Friday, January 24, 2014

ჩემი ყოფილი შეყვარებული


(მოგონება ჯერ არ მომხდარიდან)

ტუ.. ტუ..ტუ.. ნაწყევტ-ნაწყვეტ ისმის ტელეფონში
 ყურმილი დამიკიდა ამ გამოსირებულმა
 “არ ცალია” ნაძალადევი ღიმილით  ვეუბნები ჩემი მეგობრების ხროვას და კლუბის შესასვლელისკენ მივერეკები
  წამიხდა ხასიათი, დღემდე ვერ ვხვდები რამ შემაყვარა ეს გოგო... ან ვაფშე მიყვარს კი...
  “ჯერ ბარისკენ წავიდეთ” გამაყრუებლად ყვირის რომელიღაცა.
 დანარჩენებს მივყვები

...

  გძე ტა, შვიდი თვის წინ, გადამღლელი  ორი თვის მერე, როგორც იქნა სწავლისთვისაც მოვიცალე და როცა ჩემს გარდა ყველა დაკავებული იყო, საჯარო ბიბლიოთეკაში წავედი. ადვილი მეჩვენა სახლში წაკითხული კოდექსი, კომენტარებიც ადვილი უნდა ყოფილიყო, თან ტესტებისთვის ზედმეტი თავის ჭყლეტა არაა საჭირო.
  “ნახევარ საათში იქნება თქვენი წიგნი”
  ჩასუქებული ბიბლიოთეკარი  ძლივს გამოეტია დახლს მიღმა კარში.
 ესღა  მაკლდა! დროს მაკარგვინებენ ეს ჩემისები...
 დარბაზი გადაჭედილი იყო ბებერი პროფესორებით, სასულიერო აკადემიის ძალით წიგნიერი ხალხით და ჯიბეგამოხვრეტილი მაღლიველებით.
 მცირე დარბაზში უმინო თეჯირიდან, თვალიშისაცემად განათებული ვაშლი დავინახე... ეს ის საოცნებო ვაშლი იყო ჩემს ჯიბეშიც რომ ისვენებდა მთელი დღე მესიჯობისგან.
 მერე დავინახე მისი პატრონი: ოდნავ მოხრილი, დიდ კაშნეში გახვეული გოგონა ცალი თვალით კომპიუტერში, ცალით წიგნში რომ იყურებოდა... დიდი გულმოდგინება არ ეტყობოდა,  მე კი  პირველივე შეხედვისას რაც ვიფიქრე - ფულიანი იქნება მეთქი... მაშინ კომპიუტერის გარდა არაფერმა მიმიზიდა მისკენ, არც  დახვეწილმა, აკადემიურმა ჩაცმულობამ, არც აკურატულობამ, მხოლოდ ამ მბრწყინავმა ვაშლმა.
 ჩემდა ბედად მის გასწვრივ მერხებზე არავინ იჯდა.
“აქ შეიძლება დავჯდე?”
“აჰა” ისე მითხრა თავი არც აუწევია
“მაშინ დამიკავეთ, არავინ დაჯდეს სანამ წიგნს მოვიტან”
“კარგით” და მაშინ აწია მხოლოდ თავი
  ჩვეულებრივი გოგო იყო, არც მაინცდამაინც გამხდარი, მოკლე, ჟღალი თმა ქონდა, ფერმკრთალი სახე და გულგრილი თვალები...

...

 “შენ რამდენს შემოგვწირავ?” ყურში ჩამყვირის ალექსი
 “70 ჩემი ძმებო”
 ვიცი ეს დასაწყისია, ხვალ რომ გავიღვიძებ ჩემი საფულის დანახვისას ამეტირება, მაგრამ  ღირს ეს რამოდენიმე საათი ამად.
  ნახევრად ჩაბნელებული დარბაზი გადაჭედილია ხალხით, ყველას გაუგია დღეს შემოსვლა რომ თავისუფალია... ნამდვილი სამოთხეა, ყველა მაგიდასთან გოგოები სხედან... თან ისე იყურებიან აშკარად მიხვდები რატომ მოვიდნენ აქ... ვოტ, ი მეც აქ ვარ!

