Friday, January 24, 2014

Hey, I'm sober.

   ნუთუ 93-ში იმიტომ გაჩნდი რომ მე შემყვარებოდი?!
 არა ამის უკან აშკარად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იმალებოდა, მაგრამ მე მაინც შემიყვარდი. არ ვიცი ეს რა მომენტში მოხდა, მაგრამ მოხდა და ამას წინ ვეღარაფერი დაუდგება…
 თურმე სიყვარული ლამაზი ყვავილებიდან, ყურადღებიდან, პაემნებზე სიარულიდან, კოცნიდან, “მიყვარხარ”-ის ძახებიდან მოდის…
  აბა როგორ მოხდა რომ ამის გარეშე შემიყვარდი?
  და თუ შემიყვარდი რატოა რომ 1+1=0
  რატომ არ ვარ მე შენი ანტურაჟის ნაწილი?
და მაინც მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ იმაზე ძლიერ, იმაზე ღრმად და იმაზე უკიდეგანოდ ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო.
 ჩუ! ნუ მეტყვი რომ შენ არ გიყვარვარ, ეს ისედაც ვიცი, ვიცი როგორი ცივი  და ფრიგიდული იქნება ჩემი ცხოვრება შენს გარეშე და მანც არაფერს გთხოვ,  არ გაიძულებ, დავამტკიცებ რომ ნამდვილი, წმინდა სიყვარული მხოლოდ ორ ადამიანში არ სახლობს, მას შეუძლია ერთშიც იცხოვროს, მისი ნაწილისგან განცალკევებით და შორიდან გეფეროს, იზრუნოს შენზე, შეუხებლად კოცნის და კანზე თითების სრიალის გარეშე.
 საამისოდ ძლიერო ვარ!

 მე ამას დავამტკიცებ!

1 comment:

  1. რას იზავ ზოგიერთი მთვარის ძებნაში ერთგულს ვარსკვლავებს ვერ ამჩნევს.. ზოგი წვრილი ვარსკვლავების დევნაში მთვარეს ვეღარ ხედავს...

    ReplyDelete