გკითხავ: ჩაის ხომ არ ინებებდით უფალო გიორგი?


გოდოთ, გირჩევ ცაცხვის ჩაის, დაგამშვიდებს და  გაგიფანტავს ყველანაირ დაძაბულობას, გადაწყვეტილებას უფრო ადვილად მიიღებ, ცხოვრება მშვენიერია, წერა კიდევ უფრო მშვენიერი, იმიტო რომ ამ მშვენიერ სამყაროს აღწერს.

ელენიკო შენი ჩაი ცხელია ბუთქუნ, წყალში ჩავდებ და გაცივდება....

უი, ლან შენ ისევ გაცივებული ხარ? მალინიანი დალიე და მერე კარგად გაეხვიე საბანში...

ვიცოდი, ვიცოდი, ნინჩო ისე რომ არ მოისვენებდა ჩემთვის ეს კითხვა დესვა. ჩაი ფართი იმიტო, რომ იმიტო... ძალიან მიყვარს ჩაი და იმიტომ... მოგიყვები, მოგიყვები...

ხალხო მე ვიწყებ! გსიამოვნებთ ეს თუ არა...

ჩინელებმა ჩინეთიდან ჩაი ჩამოიტანეს...
მე მამაჩემმა გამომიგზავნა საბერძნეთიდან მსუქანი, შოკოლადის კარაქით გატენილი კრუასანები და რისტონის დასაყენებელი ჩაის ორი კოლოფი. ჭკუაზე აღარ ვიყავი, ისე გამიხარდა, უფრო კრუასანები, იმიტო რომ ჩაის დიდად არ ვეტრფოდი, იმხნად დავდიოდი ბაღში და გვასმევდნენ პატენტ “Golden Lion"-ს რომელსაც საშინელი გემო ქონდა, მითუმეტეს თუ ზედ ძველ პურზე წასმულ ერთ გრამ კარაქს და ჭანჭურის ჯემს ვაყოლებდით, მქონდა ჩემი ლურჯი, გამჭირვალე, პლასტმასის ჭიქა, ჩემი დავარქვი, თორემ კაცმა არ იცის მანამდე რამდენი ბავშვის პირი ქონდა მონადირებული...
ხოდა ერთ დღესაც დედაჩემმა რომ მითხრა ჩაი მიაყოლე თორემ ისე არ გაჭმევო „დამცხა“... მაგრამ მუცლი ოხერია და მეც დამიდგეს პირთამდე გავსებული დიდი თეთრი ფინჯანი, რომელსაც კომშები ეხატა გარედან. ცოტა არ იყოს და სურნელმა მომხიბლა, ნელ-ნელა შევეპარე და ბებიაჩემი შაქრის ჩასაყრელად რომ დაბრუნდა სამზარეულოდან ცარიელი ჭიქა დავახვდრე, გაოცებულმა ქალმა მაგიდის ქვეშ შეიხედა ძირს ხო არ დააქციაო. მაგრამ არა, მთლიანად დავლიე, თანაც უშაქრო, დღესაც მახსოვს მისი მომწარო გემო, რომელმაც ჩაი შემაყვარა (ოღონდ ბაღში მაინც არ ვსვავდი)
მერე, მეშვიდე თუ მეექვსე კლასში ჩემი პირველი ნათლობა მოხდა ჩაიში, ხელი წავკარი და ადუღებული სითხე ფეხზე გადავიქციე, მეორე დღეს რაღაც საშინელი სუნი ამდიოდა მაზების, ზეთის, კბილის პასტის, ტომატის... და აღარ ვსვავდი ჩაის...

ელენიკო შენი ჩაი გაცივდებოდა... მიდი აიღე..

ელენიკო მარუია მამიდას ემგვანება უკვე ჩაი გაგიჟებით უყვარს სვავს ყოველთვის როცა ძინავს და როცა ღვიძავს, რომ გაიღვიძებს პირველი სიტყვები იცით რა არის მისი? „პიტნის ჩაი ნემი ნამაზი ბოთლი მინდა“ აბა არ გაუკეთო, რომ შეეკითხები რატო გიყვარსო იღიმება და მხრებს იჩეჩავს

ბაქსვუდში რომ ვიყავი.. უი, არაა, არც იქ არ დამილევია ჩაი, თუმცა ირმა მასწავლებელმა რაღაც გავლენა მოახდინა ჩემზე... მგონი კარგადაც ვიქცეოდი რომ არ ვსვამდი, იმიტომ რომ ბოლო დღეს, ზაზამ მგონი, თავის ჭიქაში ჩაიდანი რომ ჩაიცალა, სავსე იყო ლამისებრი სითხით... საშინელება იყო...
თუმცა მას მერე, ჩაი და მე ერთი ჩორტი ვართ. დღეში რამოდენიმეჯერმე ვსვავ და თითქმის ყველანაირს ასკილის, ცაცხვის, პიტნის, კაქტუსის, მოცვის, ჟოლოს, რძიანს... მაგრამ იშვიათად ულიმონოდ. ლიმონი განსაკუთრებულ გემოს აძლევს , თავის სიმჟავეს და ძალიან მაგარია, არ მიყვარს მაინც ტკბილი ჩაი...

ნასრა! ცოტა ხო არ დაგაგვიანდა? ახლახანს ბანაკზე ვლაპარაკობდი. აი, შენი ჩაი... ტკბილია? აბა რა იქნება 14 კოვზი ჩავყარე...
მე და ნასრას ბევრჯერ გვქონია „ჩაი ფიესტა“ - ვირტუალური, გიო ყოველთვის მსაყვედურობდა, ძუნწი ხარ ცოტა შაქარს მიყრიო და მაგიტომ ჩავყარე ეხლა 14 კოვზი.

ნუცამ ყოველთვის იცის როგორ გამიტყუოს თავისთან: მარ ახალი ჩაი მაქვს და ლიმონი, გამოდი და დაგალევინებ. და მეც ჩემი რვეულით თავით ვარჭივარ იქ. ისე ნუცა, შენც ძალიან მიეჩვიე ჩაის სმას ხომ იცი...ცოტაც და გალოთდები.


ახლა დავიწყე ჩაის ეტიკეტების გროვება.... რაიმე უცხოს თუ გადააწყდებით ჩემსკენ გამოუშვით.
 მაშ ასე... Bon Appetit mon ami და კერილის - Tea party-ს მოუსმინეთ

3 comments:

  1. ეს რა გაიხსენე :))) 14 კოვზი :)) მაგრად გამაცინე :)) კარგი გოგო ხარ, გამოსწორების გზაზე დამდგარხრ, მალე ავალთ საიუბილეო 20 კოვზამდე :)))

    ReplyDelete
  2. ნასრაააა...! თუ ასე გაგრძელდა ინფლაცია სულ აღარ ჩაგიყრი შაქარს მურაბაც დაატკბობს

    ReplyDelete