 ვცდილობ თავიდან ამოვიგდო ჩემი შეყვარებული და მთლიანად მათზე გადავერთო...

“რომელ უნივერსიტეტს წარმოადგენენ ეს სილამაზეები?” ვკითხულობ და მოხითხითე გოგოების მაგიდასთან ვჯდები


...

“ილიაში ვსწავლობ” ცოტა გაბრაზებული ჩურჩულებს და მითითებს რვეულზე დაკრულ უნივერსიტეტის ლოგოზე “ეხლა თავზე დაგვადგებიან, მიხედე შენს წიგნს”
 “რომელ ფაკულტეტზე?” მე მაინც არ ვეშვები
 “სამართალმცოდნეობა, მესამე წელი და გაჩუმდი, თავგზას მიბნევ”
 “არაფერი ხდება შემთხვევით, შენ ჩემი  ანგელოზი უნდა გახდე...”
 ისე შემომხედა მეგონა მომკლავდა
 “იურიდიულზე ვარ მეც... უნდა მიშველო, ხვალ გამოცდა მაქვს...”

...

  “რას დალევთ გოგოებო?”
მთელი ჩემი სასტავი გარშემო მყავს უკვე
  “მარწინი”- გაწელილი ასოებით იძახის რომელიღაცა, სახეზე სქლად დადებული ტონალით და საფეთქლებამდე ასული თვალის ფანქრით “გამოპრანჭული” გოგო
  “წადით, მოუტანეთ მერე მარტინი”-ხელით გვიბიძგებს კოტე მე და ალექსის და წამში ჩემს ადგილს იკავებს მაგიდასთან
 “ამას მოვკლავ!” მეუბნევა ალე და  ხალხში მიიკვლევს გზას





...

 “ჩავაბარე, 19 ავიღე 30-დან” ჯერ არ გაუხდია ქურთუკი ისე ვეუბნევი მარის
 “ყოჩაღ! წინსვლა არის?”
 “თან როგორი... დავალებული ვარ შენგან”
 “მე არაფერი გამიკეთებია”
 “რას დალევ? ყავას, ჩაის?”
 “ჰმ... აჩო, შეილება ასე დაგიძახო?... აზრზე არ ვარ აქ რატომ მოვედი..”
 “იმიტომ რომ მე დაგპატიჟე”
 “ხოდა, რატო დამპატიჟე?”
 “მადლობა რომ გადამეხადა შენთვის”
 “მე ხო გითხარი არ არის საჭირო თქო, მითუმეტეს მე არაფერი გამიკეთებია, ჯობია წავიდე”
 ცოტაც და მოვკლავდი. არ  ვარ ძალიან ლამაზი, მაგრამ იმის  ნიჭი ნაღდად მაქვს გოგო ადვილად დავაბა, მითუმეტეს ასეთები, ბიჭის ყურადღება ჯერ რომ არ ღირსებიათ და ამის გასამართლებლად კაცთა მოდგმის სიძულვილს რომ იჩემებენ, სინამდვილეში ერთი კომპლიმენტი ყოფნით დასაბმელად.
 დრო იყო ტაქტიკა შემეცვალა.
“მისმინე, მარი, ჯერ არ მინდოდა ამის თქმა, მერე ალბათ  იტყვი ბაბნიკიაო და ა.შ. მარა ეხლა არ მინდა შენი გაშვება და  იმიტომ რომ მომწონხარ ძალიან”
 “ღადაობ? ღადაობ ხო?” - ქურთუკს დაწვდა და ჩაცმა დაიწყო
 “არ ვღადაობ, მართლა გეუბნები”
 “აჩო სულ ერთხელ მნახე”
 “ხო არ გეუბნები მიყვარხარ თქო. მოწონება პირველივე ნახვისას შეილება”
 არ ვიცი რა იფიქრა, მიყურა ცოტა ხანს თვალებში, მერე დაჯდა და შავი ჩაი შეუკვეთა


  ...

