Saturday, December 8, 2012

მეორე დღე თბილისის ინტერნაციონალური ფილმების ფესტივალის ფარგლებში


გუშინდელთან შედარებით, ამჯერად წინასწარ გავიგე მასტერ კლასებზე...
    მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი დრამატურგი, სცენარისტი და კინორეჟისორი. ამერიკული კინოაკადემიის პრიზის, ოსკარის მფლობელი საუკეთესო სცენარისთვის: "სახიფათო კავშირები" (1988, რეჟ. სტივენ ფრირზი) თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ეწვია.
    მის ფილმოგრაფიას რომ გადავხედე, ისეთი ფილმებისთვის ქონდა სცენარები დაწერილი გავგიჟდი, აქამდე რატო არ ვიცოდი მეთქი, მონანიება (Atonement), სახიფათო მეთოდი(A Dangerous Method),სრული დაბნელება (Total Eclipse) და ზემოთაღნიშნული სახიფათო კავშირები(Dangerous Liaisons).
  ორმაგად იყო საინტერესო ჩემთვის, როგორც კარგი ფილმების ტექსტების ავტორი და როგორც მასწავლებელი...
   მთელი დღე ვამზადებდი კითხვებს, დაა, როგორც იქნა, მოვიდა დრო როცა 88 ნომერი ავტობუსით, ამირანში უნდა წავსულიყავი...
  ცოტა ადრე მომიწია, მისვლა და ვიღაც გულიანმა ფილმზეც შემიშვა, ამიტომ „წარმოიდგინო არგენტინა“ ბოლო ნაწილს მივუსწარი. 
   ,,წარმოიდგინო არგენტინა" კრისტოფერ ჰემპტონმა ლორენს თორტონის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო. მოქმედება არგენტინაში, 1970-იანი წლებში ვითარდება. იმ პერიოდში, როცა ქვეყნის სათავეში სამხედრო დიქტატურა  იყო, რომელიც ოპოზიციონერებს იტაცებს და აქრობს. ასე იკარგება ერთ დღეს სესილიაც.  მისი ქმარი, თეატრის რეჟისორი კარლოსი სესილიას ძებნას იწყებს, ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მომავლის განჭვრეტის უნარი გაუჩნდა და შეუძლია დაინახოს, რა ბედი ელის დაპატიმრებულებს.  ფილმი საკმაოდ ამღელვებელი იყო, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი,  დარბაზიდან სრუტუნის ხმაც კი ისმოდა.
   ფილმის დამთავრების შემდეგ ჰემპტონმა ისაუბრა ფილმის შექმნის პროცესზე საკმაოდ დეტალურად, აღსანიშნავია ის რომ ფილმის შექმნის პროცესი 14 წელი გრძელდებოდა და ისაუბრა სცენარის შემქნის პროცეზე, ასევე გადაღების პერიოდზე, ემა ტომპსონზე და ანტონიო ბანდერასზე.
   ასევე გამოყო კარგი სცენარის დაწერის პრინციპები და შემდეგ გადავიდა კითხვა-პასუხის რეჟიმზე.
   დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩემს გონებასთან, გულმა რომელიც ამოხეთქვას მქონდა, გაბედა დაესვა რამოდენიმე შეკითხვა და საინტერესო პასუხებიც მივიღე.
   თურმე „Only weapon which you have, is your imagination”, რომ თურმე „Imagination is more stronger than all pressure which catch your passions” და ყველაზე მთავარი „ Follow your dreams”.
   შეხვედრაზე კრისტოფერ ჰემპტონმა ასევე ისაუბრა თავის ადაპტაციებზე, რომლებსაც ცნობილი რომანების მიხედვით აკეთებდა და მათი შექმნის სირთულეებზე. ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ყურბან საიდის ,,ალი და ნინოს" კინოსცენარზე მუშაობს. შეხვედრის მიწურულს რეჟისორმა აღნიშნა, რომ ამერიკაში დიდბიუჯეტიანი დაფინანსების შემთხვევაში, რეჟისორს უფლებები შეზღუდული აქვს. ,,ევროპაში სხვა ტიპის პრობლემები დგას. პირველ რიგში არ არის ამდენი ფული, მაგრამ თუ კი გაძლევენ ამდენ ფულს, გაკეთებინებენ იმას, რისი გაკეთებაც გინდა.” 
  ჯანინისთან შედარებით, მასთან შეხვედრა უფრო მოკლევადიანი გამოდგა, რადგან ჟიურის შემადგენლობაშია, და ფილმის სანახავად მიდიოდა...
   მოვახერხე და მისგანაც ავიღე ავტოგრაფი, ვუთხარი როგორი მოხარული ვიყავი და ჩემი სათქმელი საერთოდ, მკითხა რას ვსაქმიანობდი და როცა ვახსენე, მოყვარული მწერალი ვარ მეთქი, მომილოცა რომ ყველაზე კარგ რაღაცას გადაყრიხარ ცხოვრებაშიო.
     დღესდღეობით ჩემს წიგნზე „More Tales From Shakespeare” ორი პატივცემული ადამიანის ავტოგრაფია და მარუ ამაყობს ამით.
    იხილეთ მიმაგრებული ვიდეო


No comments:

Post a Comment