Monday, February 14, 2011

ბლუყუნა

ბლუყუნა-ანუ მე... 
ხანდახან ვეღარც ვგრძნობ ხოლმე ბევრს რომ ვლაპარაკობ, ყველა უაზრობაზე, განსაკუთრებით ვყბედობ ჩემს მეგობრებთან, მეც მიკვირს ხოლმე როგორ მიძლებენ. არადა თავიდან კი არ მეტყობა ასეთი რომ ვარ. ვერ ვიტყვი ჩემი ცუდი თვისებაა მეთქი, მაგრამ არც კარგია. იცი რა ხდება?!  მინდა ხოლმე რომ იმ ვიღაცას ყველაფერი ვუთხრა ჩემზე...გავუზიარო ჩემი გრძნობები, მარტო მე ამ ყველაფერს ვერ გავუძლებ. უიი, ეხლა რომ ვუკვირდები, ასე მარტო ძალიან ახლობლებთან ვარ, კლასელებთან არა, არც ქუჩაში შემხვედრებთან, ფაქტიურად არც კი ვიცი 'Small Talk' რა არის.
 დღესაც იყო მაღლაკელიძეს ყურები რომ გამოვუჭედე, და ბოლოს მეუბნევა -მარ, ლაპარაკს დამაცდი?
 ყველაზე მაგარია როცა ვიღაც ახალგაცნობილს ჩავიგდებ ხელში, აი, ლაპარაკი მერე ნახეთ. ჰოლდენი რომ იძახის ხო გახსოვთ კაცს თუ ლაპარაკი უნდა, დააცადე ილაპარაკოს, თუ არ გეხატება გულზე მიანცო... მეც მაცადეთ რა ჩემი ჭია გავახარო, მუზების ბრალია სულ არა?!
მუდო თუ მე?!
ბევრს მუდოც ვგონივარ, პირფერობა არ მიყვარს, რასაც ვამბობ, ვამბობ სინამდვილეს და რასაც განვიცდი. მე რომ 'მათ' სინამდვილე დავანახო უნდა ეწყინოთ და ჯობია ისევ გავჩუმდე, პირში ზრახვას ასე ჯობია. მე , მე ვარ, თუ გინდა შემიძულეთ კიდევაც, ეს მირჩევნია  "ვერულაშვილობას"...
ვის ვებლუყუნები ყველაზე ხშირად.
1. ნუცი აბიაშვილი (ჩემი დაქალოჩკა:) მარა უფრო მეტი)
2. გიორგი ეკსეულიძე (ბოლომდე რომ ვერ გავარკვიე ეკსეულიძეა თუ ექსეულიძე)
3. მარი მაღლაკელიძე (თვითონ ძალიან წყნარია და ვინმემ ხო უნდა ამოიღოს ხმა?!)
4. ანი მოსიაშვილი და ნინო კიკაძე
5. ირაკლი კილაძე
6. ბექა ლომიძე
7. თეკო შაყულაშვილი
8. გიორგი კაპანაძე

კიდეა მარა მეზარება ჩამოთვლა...

* ვერულაშვილობა-იყო ერთი გოგო რომელიც მარტო იმიტო მწერდა ხოლმე ყოველდღე ერთ-ერთ ბიჭთან კარგი ურთიერთობა რომ მქონდა, არადა თითქმის ერთი თვე ერთად გავატარეთ ყოველდღე მხედავდა და გამარჯობაც კი არ უთქვამს... ამაში იმას ვგულისხმობ რომ არც ის მინდა ვიღაცის გამო გქონდეთ ჩემთან კარგი ურთიერთობა და სინამდვილეში არ მოგწონდეთ.

P.S. ძაან შეეტყო ამ პოსტს 'პროვინციალური' ხელი,მაგრამ ასე წერა უფრო გამიადვილდა... დღეს light დღე მაქვს და მარალფარდოვანი სიტყვები არ მინდა

1 comment:

  1. აჰა გავარკვიე ექსეულიძე ყოფილა

    ReplyDelete