 “სიგარეტი გაქვს?” მეკითხება ზუსტად ის “გამოპრანჭული” გოგო
 “მაქვს”
 “გავიდეთ გარეთ?”
  ჰმმ... არც დამჭირვებია ძალის დატანება, თვითონ გააკეთებს ყველაფერს
 გარეთ-ის მაგივრად ტუალეტში მივდივართ
 სიგარეტზე ვუკიდებ და ვიცდი სანამ ლაპარაკს არ დამიწყებს
“რამდენი წლის ხარ?”
“18”
“ვა, პატარა ხარ, მე 22-ის”
“იმედია ასაკი რამეს არ წყვეტს”
“არა რა თქმა უნდა” სიგარეტს აგდებს და ეგრევე მკოცნის


....

“რამდენი წლის ხარ შემახსენე აჩო” მასთან ჩატის ხასიათზე ნაღდად არ ვიყავი,  სახლში გაიგეს  ჩემი გაცდენების ამბავი და მამაჩემი მაგრად დამემუქრა, ალექსიმ კი ჩემი გულისთვის რაღაც ივენთი გამაზა და ამის გამო მეჩხუბებოდა
“18, მალე 19ს გავხდები”
“ღადაობ? ხო მითხარი ოცის ვარო?”
“როდის გითხარი?”
“მასე მითხარი, რომ მესამე კურსზე ვარო”
“არ გეტყოდი... და ეს რა, პრობლემაა?”
“აქ ამაზე სალაპარაკო ადგილი არ არის, შევხვდეთ და ისე ვილაპარაკოთ”
“არ შემიძლია ჯერ, დაკავებული ვარ ეს კვირა”
“მაშინ სულ არ გვინდა”
“შენ რა აპირებ ურთიერთობის გაწყვეტას?”
“რა თქმა უნდა... ჩემი დის ტოლი ხარ ბოლოს და ბოლოს”
“შენს სახლთან ვიქნები 10 წუთში, გამოდი და ვილაპარაკოთ”...


...

 “შენთან წავიდეთ?” მეკითხება მშრალად და მაკიაჟს ისწორებს, ჩანს არც ისე იშვიათია ასეთი შემთხვევები მისთვის და როგორც ჩანს მე გაცილებით ძვირი დამიჯდება ეს ღამე ვიდრე ვფიქრობდი
“ჩემთან ვერა, მშობლები არიან, სასტუმროში წავიდეთ”
“ჯობია მაშინ ჩემთან„
  არ ვიცი მისი სახელი, არც მაინტერესებს, ხვალ რომ შემხვდეს გამარჯობასაც არ ვეტყვი, მაგრამ ახლა ისე ვარ ჟინით ანთებული, ვინმესთან რომ არ დავიხარჯო გავსკდები. რიგითი მასტურბაცია კი არ იქნება, არამედ ნამდვილი გაშპაკლული გოგო, ეს დიდი რაღაცაა ჩემს სიტუაციაში მყოფი კაცისთვის

 “შეგიძლია ერთი ღამით შემიყვარო?” ფეხს ფეხზე იდებს და ისე მაწვდის ყავის ჭიქას
 “სამუდამოდ.” ვატყუებ და ვუღიმი
 “მე მარტო ერთი ღამით მინდა შეყვარება, ისე მომექეცი როგორც შეყვარებულს მოექცეოდი”
 “არ შემიძლია შენს ადგილას მისი წარმოდგენა”
 “შენ რა შეყვარებული გყავს?” ეცინება
 “ხო რა... დაახლოებით”
 “მერე ეხლა ჩემს ადგილზე ის არ უნდა იყოს?.. ვიღაცას ბიჭი ავახიე, იო”
 “არ იქნებოდა, ძერსტვენიცაა ისევ”
 “შეგიქებ გაძლებას”
 “არ გვინდა რა ეს შესავლები, საქმეზე გადავიდეთ”


...

