Sunday, June 30, 2013

Oasis Festival in Mtskheta

 აი, გამოცდას რომ ისეთ დროს დაგმთხვევენ როცა ყველაზე კარგი დღეების გატარებას აპირებ. ფუ, ბლიად!
   გასული თვის 22 რიცხვში მქონდა მასეთი შაბათი, ორი გამოცდა ინგლისური და კერძო ერთ დღეს მქონდა ერთსა და იმავე დროს, ნამდვილად არ მქონდა აღარც ხალისი და აღარც ნერვები მცხეთაში წასვლისა, მაგრამ მერე როცა ეს ორი დამთხვეული უკვე გასულ საათებში დავტოვე მაინც გადავწყვიტე წასვლა, მაინც მთელი დღე იქაც უსაქმურად უნდა ვყოფილიყავი.
  მე და ირაკლი შემთხვევით წავაწყდით ლიგამუსში პრეზენტაციას სადაც მუსიკალური ფესტივალისთვის მოხალისეების ეძებდნენ (და მოხალისეები უფასოდ დაესწრებოდნენ კონცერტებს) და აპლიკაციები შევავსეთ, მერე ირაკლიმ გადაიფიქრა წამოსვლა და დავრჩი მარტო მე, ისე წავედი მცხეთაში რომ ვიცოდი 3000 კაციდან  არც ერთი არ იქნებოდა ჩემი ნაცნობი (ორგანიზატორების გარდა) და არც მუღამზე ვიყავი ხალხის გაცნობისა.
 
 ჩემი  მოგზაურობა დაიწყო სპორტის სასახლიდან ნახევარ საათიანი ლოდინის და ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნის მერე (მხოლოდ მე ვიჯექი მარტო და ვცდილობდი ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ ჩემი მეგობრები უკვე მცხეთაში იყვნენ).  იმ უიქენდზე სპეციალური მარშრუტი დანიშნეს სპორტის სასახლიდან  მცხეთის თეატრონამდე, მოსალოდნელზე უარესი ავტობუსები იყო, მაგრამ უფრო დიდი გაოცება წინ მელოდა, ავტობუსში ცხელოდა, თან მე უარესად დავიგრუზე იმიტომ რომ დანარჩენები უკვე ავტობუსიდან იწყებდნენ გახურებას სასმელით და წინასწარ აწყობდნენ გეგმებს როგორ გაეხადათ ეს დღეები უკეთესი.
  და მცხეთა, ისტორიის აკვანი ჩვენი სამშობლოსი... ბლაჰ! რა დროს ესაა, სულ სხვა დატვრითვა ქონდა მცხეთას მაშინ...
  პირველი რაც იქ მისულმა დავინახე სალარო ავტობუსი მოსალოდნელი ჰიპური ფურგონის მაგივრად ყვითელი პაზიკი დამხვდა... ჩემმა უფროსმა გიორგიმაც აღნიშნა რომ იმ სახის ქონას რაც ამ ავტობუსის დანახვისას მქონდა ფეისპალმ გამეკეთებინა ჯობდა, უფრო ემოციური იქნებოდაო :)) ავტობუსშივე მომცეს სამაჯური და მოხალისის მაისური. ჩემი მორიგეობის დაწყებამდე კიდევ ორი საათი იყო და მანამდე დავათვალიერე ფესტივალ არეა.
   როგორც აღმოჩნდა ყველაფერი ისე ვერ გაუკეთებიათ როგორც დაგეგმილი იყო, ჰამაკების ტყეს ველოდებოდი, სინამდვილეში მხოლოდ ექვსი თუ რვა ჰამაკი იყო გალფის კუთხეში,  ასევე ვერ ვნახე ვორქშოპები, სამაგიეროდ განსაზღვრულზე მეტი იყო "კაფეები" სადაც აღმოჩნდა რომ სამმაგი ფასები ქონდა საჭმელს და სასმელს, უკანასკნელი ხუთლარიანი ჩემი იმ კვირის ჯიბის ფულიდან კინაღამ ერთ ბოთლ ნაბეღლავში დავხარჯე, როგორც აღმოჩნდა 500მლ. გაზიანი წყალი 2.50 ღირდა, (საქართველო ნამდვილად ეკონომიკურად მდიდარი ქვეყანაა 3000 კაცი თუ ამ ფასიან საჭმელებს ყიდულობდა) ამაზე მთელი ორი დღე ვხუმრობდით დამშეულები, რომ თუ აქ სნიკერისი ყიდვა გინდა ოჯახი თურქეთში უნდა გაუშვა სამუშაოდ და თუ კოკა კოლას ყიდვას აპირებ მერე შენც უნდა მიყვე.
   ყველაზე მეტი კარვები იყო იმ მიდამოებში, ფერებით, ზომებით, ადგილმდებარეობით, პატრონებით განსხვავებული... სანამ მზე ჩავიდოდა მეც გავშალე კარავი, ხის ქვეშ, და აქ კიდევ ერთი ფეისპალმის ჩაკვეტება შეიძლება, პალოები სახლში დამრჩა, მოგეხსენებათ კარავი პალოების გარეშე ჯობია არც გაშალო სხვა შემთხვევაში ალბათ არაგვის ჭალებში ვიპოვიდი ხეებში გახლართულს, საბედნიეროდ ჩემი უკანა მეზობელი საოცრად კეთილი აღმოჩნდა და საოცრად კეთილად აღმოაჩნდა ოთხი ზედმეტი პალო და მათხოვა. ამ დროს დიდ სცენაზე დანიური ჯგუფი Juveniles  მღეროდა, გავისეირნე სცენისკენაც, ვიპოვე წყლის "საბადო" და ტუალეტები, ამ ორ დღეს წყალზე ვაპირებდი გადავლას, სხვა რამის საყიდლად ფული მაინც არ მეყოფოდა.
  საღამოს ჩემი მორიგეობა დაიწყო, შიდა პერიმეტრის დათვალიერების მერე, სალაროში წავედი შეცვლაზე, მეორე დღესაც იქ ვიყავი, ყველაზე საინტერესო პოსტი იყო, ვხვდებოდი სხვადასხვა ადამიანებს ვესაურებოდი, 3000 ივე კაცის ხელმა ჩემს ხელში გაიარა, ვეხუმრებოდით ერთმანეთს, ვაძევებდით მთვრალებს, რაც მთავარია გვაჭამეს ორჯერ ხაჭაპური და დაგვირიგეს წყალი ბოთლებით.
  პირველ საღამოს პირველისთვის მორჩა ხალხის შემოსვლა და ბოლოს დარჩენილი მოხალისეები უფროსებთან ერთად დავბრუნდით შიდა არეაზე, დანარჩენებიც მაშინ გავიცანი, 2 ნინო, ავთო, ჯაბა და რეზი. მერე ბიჭებმა კარავი ჩემს გვერდით გაშალეს და ასე დავმეზობლდით, ღამის კონცერტებზე ერთად წავედით,  ვილაპარაკეთ შუაღამემდე.... სამი თუ ოთხი იყო რომ დავიძინეთ... არააა, რა დავიძინე, მთელი ღამე აპირებდნენ მომღერლები და მსმენელები გათენებას...ხუთამდე ველოდე სპალნი მეშოკში გახვეული როდის მორჩებდონენ თავიანთ სიმღერებს, რაც თავიდან აუტანელი იყო იმას ყური ცოტა მიეჩვია, whomadewho მღეროდა მგონი... მერე გაჩუმდნენ! ღმერთო რა წყალობაა!  დაძინებას ვაპირებდი და უცებ დრამ! დუჰ! ბუჰ! დუჰ! დუჰ! და ეს დუჰ, დუჰ მთელი ღამე არ გაჩუმდა... დიდი სცენიდან, რომელიც  ჩემს კარავთან ტერიტორიულად უფრო ახლოს იყო დიჯეებმა გამართეს ერთი ამბავი, თავი გასკდომას იყო, ძვლები დალეწვას მიწაზე გორაობით. საერთოდ ჩემნაირი მუდო ადამიანისთვის ასეთ ფესტივალზე წასვლა საცოდაობაა... ვერ გავიგე ისე ჩამეძინა, მაგრამ nicolas jaar-ის "Come and get it" მა რომ გამაღვიძა ზუსტად მახსოვს.

