Wednesday, January 23, 2013

ჩემი ნუცა


   აღმოჩნდა, რომ ვინც ყველაზე-ყველაზე მთავარია იმაზე ცოტა მომდის წერა. დღევანდელი პოსტი კი მინდა სლ ნუცას მივუძღვნა.
 

  1993 წელს ჩემზე ხუთი თვით ადრე დაიბადა, ჩემს მეზობლად, ანუ ხუთი თვის იყო პირველად რომ შემხვდა მას მერე ცხოვრება ჩვენს გზებს თითქმის არ აშორებს ერთმანეთს, მაგრამ ისინი კი არ იკვეტებიან, არამედ მწკრივად ერთმანეთის მხარდამხარ მიდიან, იყო უბანი, ბაღი, სკოლა, ხაშური, სოფელი, თბილისი… ვიყავი მე ბუტია და იყო ის ჯიუტი.  ვიყავი მე მტირალა და ისიც მტირალა, ვიყავი მე რიჟა და იყო ის ჩვეულებრივი თმით დიდი თვალებით, ვაშლებივით ჩამრგვალებული ლოყებით, ვიყავი მე მსუქანი და ისიც მსუქანი, მქონდა მე სოფელი და იმასაც ჩემი სოფელი, მყავდა მე კაკო ბიძია და იმას ავთო ბიძია, მყავდა მე საშუალო ნიშნები და იმასაც ჩემნაირი ნიშნები, მქონდა მე ტანსაცმელი და იმასაც ჩემნაირი ტანსაცმელი, არ მივდიოდი მე ექსკურსიაზე და არც ის მიდიოდა ექსკურსიაზე (და პირიქით), დავამთავრე სკოლა მე დაამთავრა იმანაც ჩემთან ერთად, იმანაც ჩააბარა, მეც ჩავაბარე, მენატრებოდა მე ერთ ქალაქში რომ ვიყავით და კვირაში ერთხელ ვნახულობდი და ვენატრებოდი იმასაც, ვუყვარდი მე და მიყვარდა მეც თავგამეტებით. მიჭირდა და პირველი ვისაც ვურეკავდი ის იყო, მილხინდა და პირველად იმისი ჩემს გვერდით ყოფნა მინდოდა, მემეტებოდა ყველაფერი უკანასკნელი კაპიკიც კი და ემეტებოდა იმასაც, მიყვარდა მე და უყვარდა იმასაც და გაგვიტყდა ორივეს გულები….
 ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრმა ზამთარმა ზაფხულმა, გაბუტვამ შერიგებამ და მაინც, ეს ზემოთჩამოთვლილი ყველაფერი ისევ გრძელდება, მეორდება, ემატება ახალი სიტუაციები, მომენტები, მოგონებები, მასთა ერთად თუნდაც ერთი ძველებურად გატარებული, ჩვეულებრივი დღე შეუფასებელია, ხანდახან რიგითი დღეების რიგითმა მოვლენებმა, შეიძლება მეტი სიხარული მოიტანოს ვიდრე გამორჩეულმა დღემ.
   ხანდახან როცა ვზივარ და ჩუმად ვაკვირდები, ვფიქრობ გოგოს, მისნაირ გოგოს გადასარევს არაჩვეულებრივს, მსოფლიოში ერთადერთს რომელთან ურთიერთობაც ყველას უხარია, როგორ შეუძლია ყავდეს ჩემნაირი მეგობარი, საუკეთესო მეგობარი რომელიც მთელ მსოფლიოზე დაბოღმილი დადის და ყველას ებუტება. მაგრამ მერე, წამის მერე მეტყვის რაღაცას რასაც იმ წუთში მეც ვფიქრობ იტყვის ჩემივე სიტყვებით, თითქოს ვლაპარაკობ მე, განვიცდი მე და ვხვდები  ამდენი ხნის ურთიერთობის შემდეგ ჩვენს ტვინებში და გულებში ერთი და იგივე აზრები და გრძნობებია, ისე რომ არ მჭირდება ახსნა რას ვგრძნობ ან ვფიქრობ, იმტომ რომ უსიტყვოდ ესმის ჩემი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
  და ამის მერე დადექით და იფიქრეთ, რატომ არიან კილაძე და აბიაშვილი ისევ მეგობრები.

No comments:

Post a Comment