“მე შენ მიყვარხარ” დავწერე ტექსტ ველში და ისევ წავშალე, უკვე მერამდენედ... რა მიშლიდა ხელს ამის თქმაში ვერ ვხვდები, მაგრამ აშკარად ვერ ვეუბნეოდი, ალბათ მეშინოდა რომ ტყუილად ჩამითვლიდა და ურთიერთობას გაწყეტდა...
 ღმერთო, ასე ვთქვი “მეშინოდა”?
 მისნაირს კიდევ ბევრს ვიპოვიდი, მაგრამ რაღაცნაირად მიზიდავდა. ძლივს მოვიპოვე მისი ნდობა, გულახდილად და თბილად დამიწყო საუბარი, მაგრამ გველნაკბენივით წამოხტებოდა ხოლმე, ლოყაზე რომ მოვეფერებოდი ან ხელს გადავხვევდი, მაგიჟებდა მისი უარები და უფრო მაძლევდა სტიმულს, როგორმე ჭკუაზე მომეყვანა ლამის დაფრიგიდებული გოგო.
 “ალო!” ნამძინარევი ხმა გაისმა ყურმილის მეორე მხრიდან და მე კინაღამ ჩავიჯვი.
 “როგორ ხარ მარუ?”
 “მეძინა რა ვიცი, შენ?”
 “ისე რა... რაღაც უნდა გითხრა... წესით ეხლა შენ წინ უნდა ვიდგე და ისე გეუბნეოდე, მაგრამ ამ წუთას რომ არ გითხრა მერე არ ვიცი შევძლებ თუ არა ისევ... იტოგში, მარუ... მიყვარხარ”
  “ტუ, ტუ, ტუ”
 ტელეფონი გამითიშა!


...

 “საძიენბელში წავიდეთ?”
 “მიდი და მოვალ, ხელმარჯვნივ პირველი კარია”
 აუ ახლა გაათენებს აბანოში...
 მუქფარდაჩამოფარებული ოთახია, არეული და პარფიუმის ტკბილი სუნით გაჟღენთილი,  საწოლზე ვჯდები, აბრეშუმის თეთრეულზე და გეგმებს ვაწყობ, პოზებს ვარჩევ, ვცდილობ სრულყოფილად გავაკეთო ყველაფერი, რომ არ შევრცხვე, თორე ლამისაა ჩემი შეყვარებულის ხელში იმპოტენტი გავხდე, თავისი თბილი ენა გაიკვეტოს უკან, კაცებს სხვა რამე ჭირდებათ, ამიტომ სრულიად მართლზომიერად ვარ ამ ოთახში და სინდისიც არ უნდა მაწუხებდეს...
 ტანზე გაუხდია, ფუ ამის... ბარემ სულ გაშიშვლებულიყო,  კალთაში მიჯდება და მკოცნის, ნახევრად ბნელა  ოთახში ამიტომ კარგად ვერ ვამჩნევ რა დარჩა მაკიაჟის მოშორების მერე, მაგრამ რბილი კანი და ცხელი მკერდი რომ აქვს ამას კი ვგრძნობ.
 “დღეს ჩემი ხარ, უმიზეზოდ, მთლიანად” ხელს მკრავს და საწოლზე მაწვენს...
 ღვთაებაა!



...

