Wednesday, February 23, 2011

ცოტ-ცოტა ყველაფერზე

რა ძნელია დაწყება. კაი ხანია ვფიქრობ რითი დავიწყო და აი თვით დაწყებით დავიწყე. ძნელია დაწყება თვით სიცოცხლისაც კი...
ვიწყებ!
ნელ-ნელა გადავეჩვიე კომპიუტერს, მარტო საღამოობით ვჯდები, ისიც მარტო იმიტო რომ ქალაქს მოვუარო. ექსეზე კაი ხანია აღარ ვარ დამოკიდებული, (კაი ხანი ჩემთვის რამოდენიმე დღეა) ცოტა არ იყოს მომბეზრდა უპასუხო მესიჯები. მგონია თავს ვაბეზრებ ჩემი "ჩრიტინით" იმიტო რომ მარტო მე ვყვები ხოლმე რაღაცეებს... ანუ, ისე გამოდის მარტო Cityville-სთვის შევდივარ FB-ში. ვფიქრობ, ესეც მალე მომბეზრდება და ჩემ თავს სულაც ავუკრძალავ კომპიუტერტან მიკარებას, მაგრამ ბლოგის გარეშე რა ვქნა?! ეს საჭირბოროტო კითხვაა და უნდა დავფიქრდე ცოტა ხანს
     ჩემ ცხოვრებაში ახალი არაფერი ხდება, არა კი ხდება მაგრამ ჩემთვის არაფერია საინტერესო. მივალ სკოლაში, ვზივარ მერხთან (დასვენებებზეც), ერთნაირი სახით ვუსმენ ყველა მასწავლებელს, მერე მოვდივარ პირდაპირ სახლში და დარჩენილ დროს ვატარებ წიგნებთან და რვეულებთან. აპათია მომეძალა, აღარ მინდა აღარაფრის კეთება, არსად წასვლა, სულ სახლში მინდა პენსიონერივით, იქნებ იმიტოც ნუცანცარას წოლითი რეჟიმი რომ აქვს და ისიც სახლშია?! ხო, ალბათ.
   თუმცა წინა კვირებისგან განსხვავებით ეს დატვირთული იყო ემოციურადაც და ფიზიკურადაც, ჯერ იყო და ახალი "ალეკო" მოგვივიდა სკოლაში. მერე, ჩემს კლასელს მამა დაეღუპა და ძალიან განვიცადე, მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად დიდად არ მეტყობოდა, არ შემიძლია სხვების დასანახად ძალით ტირილი, ბებიაჩემის გასვენებაზე რომ მეუბნეოდა ჩემი "ბაბოდა" 300 კაცის წინ -იტირე მაირიამ,  იტირეო.- მოვკვდი სირცხვილით არ მეტირებოდა და... მე ჩემ პონტში ბალიშში თავჩარგულმა გამოვიტირე ბებიაჩემიც, მამუკა ბიძიაც და დანარჩენი ჩემი ახლობლებიც. მარის მამის სამძიმარზეც ვიტირე მეორედ და მერე ვეღარ...

