Thursday, September 6, 2012

ჩემი ოთხი სიყვარულის(?) ისტორია



* * *
 პირველი სექტემბერია, ფარჯრის რაფასთან კლასის გოგოები ვდგავართ და სკოლის შესასვლელთან თავმოყრილ ხალხს ვათვალიერებთ..
  ქუჩის გადაღმა რამოდენიმე ბიჭი დგას, შეჯგუფული და მხიარულად საუბრობს...
–შეხედეთ, ბიჭი რომ დგას ნაცრისფერი უქრთუკით ჩვენი ახალი კლასელია, ვიცნობ– თავმომწონედ ამბობს ლიკა და ერთ–ერთ მათგანზე გვანიშნებს
–დანარჩენები?
   დანარჩენები ჩვენი კლასელები იყვნენ, ან უბრალდ სკოლელები... ერთის გარდა...
   დღესაც მახსოვს, მაშინ მოდაში ახალი შემოსული იყო კლასიკური სტილის ქურთუკები, თმა წინ აპრეხილი ქონდა,  ბეჭებში ოდნავ მოხრილი იყო, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაწყობილი და გულიანად იცინოდა...
–ნეტა ვინ არის?–მივხვდი რომ მე ვთქვი
–ნანა ტაბატაძე ხო იცი, იმის ბიძაშვილია, რა იყო მოგეწონა?
–არა, რას ამბობთ, რა მომეწონა...
  ზარი დაირეკა და კლასში შევერეკეთ.
–მარ, გაფრთხილდი, არ შეგიყვარდეს.–მხარზე დამეყრდნო ჩემი მეგობარი და სევდიანად ჩამიღიმა...
   ხო გულთმისანი გამოდგა, მე კიდევ იმის სიტყვები ერთ ყურში შევუშვი და მეორედან გამოვუშვი...
   და მე შემიყვარდა... პირველად.
   ძალიან მაგარი იყო ის პერიოდი როცა მე ტატო მიყვარდა.. ვცდილობდი ყოველთვის მასთან ახლოს ვყოფილიყავი, დამენახა, ან მე თვითონ გავჩხეროდი თვალში, ეტყობა  კარგად ვერ ვმალავდი რაც მემართებოდა, იმიტომ რომ კლასში ყველა ამაზე ჩურჩულებდა, ერთხელ მეუბნება ჩემი კლასელი,
–მარი, თუ შენ მე ორ ლარს მომცემ მე გეტყვი ტატოს დაბადების დღე როდისაა.– რა თქმა უნდა მივეცი.
  თუმცა მას სულ არ ვაინტერესებდი, ვერც კი მამჩნევდა, მე კიდევ ვტიროდი ღამე, ვწერდი სისულელებს, სადაც forever together ვიყავით მე და ტატო, რომ ჩვენი სიყვარული მაღლა იდგა ყველაზე და ყველაფერზე, ეხლაც მეცინება მაგრამ იცით რამდენჯერ დამიყნოსია მისი ქურთუკი, ხელი მომიკიდია მისი ჩანთისთვის და მიგრძვნია რომ ჩემს გვერდით იყო.

  მაშინ მე მეშვიდე კლასში ვიყავი და ნორმალურად ჯერ კიდევ არ მესმოდა ბიჭის არსი, სიყვარულის მითუმეტეს და მეგონა ტატო ჩემი ერთადერთი იქნება მეთქი და თუ ის უარმყოფს, ან თავს მოვიკლავ ან საერთოდ კაცისკენ აღარ გავიხედავ მეთქი...
    და ამ დროს გამოჩნდა მეორე...
   მომღერალი იყო, ქერა და ცისფერთვალება, ანტიპოდი ტატოსი და ისევ შემიყვარდა (?) ოთხი წელი ვგეგმავდი, როგორ ჩავიდოდი დაქალთან ერთად  ბერლინში, როგორ შემამჩნევდა კონცერტზე და როგორ გამიცნობდა... და მერე ვიცხოვრებდით ერთად ჩვენს ოთხ შვილთან ერთად (უილიამი, რიჩარდი ლილი და მართა) ეჰ, მუხთალო წუთისოფელო...
   ამ დროს სრულწლოვანებასაც მივაღწიე და სხვებმა მითხრეს რომ ისევ ვიყავი შეყვარებული. თუმცა ეს ამბავი გაცილებით ადრე დაიწყო. სამი წლით დარე, ბანაკში, მაგრამ მეგონა არაფერი ხდებოდა, მაგრამ, მერე შეძახილმა გამახმო და შემიყვარდა.
  ეს რაღაც დელიკატური იყო.. თამაშში დაბრუნება! მეტი იყო ვიდრე წინა გრძნობები, წმინდა, ახალი, ამაფეთქებელი, უკეთესი იყო, ვიდრე ნებისმიერი ნარკოტიკი, ვიდრე სმაკი, ექსტაზი, კოკაინი, მარიხუანა, ბლოტერი, აისიდი,  ვიდრე კოქსი. უკეთესი იყო ვიდრე სექსი, ტანტრა, კამა სუტრა. უკეთესი იყო, ვიდრე შემწვარი კარტოფილი. ვიდრე ჰარი პოტერის საგა, ვიდრე ჯონ კიუსაკი თავისი 2012.  უკეთესი ვიდრე ჯიმი ჰენდრიქსი, ბიტლები თავისი აბეი როუდით, ვიდრე პირველი ადამიანი მთვარეზე. მეტი იყო ვიდრე თავისუფლება, სიყავრული ან სიცოცხლე!
   მაგრამ გაქრა, მომბეზრდა და.. ვცადე მისი ადგილი სხვას შეეცვალა...
  აქ კიდევ ერთხელ გამაფრთხილეს მისი გაცნობის შემდეგ რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან მეტკინებოდა, და ისევ არ დავიჯერე, ისევ ვეცადე თავიდან განმეცადა ყველაფერი და დასაწყისშივე ჩამეფუშა...


იქნებ ეს ყველაფერი მეტი იყო ვიდრე სიყვარული და იქნება არც იყო სიყვარული. ჯერ ჩამოუყალიბებელი ვარ და ალბათ ამისი ბრალია რომ არ ვიცი ზუსტად ეს განცდილი გრძნობები სიყვარული იყო თუ არა...
 არ მინდა მჯეროდეს, სიყვარულის ისტორიების, თავს ვარწმუნებ რომ არ არსებობს ქვეყანაზე არაფერი მსგავსი სიყვარულისა (ქალი+კაცი), რომ ყველა ოჯახი მხოლოდ სიმპატიაზე, ანგარებაზეა და ტრადიციაზეა დაფუძნებული, მაგრამ ვიცი რომ ეს ისაა რაც მე მჭირდება, თუნდაც ყველაზე ამორალური რაღაცა იყოს ჩემთვის...
  ეხლა ვარ გამოცარიელებული, და საერთოდ არფერი არ მინდა რომ ვიგრძნო... ვხუმრობ რომ ცოტასაც დავიცდი და თუ არავინ გამოჩნდა მონასტერში წავალ ან ჯარში...

ვნახოთ...

(სახელები შეცვლილია)

2 comments: