Wednesday, July 31, 2013

ერთიანების ბოლო დღე



 


   
დღეს ერთიანების ბოლო დღეა, რამოდენიმე საათში 20 წლის გავხდები.. მერე შემეკითხებიან, როგორია 20 წლის რომ ხარ?  ჯერ არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი, თუმც აგერ უკვე საუკუნის მეხუთედი განვლე... რა გავაკეთე ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი?
   პირველ რიგში ალბათ ის რომ-
   20 წინ ხუთშაბათს, 1 აგვისტოს, დილის თორმეტ საათზე დავიბადე,

   ვიპოვე საუკეთესო მეგობარი, რომელტან ერტადაც დღემდე მოვდივარ,
   ვიარე ბაღში
   ვიარე სკოლაში,
   მასწავლებლებთან,
   დავამთავრე სკოლა,
   ჩავირიცხე უნივერსიტეტში, ეხლა აღარ მინდა მაგრამ მაინც,
   შევიძინე მეგობრები, მათზე უკეთესი არ შემეძლო მთელ უნივერსიტეტში მენახა,
   ვიმუშავე,
   ავიღე პირველი ხელფასი,

   მერე ვიარე გასაუბრებებზე...
  ჯერ სულ ესაა, რომ ვუყურებ წარსულს  ვერფერს ვამჩნევ მნიშვნელოვანს გაკეთებულს, იმის მიუხედავად რომ ვიყავი შვილი, და, დეიდაშვილი, მეგობარი და საუკეთესო მეგობარი ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო ვიყავი, ვნანობ ამის გამო, ბევრ რამეს შევცვლიდი რომ შემეძლოს უკან დავაბრუნო წარსული, ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ყველა ცოცხალი მეყოლებოდა და ხვალინდელ დღესაც პომპეზურად ავღნიშნავდი. მზა პასუხები არავის აქვს ჯობია ბოდიში მოვიხადო, წარსულს მივაფურთხო და წინ გავიხედო.... თუცა ახლა მომავალი უფრო მასევდიანებს. აქამდე წლების მომატებასთან ერთად დამაკლდა ენთუზიაზმი სწავლაში, ურთიერთობებში, ხანდახან ისეთ საშინელ ხასიათზე ვერ ვარ ჩემი თავი მე მეზიზრება, ამ ხნის განმავლობაში დავკაგე მისწრაფებებში ყველაფერში, ადრე მქონდა მიზნები, მეგნა რომ ცხოვრება ყველაფერს ისე მაჩუქებდა როგორც წარმომედგინა, სინამდვილეში ეს ყველაფერი მხოლოდ მე და ჩემმა ბალიშმა ვიცით, მეტმა არავინ.





დაბადების დღის წინ მგონი ყველა სევდიანდება, იმიტომ, რომ  ეს დღე მტკივნეულად გვახსენებს ჩვენს ყველაზე მთავარ შიშებს. ჩვენ გვეშინია წლების, რომლებსაც დედამიწაზე ვატარებთ. გვეშინია, რომ ყოველ წელს ვხდებით უფრო დიდები და ამიერიდან მეტი მოგვეთხოვება. გვეშინია, რომ შემდეგ წელს ვიქნებით უფრო სევდიანები, ვიდრე წინა წელს,  რადგან დროთა განმავლობაში მაინც ყველა სევდიანდება. გვეშინია, რომ დრო გაგვირბის და მალე ჩვენც დავიწყებთ თავის მართლებას იმის გამო, რისი გაკეთებაც ვერ მოვასწარით.

   მალე 20-ის გავხდები, ზოგიერთის აზრით ეს სწორედ ის ასაკის როცა ადამიანი უნდა დაჭკვიანდეს, ანუ გონს მოეგოს და რადიკალური ნაბიჯები გადადგას: სამსახური იშოვოს, ოჯახი შექმნას, სამოგზაუროდ წავიდეს. მე კი არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, მაინც ვერასოდეს ვასრულებ ჩემი თავისთვის მიცემულ პირობებს,  ვიცხოვრებ ისევე უაზროდ როგორც აქამდე და მერე ამის შესახებ ბლოგზე დავწერ...
   ამ ამბების მოყოლას კი დღეიდან ვიწყებ, საქმე იმაშია რომ თქვენ, როცა ამ პოსტს ნახავთ ბლოგერი მარუ უკვე 20 წლის იქნება, არც ძალიან დიდი, არც ძალიან პატარა, ზომიერად ზრდასრული და full of shit :P

No comments:

Post a Comment