Monday, February 14, 2011

მარიამ ავთანდილის ასული კილაძე


i like reading, this is my oldest hobbyყველაფერი დაიწყო იმით რომ მე დავიბადე. ზაფხულის ხვარტში, 1993 წლის პირველ აგვისტოს. გაქანებულ ზვიადისტობის დროს, მაშინ როცა იყო პური, საჭმელი, შუქი, სათბობი, ქვეყანა სამოქალაქო ომისთვის ემზადებოდა, აბა, რა დროს ჩემი დაბადება იყო?! მიყიდეს 80000 რუსულ მანეთად, ბორჯომში.  
გაზრდილი ვარ ლამფის შუქზე, იმ დროში შუქის მოსვლა დიდ ბედნიერებად რომ ითვლებოდა. ბავშვობა მქონდა ძაან მაგარი სანამ არ მივხვდი ბიჭისადმი შეილება გრძნობა გაგიჩნდეს და ეს არ იყოს „დამალობანას“ თამაშის სურვილი, სანამ არ მივხვდი რას გვიშობა ეს მთავრობა, რომ ბავშვები წეროებს არ მოყავთ, რომ ჩემი თმა თურმე ძალიან ლამაზი ფერისა ყოფილა, მანამდე იმას ვოცნებობდი ნეტა შემაღებინა მეთქი. ბავშვობის 45% გატარებული მაქვს ტრამვატოლოგიურში და 80% ცხვირის გამო, ბედი არ გინდა?! სულ ძირს ვეგდე და მაშინაც სახით ვეცემოდი, ამიტო ჯობია არ ნახოთ რა დავმართე ცხვირს, ერთხელ ორი დღე ცხვირში ჩემხელა ტამპონი მქონდა შეტენილი და ვეღარ ვსუნთქავდი. მყავდა ე.წ დაქალებიც და ძმაკაცებიც, სამწუხაროდ მათგან მხოლოდ რამოდენიმე შემომრჩა. ვთამაშობდით „დიდობანას“ მე პასტაიანად მერქვა „ვიკა“ და ჩემ არარსებულ შეყვარებულს „გიგა“. რაღაცნაირად დაემთხვა, პირველი ბიჭი ვინც მომწონდა, იმასაც გიგა ერქვა. ბევრი სისულელე ჩამიდენია, მიცანცარია, მამაჩემის მანქანა ფარეხისთვის დამიჯახებია, თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულია, წინ მელის... არც კი ვიცი რა, თუმცა იქნება ისევ ბევრი შეცდომები, მერე ამ შეცდომებზე სწავლა, სისულელეები და ა.შ.
თავს ახლა ვთვლი დამწყებ მწერლად, ანუ მჯღაბნელად. იმედია მომავალში გამოსწორდება ყველაფერი და რამე წესიერებად ვიქცევი.  
ის კი არ ვიცი, ასეთად როდის ვიქეცი, არც ის ვიცი უკვე ჩამოვყალიბდი თუ კიდე დამრჩა რამე დამალული.
ამბობენ მარუ ძალიან ჩაკეტილიაო, მე რა ვქნა თუ მათი შაბლონური საუბრის თემები არ მომწონს, ოდესმე გილაპარაკიათ რამეზე ბიჭების, მოდის ჭორების და ამისთნების გარდა და მე არ ჩავრთულვარ?! ჩემი სამყარო აშკარად ჯობია თქვენსას, თუნდაც ის არარეალური იყოს. 
ესეც ასე, მე მარიამ  ავთანდილის ასული  კილაძე ვარ. გამარჯობათ!

No comments:

Post a Comment