Thursday, March 3, 2011

სიბერე

სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი.
დაბადება - ბავშვობა - სიჭაბუკე - სიმწიფე - სიბერე - ეს ყოველი ადამიანის გასავლელი გზაა, რადგან სიბერე კანონზომიერი პროცესია, იგი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია, განუწყვეტელი ბიოლოგიური ცვლილებების შედეგი.
ადამიანის სხეულში სამოცი ტრილიონი უჯრედია, დროთა განმავლობაში ისინი ბერდებიან, კარგავენ ფუნქციებს, კვდებიან... ადამინის დაბერებას არა მარტო გარეგნულად განსაზღვრავენ.... მას ყოველთვის ახლავს თან თავისებური სევდა, განვლილი ცხოვრების, წარსულში დარჩენილი ახალგაზრდობის ნოსტალგია. ჩვენი მშობლები, ბებია-ბაბუები,  ოდესღაც ახალგაზრდა, ლამაზი, ენერგიული ადამიანები, დღეს სუსტი და მგრძნობიარე, საოცრად გულჩვილი მოხუცები არიან. იყო დრო, ისინი გვასწავლიდნენ ცხოვრებას, ახლა კი ჩვენ მათ პატარებივით ვეპყრობით და დამრიგებლური კილოთი ვესაუბრებით.

დამეთანხმებით ყველა მოხუცს უჩნდება ზედმეტობის გრძნობა, კონტაქტს კარგავს ოჯახის წევრებთან და ხდება გაუცხოვება... გრძნობა რომელიც ყველაფერზე გაღებინებს ხელს, ხდები ჩუმი და გინდა გაქრობა... ან არ თმობ შენს პოზიციებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მოძველებული...

ღმერთოოო... მე რომ დავბერდები... ჯერ შორსაა ჩემგან.. მაგრამ ხანდახან მაინც დავფიქრდები ხოლმე ამაზე... როგორ უნდა შევეგუო? სიკვდილი და სიბერე ხომ თითქმის ერთი და იგივე ცნებებია...
მარტო არ მინდა სიბერე გავტარო.. ანუ ისე "ჩემი კაცი" ჩემზე ადრე წავიდეს ამ ქვეყნიდან... იმაში კი ეჭვი მეპარება მე საკურთხეველთან მნახოთ, ანუ გოგოებო ტყუილად ოცნებობთ , როდის იქნება შენი "ფიესტაო"... ხო და სიბერე.... არ მომეკაროთ ჯაჯღანა მოხუცი ვიქნები... წავჩანჩალდები დილაობით პარკში და მოვჩანჩალდები მზის ჩასვლის მერე... დამლაპარაკებელი ესღა მეყოლება, ანუ მიხვდით? მარტო მინდა ცხოვრება არავინ რომ არ შევაწუხო.. ტკივილების ფონზე გაგრძელდება ჩემი არსებობა.. ეს იქნება ტკივილები ფიზიკური და სულიერი... საწოლის თავთან, ტუმბოზე მთელი აფთიაქი, "ადელფანი".... "ვალიდოლი".... "კლოფელინი"... "დიმესილი".... ბევრი დრო მექნება ფიქრისთვის გავიხსენებ რაღაც-რაღაცეებს და ვინანებ ბევრ რამეს...ყოველ დღე დავიტირებ ჩემს ახალგაზრდობას (ახალგაზრდობას თორემ... :))) დავიტირებ ადამიანებს რომლებიც მიყვარდა და აღარ იქნებიან... საშინელი დრო იქნება ჩემ ცხოვრებაში... ყოველი ტკივილისას სიკვდილს რომ ვინატრებ... მოვა დრო და სარკეში ჩახედვის შემეშინდება, ჩემს თავს იმ სიმახინჯისთვის გავლანძღავ, რასაც დრო მომიტანს...
მინდა რომ სიცოცხლის ბოლო წლები გავატარო სადმე მიყრუებულ სოფელში, ბუნებასთან ახლოს... ყოველ დღე ბუძილნიკის მაგივრად ძროხის ბღავილი  და მამლის ყივილი მაღვიძებდეს, ვჭამდე ნატურალურს... ვიჯდე "ბირჟაზე" და ვლაპარაკობდე...

შეიძლება არც არაფერი დამემართოს, ვიყო "ფეხახისნაირი" მოხუცი, სიცოცხლით სავსე... 80 წლისა ისევ ვჯდებოდე "შპაკატში" და ა.შ. მაგრამ ეს ძნელადდასაჯერებელ ზღაპარს უფრო გავს ვიდრე სინამდვილეს.. უფრო სწორად ის მეჩვენება რაც არ მინდა დამემართოს...

No comments:

Post a Comment