“თუ ჩემი შეყვარებული გინდა გახდე, მაშინ რამოდენიმე პირობა მინდა დადო, შენც თავისთავად შეგიძლია მთხოვო რაც გინდა”
 მზიურში ვართ, მე სკამზე ვზივარ, ის კი ჩემს წინ  ბორდიურზე დადის წინ და უკან და სასაცილოდ იმანჭება
 “რაც გინდა ლამაზო”
 ჩერდება და ხელს მაღლა წევს
 “ეგეთ ბანალურობებს ნუ მეტყვი, შეიძლება მსიამოვნებს  მარა მაინც ბანალურია”
 “შენ ჩემი ლამაზი ხარ და ამას მილიონჯერ გეტყვი კიდევ”
 “შენს სწერვაჩკა დაქალებში ნუ გამრევ ნურასოდეს, ნუ მომთხოვ რომ მათ დავემგვანო, ნუ მომატყუებ, ნუ დამაძალებ ისეთი რაღაცის გაკეთებას რაც არ მინდა, მათ შორის სექსს,  ჯერ არ ვაპირებ და თუ დავაპირებ ამას პირველს შენ გეტყვი... ნუუ დანარჩენი რაღაცეები გზაში მომაგონდება”
 “შენ ჩემი შეყვარებული ხარ, როცა მენდომება, სადაც მენდომება, მაშინ გადაგხვევ ხელს ან გაკოცებ. ისეთი მომწონხარ როგორიც ხარ და შეცვლასაც არასოდეს მოგთხოვ, ყოველთვის უნდა მყავდე გვერდით  საჭიროება იქნება ამის თუ არა, მაშინ გეტყვი “მიყვარხარ”ს როცა მომინდება, ვერ გამაჩერებს ხალხი და სიტუაცია... მოდი აქ...”
  გვერდით მიჯდება, ფართო,  მაქმანებიან სარაფანს  მუხლებზე იფარებს და სახეზე მაშტერდება
 “ეხლა ალბათ მეც უნდა გითხრა რომ მიყვარხარ და გაკოცო ხო?”

...

 საოცარ შვებას ვგრძნობ, გრილი აბრეშუმის ზეწარიც, კანზე შეხებისას  მხოლოდ სიამოვნებას მგვრის, არადა ოთახში ისეთი ტემპერატურაა უნდა მციოდეს.
  გათენებულა, ფარდები გადაწეულია, შემოდგომის თეთრი მზე ანათებს და შუქით ავსებს ოთახს. ხელებგაშლილი ვწევარ და ვცდილობ წუხანდელი მოგონებები აღვიდგინო, შიშველ მოკუნტულ გოგოს ჩემს მკერდზე ძინავს და ცხელი სუნთქვით მათბობს.
 იდილიაა, ახლა ალბათ უნდა ავდგე და ყავა მოვუმზადო, ქათინაურები ვუთხრა და მადლობა გდავუხადო ამ ღამისთვის.
  ტელეფონი კომოდზე დევს, 09:30-ს აჩვენებს საათი, სამი უპასუხო ზარი და ერთი ტექტური შეტყობინება მაქვს.
 ყველა გამოტოვილი ზარი მარუსგანაა...
 აუუფ, ამისი არსებობა სულ დამავიწყდა.
 ვიცმევ ჯინსს და სამზარეულოში გავდივარ.
 “გისმენ!” მოწყენილი მპასუხობს მეორე მხრიდან, შიშის და სირცხვილის გრძნობა მიპყრობს
“ისეთი მთვრალი ვიყავი ვერ დაგირეკე მარუ, ბოდიში. როგორ ხარ?”
“შენ როგორ ხარ? სად ხარ?”
“სახლში, ეხლა გავიღვიძე”
“სახლში არ ხარ!”
“და შენ რა იცი?”
“აჩო, ჩემი შეყვარებული აღარ ხარ!..”
“რას ბოდიალობ?”
“ხო ვშორდებით, აღარ დამირეკო”
“რა მიზეზით?”
“იმას კითხე ვისთვისაც ლოგინში საუკეთესო იყავი”
“რაა... რას იძახი, წესიერად ამიხსენი..”


 გვიანი იყო, ყურმილი დამიკიდა.

1 comment:

  1. შენი აზრით მე ასე მოქცევა შემიძლია? @@

    ReplyDelete