Saturday, December 1, 2012

როგორ აღნიშნა მარუმ ზამთრის მოსვლა





  
  დილა ზუსტად ისეთი იყო როგორც გუშინ, ზედმეტად ღრუბლიანი და ნაცრისფერი...  გუშინდელივით გამეღვიძა რვაზე...
 მალე რემაინდერმა დარეკა..... ჰა, ჰა, ის დღეც დამდგარა... უკვე ორი კვირაა პირველ დეკემბერს ვგეგმავ.
  დღეს ყველა სიკეთესთან ერთად ზამთარი მოვიდა! პირველი დეკემბერია, ჰაერში შობის სუნი იგრძნობა, მე კიდე, ისეთი გრძნობა მაქვს რომ დღეს მოთოვს... ალბათ იმიტომ რომ წუხელის "Perfect Christmas" ის ოცნებებში დამეძინა... უუხ, რა იყო მაინც ჰა?  როგორი ფერადი და ამაღელვებელი, მაგრამ დამეძინა და სამწუხაროდ რეალურ სამყაროში გამეღვიძა, ცივ ოთახში ყველაფერი იმის გარეშე რასთან ერთადაც თავს კარგად ვგრძნობ...
  და გამახსენდა, რომ დღესაც აუცილებელია რომ თავი ჩემს ფეხსაცმელში მეგრძნო... პრეზენტაცია მქონდა ბოლოს და ბოლოს...
Candy Canes
   დღეს თამოსთან ვისაუზმე, ძველ რუსთავში, ჩაიზე და ნამცხვარზე და შემდეგ წამოვედი დედაქალაქისკენ.
   საოცარია, რომ არანაირი განსხვავებული განცდა არ მქონია, ალბათ აუცილებელია ზამთრის მოსვლას თან თოვლი ახლდეს სულ ცოტა მაინც.

 უნიში რომ ავედი უკვე თორმეტი ხდებოდა... სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა მოსამზადებლად, პირველ რიგში ვიყიდე ქენდი ქეინები, ანუ შაქარყინული, კოკა-კოლა (რადგან ცხელი წყლის საშუალება არ იყო ცხელი შოკოლადისთვის), შემდეგ მოვიდა მარი, მერე ჩემი ჯგუფელები და ლექტორი.
And Lesson is in My Hands
 და დავიწყეთ...
ანი, თავის სადღესასწაულო გვირგვინთან ერთად

  პირველ რიგში სადღესასწაულო გვირგვინები,  თექის წინდა, სურვილების ფურცლები, ჭიქები, ჭიქებში კოკა-კოლა (მადლობა ზაქროს და იას დახმარებისთვის:)),ტკბილეული, სლაიდები და თბილი საშობაო მუსიკა, მოდუნდი და ყველაფერი ამომიფრინდა თავიდან რაც დაზეპირებული მქონდა, დარჩა ინფორმაცია, რომელიც ბავშობიდან ილექებოდა გონებაში და გადმოვალაგე ყველაფერი... ისე დამთავრდა ვერც მივხვდი რა ვილაპარაკე.. ბავშვებმა დაწერეს სურვილები, რომლებიც მე ვიცი და ყველა ყველა, სოფიასას მაინც ავასრულებ...
ზაქარიამ საშობაო სურვილი ჩაიფიქრა
  შემდეგ ძალიან მხიარული საათები გეგშიძის ბაღში თორნიკესთან, თორნიკესთან, ირაკლისთან, მარიამთან და ჩემს დასთან ერთად...


   დეკემბრის პირველი მზიანი და თბილი დღე საყვარელი ხალხთან გავატარე...
   მიყვარხართ ყველა, განურჩევლად სქესისა და სოციალრი სტატუსისა... იმიტომ რომ ჩემი მეგობრები ხართ, თქვენთან ერთად გავატარებ კიდევ ასეთ უამრავ დღეს და იმაზე მეტ თოვლიან დღეს და ვიქნები ყოველთვის ბედნიერი და მხიარული, გამაგიჟებს და გამათბობს თქვენი თანადგომა და ღიმილი...
guyes... luv you
                                                                                          მარუ. 2012 1 დეკემბერი
















No comments:

Post a Comment