Tuesday, October 4, 2011

ეს, ისე..

      რამდენი პრობლემა გხვდება ადამიანს ცხოვრებაში და როგორი რთულია მათი გადაჭრა, რაც უფრო დამოუკიდებელი ვხდები, მით უფრო ბევრ წინააღმდეგობას ვხვდები. მე მგონია, რომ ადამიანს ტანჯვა სიამოვნებს, ყოველშემთხვევაში მე ასე ვარ, მსიამოვნებს რომ ვნერვიულობ, ტვინს ვიჭყლეტ და მეშინია.. აწმყოსი კი არა, მომავლის მეშინია, წინ ბევრი არაფერი ჩანს, არ ვიცი რა მელის.
ახალი ცხოვრება! ერთი სტადიიდან მეორეში გადავედი, კვერცხიდან ჭუპრში, ჩემნაირ მომთხოვნ ჭუპრს კი ახალ ცხოვრებაში იმდენი რამე ჭირდება. აღარ ვიქნები სკოლაში და მითუმეტეს ჩემს ხაშურში. გამიჭირდება ამდენ სიახლესთან შეგუება, არსთა გამრიგეს ასე ერთბაშად არ უნდა ეჯახებინა ამდენი რამე, ჩემზე სულ არ ფიქრობს?! როგორ უნდა გავუძლო ამდენ შემოტევას, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ჩემი თავის იმედიც მაქვს,  თუ აქამდე არ დავყარე ფარ–ხმალი, აწი რაღა გამაჩერებს, მომავლის შიში თუ დავამარცხე, ახალი ცხოვრება ვეღარ გამაჩერებს, მით უმეტეს ვიცი იქ ბევრი ახალი შეგრძნება, ბევრი სასიამოვნო წუთი მელის, ახალი ადამიანები, ახალი მეგობრები, ახალი შეხვედრები, ამ შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ორ გიოსთან შეხვედრა. უკვე იმდენი დრო გავიდა, ძალიან არ მინდა იმედები გამიცრუონ, ან გავუცრო მე მათ, მე ხომ ისეთი აღარ ვარ როგორიც 15 წლისა ვიყავი. ნუუ, მე მაინცდამაინც განსხვავებას ვერ ვგრძნობ, მაგრამ, რადგან ხვები ამბობენ აღარაფერია დარჩენილი "ისტერიჩკა მარუსგანო" ესე იგი ასეა.

 ვგრძნობ, რომ დედა–ქალაქი ძალიან მომეწონება, პირველ რიგში არავინ მიცნობს იქ, ყოველ ათ მეტრში  არ მომიწევს ნაცნობების მოსაკითხად გაჩერება. ჰა, იქვე  ნასრა თუ შემხვდება ჯავახიშვილთან ან ექსეს გადავაწყდები სადმე, რა თქმა უნდა ისევ თუ მოინდომა ჩემთან ურთიერთობა. ჩემთვის თუ მეგობრის გარეგნული სახე არაფერს ნიშნავს, ხო შეილება მისთვის იყოს მნიშვნელოვანი. მე ვიცი, რომ როგორიც ინტერნეტშია, ისეთი არ იქნება რეალობაში,მაგრამ მე მზად ვარ ისეთი მივიღო როგორიც სინამდვილეშია, თუმცა ეს მარტო ერტი მხარეა, ჩემი მხარე, მე ხომ არ ვიცი ის რას ფიქრობს , ამიტო ძნელია დასკვნების გამოტანა ჯერ–ჯერობით. მანამდე კი სადარდებელი სხვა რაღაცეები მაქვს, ახალი ნაბიჯი სიახლეებს მოითხოვს, მოსაძებნია ბინა, ფული გადასარიცხია,გამოცდა ჩასაბარებელი მაქვს ინგლისურში, ახალი ნივთები და სამოსი მაქვს საყიდელი, კიდევ და კიდევ უნდა გავიმეორო რომ თბილისი ხაშური არ არის, როცა იქ ვარ ყოველთვის მინდა ნორმალურად გამოვიყურებოდე, მოწესრიგრბული ვიყო, თითქოს უხილავი თვალი დამყვება თან , თავდაჭერილად მოქცევას და დახვეწილ მოძრაობებს მთხოვს, მაგრამ ვიცი, მილიონიან ქალაქში ერთი ნაცნობი სახის დანახვისთანავე დამავიწყდება თვალიც და მისი მოთხოვნებიც, გავგოჟდები და გადავირევი მის დანახვაზე და ყველაზე მეტად მაშნ მომენატრება იმ დღის მომლოდინე წარსული.
ყველაზე მეტად კი რისაც მეშნია ნუცასთან დაშორებაა, აქამდე ერთმანეთისგან ასე მოშორებით არ გვიცხოვრია, არ გვისწავლია.. იმედია ამ სიშორეს გავუძლებთ და ერთმანეთს კი არ დავშორდებით, მოგვენატრება, ყოველ დღე ერთმანეთის ნახვა მოგვინდება, სალაპარაკოც უფრო ბევრი გვექნება..
რატომღაც ცუდსმიგრძნობს გული...

                                                                      / მარუ კილაძე //2011. 7 სექტემბერი /

No comments:

Post a Comment