Friday, December 7, 2012

კინოს დღე ნინესთან ერთად


    
                                  
    რა არის კინო?
    ჩემთვის კინო არის ჩემი ცხოვრება, ეს არა იმიტომ რომ ვგიჟდები კინოზე, არა,  ტყუილია, არამედ იმიტომ რომ როცა ვუყურებ რამე საინტერესოს, ამ ფილმით ვცხოვრობ ეს წუთები, ვარ ნებისმიერი მათგანი, პირველი და მეორე ხარისხოვანი მსახიობი. მაგრამ, არა მარტო ეს წუთები, შემდეგი რამოდენიმე დღის განმავლობაში ისევ ფილმის გმირივით ვცხოვრობ, ჩემს ირეალურ სამყაროში, იდეალურში.
"-იცი ჯენარო სამოთხე რას გავს?  რას და პალომას"
(two bits)
Cinema Paradiso
         ჩემთვის ფილმის ყურებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რაღაც რიტუალის მსგავსია, უნდა „ჩაუჯდე“ რამე სასუსნავით, საყვარელ და ახლობელ ადამიანებთან ერთად, უდა გადაერთო სულ ფილმისთვის და თავი გადასაღებ მოედანზე იგრძნო, იტირო, იცინო, შეიგრძნო სცენაში გამეფებული ზამთრის სუსხი, ან პირიქით ზაფხულის მწველი მზე, დაგისკდეს ტუჩები უდაბნოს ხვარტში სიარულით, გადაეფარო მეგობრისთვის ნასროლ ტყვიას, ან გული შეგეკუმშოს ამაღელვებელი
სცენს დროს.
   ასე იყო თუ ისე... უინტერნეტოდ და შესაბამისად ფილმების გარეშე გადატვირთული ორი კვირის მერე, ჩემმა ბავშვობის და კარგა ხნის უნახავმა მეგობარმა ნინემ შემომთავაზა თბილისი ფილმ ფესტზე წასვლა. ცოტა სკეპტიკურად მივუდექი ამ ამბავს თან მეზარებოდა, დასვენება ჯობდა, როცა თავში მარტო სამართალი გიტრიალებს  კიდევ ზედმეტების დამატებას განტვირთვა ჯობდა, მაგრამ  ის მეგობარია, მე კიდე მარუ და როგორც წესია უნდა წავყოლოდი.
   სეანსი დაიგეგმა 6 დეკემბერს, ხუთშაბათს მე კიდევს, გამოშტერებულს 6 პარასკევი დღე მეგონა. ასე იყო... და დილით  ნინეს ზარმა რომ გამაღვიძა და მითხრა დღეს მივდივართო, კინაღამ საწოლიდან გადმოვარდი...
    მთელი დილა ვზოზინობდი, დუნედ მოვმზადე, და სახლიდანაც ისე ნელა გამოვედი რომ სეანსზე დავიგვიანე 15 წუთით...
   გილოცავთ შობას
გიიომ კანე
ამირანის დიდ დარბაზში,  უკუნეთი სიბნელე იყო, ისე, რომ ძლივს მივაგენით ადგილებს. თავიდან ჭორაობა დავიწყეთ, ამდენი ხნის უნახავებმა, მაგრამ ვიღაცამ ფილტვების მთელი ამოსუნთქვით ნათქვამმა ჩშშშ!“ -მ ხმა ჩაგვაწყვეტინა... და თავით გადავეშვი ფილმში.
   ყველაზე სისხლიანი ომის დროს, 1914 წელს, დეკემბერში, დროებით გამოცხადებულ ნეიტრალურ ზონაში, სამი ერის წარმომადგენლები აღნიშნავენ შობას,  გადაწყევტენ შობის სიხარული გაუზიარონ ერთმანეთს და დიდი შიშის მიუხედავად აღნიშნავენ ერთად, და ეს ერთი ღამე შემდეგ გადაიქცევა ჰუმანიზმის დიდ დღესასწაულად, დაუმეგობრდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტენ კიდევაც ერთმანეთს აღარ შეუტიონ, თუმცა, მარტო მათი სურვილი საკმარისი არ აღმოჩნდა, ომი შეეწყვიტათ, მაღალ ეშელონებში, სადაც, ომი როგორც თავისი ნამდვილი გაგებით, არ გამოუცდიათ, სამივე მხარის რაზმებს შლიან და სხვადასხვა ზონაში აგზავნიან...
გარი ლევისი
  ფილმი გაჟღენთილია ყველაფერი კარგით და ამაღელვებელით, წარმოებულია სამ ენაზე, არის შესანიშნავი სპეცეფექტები, ამაღელვებელი მომენტები, საუკეთესო  საუნდტრეკები და რა თქმა უნდა მსახიობები, ისეთი არაჩვეულებრივი და კარგად ცნობილები, როგორც არიან: გიიომ კანე(შემიყვარე თუ გაბედავ), გარი ლევისი(ბილი ელიოტი), დანიელ ბრიუჰლი(მშვიდობით ლენინ!) და ა.შ. ერთი სიტყვით უდიდესი სიამოვნება მივიღე, განსაკუთრებით იმით რომ გერანული საუბარი ხშირად მესმოდა და ისე აღარ ეხამუშებოდა ყურს... ისეთი შეგრძნებაც კი გამიჩნდა, რომ შუქი რომ აინთებოდა გიორგი აღმოჩნდებოდა დარბაზში, თუმცა აინთო და ის იქ არ აღმოჩნდა... გული დამწყდა.
დანიელ ბრიუჰლი
    ამით წესით ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, თუმცა შევცდი, ნინემ თქვა რომ, რუსთაველში სენასზე მაქვს კიდევ ბილეთები, თან მერე მასტერკლასი უნდა ყოფილიყო, ვიღაც იტალიელი მსახიობის და მეთქი ჯანდაბას წავალ...
   ჯანინი, სიყვარული და ანარქია
ფილმს ერქვა სიყავრული და ანარქია (d'amore e d'anarchia) შესაბამისად იტალიური იყო, 70-იანებში გადღებული, ფილმი არის, მელანქოლიურ, ახალგაზრდა ფერმერზე, რომელსაც ანარქისტ მეგობარს მოუკლავენ, და ამაზე შურის საძიებლად, ისიც ანარქისტი გახდება და დაავალებენ მუსოლინის მოკვლას. ხშირად დადის ბორდელში „თავის ბიძაშვილთან“ სალომესთან, სადაც შეუყვარდება მისი მეგობარი ტრიპოლინა, ამ უკანასკნელის გამოისობით ტონინოს  დააგვიანდება დუჩეს გამოსვლაზე წასვლა და ვერ მოკლავს მას, თუმცა ფილმი საბოლოოდ ანტონიოს სიკვდილით მთავრდება, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სულელური სიკვდილი იყო...  თავისი ჩანაფიქრის სიმძიმე რომ გააცნობიერა, შეეშინდა, და როცა პოლიციელები დაინახა თვითონ დაიწყო ყვირილი და თავისი დანაშაულის აღიარება, დაჭრა რამოდენიმე პოლიციელი, ამის გამო ჩააყუდეს ციხეში და იქ ცემით მოკლეს, გაზეთში კი დაიბეჭდა რომ „უცნობმა პიროვნებამ, რომელსაც ბენიტო მუსოლინის მოკვლა სურდა, გააცნობიერა რა თავისი დანაშაული, თავი მოიკლა“. 
  სიმართლე რომ ვთქვა მაინცდამაინც არ მომეწონა ფილმი, თუდაც საუნდტრეკების გამო, თუნდაც, საშინელი ტიტრები, რომლებიც თავის დროზე არასოდს ჩნდებოდა, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჯანკარლო ჯანინი მონაწილეობდა.
   ოოო, ეს დიადი იტალიელი მსახიობი...
 ზუსტად ის იყო ჩამოსული სტუმრის სტატუსით და მისი მასტერ კლასი იყო დაგეგმილი...
  გუშინ აღმოვაჩინე რომ უფრო ზდასრული მამაკაცები მომწონს ვიდრე მანამდე, მსახიობებს ვგულისხმობ რა თქმა უნდა... კიუსაკი, ალან რიკმანი და ეხლა ეს.  საკმაოდ სიმპატიური მამაკაცია, ისევ,  ბევრი შარმი აქვს დარჩნილი ახალგაზრდობისგან და როგორც აღმოჩნდა, ჭაღარამ უფრო მეტი შემატა ვიდრე დააკლო.
    ორი საათი რომელიც მის გარემოშუ გავატარე, არაჩვეულებრივი იყო, იმის მიუხედავად რომ სულ არ ვარ დაინტერესებული ფილმის გადაღებისს ტექნიკებზე და მსგავს რაღაცეებზე, მაინც ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი. ამ ყველაფერმა ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი ემოციები დამიტოვა, მოვასწარი და ავიღე ავტოგრაფი, რომელიც უკვე ძვირფასი გახდა ჩემთვის.
    ამ ყველაფრის მერე, როცა ექვსმა საათმა მოაწია, რუსთაველზე  ერთ კაფეში შევედით (შოკოლადი), მყუდროდ ჩავსხედით  და ძველებურად მოვულხინეთ, ჩაიზე და ნამცხვარზე, ვილაპარაკეთ ალჟირში „მეგობართან“(იუჰუუუ). და მერე აბისთან წავედი...
   აააი, რაც აბისთან მოხდა ეგ უკვე „პრივატ სექრეთ“ არის და ფართო მასებისთვის გაცნობისთვის თავს არ შევიწუხებ.
ჩემი ავტოგრაფი, "ჯანკარლო ჯანინი, სიყვარულით მარის"


No comments:

Post a Comment