Monday, October 3, 2011

/10.04.2011/ maru

   იმდენი ხანი შევალიე საკუთარი, სრულყოფილი სახის მორთვა–მოკაზმვას და მისის თვისებების რეალობაში გადმოტანას, თითქმის სულ დამავიწყდა რეალობაში როგორი ვარ. ძალიან დიდი ხანია ვცდილობ ძველი მარუ ავაორთქლო და ის უფრო კარგით ჩავანაცვლო, მაგრამ ამ კომპლექსებს ვერაფერი მოვუხერხე, ეხა რომ ვუკვირდები ვხვდები ისეთად როგორიც სინამდვილეში ვარ არავის არ ვაჩვენებ თავს, ჩემ თავსაც კი. ერთ წუთს ხალხს რომ დავანახვებ მტკიცე ვარ, მეორე წუთში ყველაზე საცოდავი და სუსტი ვარ. დღეს გაკვეთილზე რომ შევედი, ღრმა დიხანიეთი ვცდილობდი დავწყნარებულიყავი, საბა მეუბნევა რა გჭირსო, მეთქი არაფერი, როგორ არაფერი ბულიკ რა დაგემართაო და რომ ჩამეხუტა ისევ დავიწყე ტირილი. ზუსტად კი ვერ ვარქმევ სახელს რაც მემართება იმას, მაგრამ არანორმალურია რომაა ჩემთვის ეს ყველაფერი თანდათან ვრწმუნდები ამაში. ეს ყველაფერი იქიდანაც მოდის, ვფიქრობ ჩემი ცხოვრება ჩემს გარდა ყველას ეკუთვნის: მშობლებს, ნათესავებს, ყველას, ვინც ჩემს გარშემოა ანუ ყველა თავის ჭკუაზე ატრიალებს და მეც პუპეტივით მათი დაწერილი სცენარით ვმოქმედებ და ძალით ვაქნევ თავს ყველაფერზე, ოღონდ სხვებს არ ვაწყენინო და ვთანხმდები ამიტო. სადამდე გაგრძელდება ასე არ ვიცი, იმედია რამოდენიმე თვეც და ახალი ასაკი და ახალი გარემო მიშველის რამეს.

როცა ვბრაზდები მტკიცედ ვწყვეტ შევცვალო რამე მეთქი, მაგრამ მერე სულ ერთი სიტყვა, ერთი გამოხედვა სხვების და ყველაფერი თავიდან იწყება, ალბათ იმიტომ, რომ აღარ მაქვს  სურვილი შეწინააღმდეგების, გაზაფხულის ადიდებულ მდინარეში ჩავარდნილი ტოტივით ვარ სადაც უფრო ძლიერია დინება ქვებზე რომ მარახუნებს  და სადაც მდორეა იქ მაჩერებს, დამყაყებულ ნაპირზე, ერთი ასეთი ნაპირი მგონია ჩემი ახლანდელი პერიოდი, აქ ძნელად თუ მოვა გაზაფხული და ჭაობს ახალი, აქაფებული ზვირთებით შეცვლის,  როგორც მიხვდი ჰაერივით მჭირდება ახალი მძაფრი განცდები, სკაიდრაივზეც არ ვიტყოდი უარს, ოღონდ რამე შეიცვალოს ჩემში.


ხოდა ერთი სიტყვით  ერთი წლის მომატება და ახალ ადგილას გადასვლა მომაპოვებინებს სიმტკიცეს და თავდაჯერებულობასაც და შარშანდელი თოვლივით გააქრობს ყველაფერს რაც ახლა საშუალებას მაძლევს ჩემზე წინ დავაყენო გარშემომყოფები, ახლა კი ბეგბედერივით რომ ვთქვა ვადაგასული ადამიანივით ვარ!...


                                                                                       /მარუ კილაძე/

No comments:

Post a Comment