   დილის ემოციები: მტკივანი სხეული, გამომშრალი პირი, უძილობა, ხმაური, სიცხე... არადა დილის შვიდი საათია, კარვიდან გამოძვძვერი ყველას ძინავს, ვინც სად მიასწრო სპლინს იქ, მოლზე, ჰამაკში, სკამზე, ხის ქვეშ, მოკლედ ძილი მეფობს! მხოლოდ სცენასთან დგას რამოდენიმე ზომბი და უკვე ისე მოძრაობს ხელი რომ მიკრა წაიქცევიან, მაინც "ცეკვავენ" თავისას ისწორებენ.... ვაი თქვენს პატრონს!
    დილა საჭმელზე ლაპარაკში გავლიეთ მე, ჯაბამ და რეზიმ გალფის კუთხეში, გაგვიმართლა რომ პუფებს მივისწარით, ეს ერთადერთი რბილი რაღაც იყო ამ ორი დღის განმავლობაში... მართლა მაგრად გვშიოდა, შიგნით საჭმლის ყიდვა სიგიჟე იყო,  გარედან შემოტანის უფლებას არ გვაძლევდნენ (it isn't fair play), ხოდა ვიჯექით ასე სამივე და ვლაპარაკობდით როგორი გემრიელობები გვეჭამა ცხოვრების განმავლობაში, მერე გაიღვიძა ავთომ, გოგოები წავიდნენ თბილისში საღამომდე, მერე რეზი და ავთოც და მე და ჯაბა დავრჩით მარტო, გაგვიმართლა რომ პაზიკში გუშნდელ ხაჭაპურს მივაგენით და ოდნავ მაინც დავპურდით, ამას მოყვა ფრენბურთის თამაში, აღმოჩნდა რომ სულ  ათ კაცამდე ვიყავით მოხალისეები დარჩენილნი, მერე ვცდილობდით ცხელი დღე როგორმე დგვეღამებინა....
   ღამე შუამდე ისევ სალაროსთან მივიყვანე, ისევ ვიმხიარულე, ისვ შევხვდი სხვებს... ბევრს... ძალიან ბევრს...
   ორის ნახევარზე "დავიხურეთ"...
  ფესტივალის დამაგვირგვინებელი აკორდი ტროლების კონცერტი იყო, იმ საღამოს შემოსასვლელტან ვცდილობდით გაგვერკვირა რამდენი მათგანი იყო ტროლების "მცნობი", ბევრი იძახდა რომ "აფანატებდა"...
   აღმოჩნდა რომ ილიკოს მართლა ბევრი გულშემატკივარი ყოლია, მე ერთი საათით გვიან დაწყებული კონცერტის ნახევარს მივუსწარი, სირცხვილი იყო  ის მაინც ხომ უნდა მცოდნოდა ლაგუ"წ"ენკოს ზოლიანი კაშნე რომ ეკეთა და საოცარი შემართებით მღეროდა, სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ მათი არც ერთი სიმღერა არ მომწონს, წინა დღის ჯგუფები უფრო მომეწონა,  თუნდაც Whomadewho ან Sunsay...  ყველაფერი სამ საათზე მიწყნარდა ჩემდა გასახარად იმ ღამით არც ერთ დიჯეის არ დაუკრავს,  ხალხი დაიშალა, დამრჩენები დარჩნენ წამსვლელები წავიდნენ, კოცონი დაანთეს, დალიეს და ა.შ, თუმცა მე მაშინ უკვე ტკბილად მეძინა (ჩემდა გასაკვირად).
   მეორე დღეს ჩვენ ექვსნი დილის რვა საათზე უკვე გზაზე ვიდექით ჩანთააკიდებულები და თბილისიკენ მიმავალ მარშუტკას ველოდებოდით.
    ფესტივალიდან დამრჩა კარგი მოგონებები, რა კარგი... არაჩვეულებრივი, ყველაზე მაგარი დრო გავატარე ამ კონცერტზე.
 აღმოჩნდა რომ სხვებზეც კარგი რეაქციები მოახდინა და ხალხი ტროლების სიმღერებზე უფრო აქტიურობდა ვიდრე ფარფლების... ამას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, თუნდაც კარვების ქალაქმა, ბევრმა მუსიკამ, სასმელმა, სხვა უამრავმა გასართობმა, ყველაფერმა ამან მოიტანა კარგი კონცერტის ჩასატარებელი ემოციები და განწყობა, ხალხი ბოლომდე დაიხარჯა და Open Air-ზე უკეთესად გაერთო.

No comments:

Post a Comment