  ნუცას გაეხსნა ნაკერები და ორშაბათს სასწრაფო წესით წავიყვანეთ თბილისში. მართალი ვთქვა ვერც ნუცასადმი გამოვხატე რამე სიბრალულისმაგვარი და მრცხვენია. იმასაც ძალიან განვიცდი ამდენი გაცდენა რომ მოუწია და სწავლას რომ ჩამორჩა.
    მომიწია ინგლისურის მომზადებაზე გვიანობით წასვლა, რის გამოც მამაჩემი დროზე ვერ წავიდა სოფელში და ისეთი თვალებით მიყურებდა აშკარად მე მადანაშაულებდა, რა ჩემი ბრალი იყო, მე ვუთხარი მარტოც ამოვალ მეთქი და მან დაიჟინა მე უნდა წამოგიყვანოო. ქუჩებში ღამის 10 საათზე დავსეირნობდი და ძალიან მაგარი გრძნობა იყო, რაღაც დამოუკიდებლობისმაგვარი და მომეწონა.
     სახლშიც არაა გადასარევი სიტუაცია, პრობლემებია როგორც ყოველთვის...
   ალბათ ამიტო გავხდი აგრესიული, მარტო დღეს ორჯერ ვიკამათე სკოლაში
1. ნუციმ ოპერაცია გაიკეთა, ამაზე აჟიოტაჟი ატყდა კლასში, შეაწუხეს გული სათითაოდ მეკითხებიან რისი ოპერაციაო, თვითონ აბის არ უნდა ამაზე საუბარი და მე ვინ ვარ ყველას რომ მოვდო. ამ იდუმალების გამო ჭორებიც გაჩნდა ( და რა შეუშლიდა ხელს, მითუმეტეს ჩემს კლასში) "სინკარის გავლა ქონდაო" "დაადნეს ცხიმებად აბიაშვილიო". ერთი სიტყვით ახალი თემა შევარდა კლაში "საკაიფოდ". დღეს კიდე ერთი მოვიდა აბიმ მართლა ოპერაცია გაიკეთაო? რისიო?          მეთქი ანი ვერ გეტყვი. წინა რიგებიდან ერთმა გოგომ დაიყვირა  - არ იძახის, გამოეცალე ანი თორემ გესვრის რაღაცასო. და ამაზე გავბრაზდი. რავი კი ჩემობს ის გოგო აბის დაქალობას და თვითონ ნუცის რატო არ ეკითხება რა დაგემართაო...
2. რასაც ვერ ვიტან - როცა მივდივარ და ვიღაცა კაშნეთი დამითრევს ან ქუდს მომხდის. დღეს მივდივარ დერეფანში მაღლაკელიძესთან ერთად, ჩემმა პარალელკლასელმა ქუდი მომხადა და გადააგდო. ვაიმე, გადამეკეტა იმწუთშივე და პირველი რაც მოვიფიქრე სახეში გავაწანი სილა, ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე გაწეწილი, პარალელკლასელი ბიჭების გარემოცვაში.... გეფიცებით უკვე ძალიან მიშლის ნერვებს და ვიცი მალე გავივსები.. ბიჭი მიანც ვიყო რომ ვაგინო, მივწიხლო და მერე მივაფურთხო.
ვითომ ვერ ხვდება ბავშვბები რომ აღარ ვართ?!

დილას დედაჩემმა მითხრა სვიტრი ჩაიცვი შეგცივდებაო, არ დავიჯერე პერანგით და თხელი დუტის ქურთუკით წავედი, თუმცა კაშნე გვარიანად მქონდა შებორბლილი ყელზე. მეგონა მზე გამოვიდოდა, მაგრამ "მწარედ დამცინა ბედმა". სკოლაში კიდე ხო, თბილოდა, მაგრამ გარეთ რომ გამოვედი, სახეში მეცა სუსხი და მერე მთელი სხეული დაიარა, სალში რომ მოვედი თითები სულ დალურჯებული მქონდა, კანი გამომშრალი. ეხლა ვწევარ, სიცხე მაქვს 38.8.

აღმოვაჩინე ახალი მომღერალი, ანუ აქამდე კი არსებობდა მაგრამ ჩემთვის არა. Adele ქვია. სოულს და ბლუზს მღერის, მეც გამიკვირდა ასეთი სტილის სიმღერები რომ მომეწონა, მაგრამ მომწონს და... ვერ ვიტყვი ძალიან წყნარი სიმღერები აქვს მეთქი, მაგრამ რაღაცნაირად სამგლოვიარო ნოტაზე განგაწყობს და დაგაფიქრებს რაღაც ძველზე...

1 comment:

  1. sofo_ ragac chem cxovreba momagone.. :( kargad wer dzzz

    ReplyDelete