Sunday, December 8, 2013

თავისით დაწერილი პოსტი


   



     “დღეს, 13 დეკემბერს, ჩვენს დედაქალაქ თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, თუმცა დღის მეორე ნახევარში მზეც გამოანათებს...”
  “გაცივდები გოგო, ჩაიცვი” სარეკლამო პაუზაზეა გასული მიკი
  მეც ვხვდები რომ მცივა, არა აქ ყინავს, თავად ჩამთბარ სტუდიაში ზის, მე კი გაყინულ სამზარეულოში და წუთში ერთხელ ვუყურებ ტელეფონის ეკრანს.
  სულ ერთია რას იძახიან ამინდის პროგნოზებში, ჩემს გარეთ გაყვანას მაინც არავინ აპირებს.
  მთელი თვის განმავლობში პირველი, სრულიად თავისუფალი დღე მაქვს, და სრულიად თავისუფლად ვატარებ სახლში. გადავიფიქრე კლუბში წასვლაც, დღეს ისეთი პირი უჩანს ფუნიკულიორზეც ვერ წავალ, აბი დამირეკავს და მეტყვის დაღლილი ვარო, მე კი ახლა ყველაზე ნაკლებად სახლში ჯდომა მინდა...
 
   “მინდა თოვდეს,
   ქსოვდე წინდას...” მითხრა რატიმ... ამის სანაცვლოდ კი გარეთ საერთოდ არ თოვს და მე წინდის მაგივრად ხელთათმანს ვქსოვ, ჩაის ვწრუპავ და ჩემს წინ სავარძელში ჩაფლულ რატის ვუყურებ... ბოლო დროს აშკარად გასუქდა... ბევრს სვამს და ლექსებსაც ვეღარ წერს
  “გოგო, შენ შენს თავს მიხედე...  გამოცდები კარზეა და შენ ისევ უიღბლო რომანის ტყვეობაში ექცევი”
  ჩემს თავს თავად მივხედავ, აღარავის მივცემ უფლებას მომატყუოს..
  “შენ კიდევ არ იცნობ კაცებს”
 არც შენ იცნობ ქალებს, მითუმეტეს მე, აღარავის ვაპატიებ ჩემს მოტყუებას... დღეიდან ფემინისტი ვარ!
  “ფუფ, იცი კია რა არის ფემინიზმი?”
 (ჩემი წინა პოსტი ნახე რატი)

                                                           “...დეკემბრის ცამეტს შეგცივდა მახსოვს,
   და ჩვენს ქუჩაზე, ტრამვაის ხაზი
   თეთრ ძაფს მოჰგავდა, ხელთათმნის საქსოვს...”

  გიორგი, 2013 წელია, ტრამვაები, როგორც არ უნდა ვწუხდეთ, თბილისში აღარ დადიან, მხოლოდ მეტრო და ავტობუსები. ჩაკვდა რომანტიკა ქალაქში, წითელ-ყვითელ ფოთლებთან ერთად გაიყინა. თბილისი აღარაა ურთიერთობა, ეს სახელი მხოლოდ facebook-ის გვერდს დარჩა...  პაემნები, სიესტები, ბალები... დღევანდელი უკუღმართი ურთიერთობები ყველაფერ წმინდას უარყოფენ და გაშიშვლებული ურთიერთიბებიც აღარ ანიჭებთ სიამოვნებას. თუმცა შენ ეს იცი... კარგად იცი და წუხარ კიდეც...

   სახლში ჩამობნელდა, ეს დღე ისე დამთავრდა არც დაწყილა... მე ვზივარ და სიბნელეში კაცების აჩრდილებს ვაკვირდები, თმაგაწეწილი გიორგი ზანგური  რატის სავარძლის სახელურზე ჩამომჯდარა და წარბქვეშიდან მიყურებს...
  “ხომ იცი შენ თავად შეგიძლია სიყვარული შექმნა” ერთად იძახის ორივე
   რომელი ღმერთი მე მნახეთ?  არ იქნება ქვეყანაზე სიყვარული? არ იქნება ტკივილი, ტანჯვა, იმედგაცრუება...

"Представь себе весь этот мир, огромный весь, 
Таким, каким он есть, на самом деле есть. 
С полями, птицами, цветами и людьми, 
Но без любви, ты представляешь, без любви....

...Только мне не нужен, слышишь, мне совсем не нужен 
Мир, где мы с тобой друг другу не нужны. "

  საიდანღაც ძველ ფირზე ჩაწერილი ხმა მესმის...
  საპასუხოდ რა შემიძლია ვთქვა...

Oh no, my friend
Love is 
  

            the End...

1 comment:

  1. sheni pero rom ukan gaircho da giginit gauyve gzas ara?

    ReplyDelete