Friday, December 6, 2013

წერილი ჩემს ჯარისკაცს

დღეს ავტობუსით მგზავრობისას, რა თქმა უნდა გადაღლილი ვიყავი და მოწყენილი ამის გამო, ვუსმენდი რომელიღაც რუსულ სიმღერას, სავარაუდოდ “Малиш”-ს, როცა ნაცნობი სურნელი ვიგრძენი სუნამოსი...  ოდნავ ტკბილი, მკბენარი და მამაკაცური...  კარგად იცი როგორ ვიცი ჩემი გონების წვალება სანამ სასურველს მივაგნებ. ხოდა, მეც ვიფიქრე, სანამ არ გამახსენდა რომ ჩემი ჯარისკაცი, მაშინ ჯერ ისევ “შინაური ჰიპი” ხმარობდა ხოლმე ამ სუნამოს, მეც ყოველ მასთან გასვლაზე ცოტას ვიპკურებდი ხოლმე, ამიტომ იყო ის ასე ნაცნობი. იმავე წამს საშინლად მომინდა გვერდით მყოლოდი, მენატრებოდი ყოველთვის, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, იგივე გრძნობა როცა გრძნობ რომ რაღაც ნაწილი გაკლია სულის. გადავწყვიტე სახლში მისვლისთანავე შენთვის წერილი მომეწერა... და მეც აქ ვარ!


  როცა ამბობენ  თანაშეზრდილებიო, ზუსტად ვიცი ჩვენი ამბავი ამისი საუკეთესო მაგალითია. მე, ნინო, შენ და ჩემი და დაბადებიდან ერთად ვართ, ჩვენს წინ იზრდებოდით შენ და ქეთი, ყველანაირ საძაგლობას ჩავდიოდით ერთად, ერთ მაგიდაზე ვჭამდით, ერთად ვთამაშობდით, მთელი ღამე ერთად ვუყურებდით ფილმებს, ყოველი დღესასწაული ერთად, ყველა ჭირი, ლხინი, თუ უბრალოდ “პურის ჭამა”, მიყვებოდი შენს საიდუმლოებებს, მეც გიყვებოდი... რა გვქონდა დამალული ერთმანეთისგან?!
   ჩემი ოც წლიანი ცხოვრების  90% თქვენთან მაქვს გატარებული, როცა რამე მიჭირს პირველად თქვენი სახეები მიდგება წინ და საშველად გეძახით, ჩემი აზრით სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს თუ არა და-ძმური სიყვარული.
   ჯერ სამი თვე გასულა  რაც ჯარში წახვედი, გახსოვს წასვლამდე, როცა ჯერ ისევ ტანსრული, დიდთმიანი უბნის ბიჭი იყავი და წუხდი ერთი წელი როგორ უნდა გაგეძლო ჯარში, რამოდენიმე კვირის წინ კი, ბოლოს რომ გნახე სულ სხვა თენგო დამიდგა თვალწინ, ძალიან სიმპატიური და ძალიან მონატრებული ბიჭი, რომლის დანახვისთანავეც ცრემლები მომადგა.
  სხვებს რომ ვუყურებთ მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ ჩვენც როგორ გავიზარდეთ, შევიცვალეთ, ხედავ, შენ უკვე აპირებ სწავლით დანარჩენებსაც გვაჯობო, უკვე გეგმები გაქვს, შემართული ხარ... და იცოდე, სხვების გარეშეც შეგიძლია მიაღწიო წარმატებას, სხვის დაუხმარებლადაც, მხოლოდ მიზანი უნდა გქონდეს ძლიერი...
  წინ დაგრჩა სუუულ რაღაც 270  ერთნაირი დღე და მერე რომ დაბრუნდები ალბათ საერთოდ ვეღარ გიცნობთ, კომპიუტერში შემძვრალი ბიჭუკა კი აღარ იქნები, იქნები კაცი რომელიც ცხოვრების აზრსაც იქნება ჩამწვდარი და ნამდვილ ურთიერთობებსაც...
  შენ იცი, ჩემგან ამის თქმა არ გჭირდება რომ მიყვარხარ, მაგრამ მიყვარხარ არა ისე როგორც მეგობარი, ან ნათესავი, ან საუკეთესო მეგობრის ძმა, არამედ როგორც საკუთარი ძმა შეიძლება უყვარდეს ადამიანს.
 ჯერ-ჯერობით ველოდები შენს ჩამოსვლას ახალ წელს... მერე ახალი ტალღა დაიწყება მონატრების და ალბათ ის დროც მალე გაირბენს და “ვაენნი ბილეთით” ხელდამშვენებული დაუბრუნდები უბანს :*

                       შენი მარუსა

No comments:

Post a Comment