Wednesday, February 16, 2011

სად მივყავარ ლიანდაგს?!


თქვენი არ ვიცი მე კი მივყავარ შინდარაში, ზაფხულში უფრო ხშირად. 
გამოვდივარ სკოლიდან ორ საათზე. ხასიათს გააჩნია, თუ კარგ ხასიათზე ვარ ვბოდიალობ მაღაზიებში და ყველგან ვყიდულობ პატარა რაღაცას ( აბა ტეხავს შეხვიდე და არაფერი იყიდო), თუ ხასიათზე არ ვარ მივდივარ პირდაპირ სახლში, თან მარტო არა, მე და ნუცა. გზა  იწყება სააკაძის ქუჩიდან, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს, საკმაოდ წყნარია, მანქანებიც იშვიათად დადიან და მაქვს შესაძლებლობა შუა გზაზე ვიარო, ვიყვირო, ხმამაღლა ვილაპარაკო. მერე ვჭრით პარკს, მწყურია თუ არ მწურია ვეწაფები ონკანს და რა ამინდიც არ უნდა იყოს ვწუწავ ნუცას და მერე მთელი გზა ამაზე წუწნებს. თუ პარკში არავინ არაა ვსხდებით სკამზე და იქ ვამთავრებთ ლობიანის ჭამას, ვიწყებთ საუბარს, საუბარს კი არა ოცნებას.. (აუ, მე რომ ხაშურის მერი ვიყო იცი რას ვიზავდი...) მერე ტაბიძეს ვჭრით და იწყება . ლიანდაგები.  დავდივართ შპალებზე ან რელსებზე თავჩაღუნულები და ვითვლით შპალებს, ვბრაზობთ რატო არ უნდა დადიოდეს აქ მატარებელი და რატო უნდა იყოს ამოსული ლიანდაგებზე ბალახი ან რატო უნდა იყოს დაჟანგებული რელსები. ამითი გვეშლება ლაპარაკის საღერღელი და ამ ნახევარ საათში ვასწრებთ ყველაფერზე ლაპარაკს და ჩუმად ყოფნასაც. თუ პაწო(პაწო ჩემი კლასელია გიო ლაცაბიძე) დაგვემგზავრა უფრო უკეთესი.. მერე ვუახლოვდებით მეოთხე სკოლას და იწყება მსჯელობა დავურეკოთ თუ არა გოგოებს(სოფო, ნინო, ლანა) თუ დავურეკავთ ველოდებით  მაქსიმუმ 10 წუთი ლაპარაკისთვის. და მერე გამოვდივართ მთავრ ‘სტრადაზე’.  ეს მშობლიური ქარია, მანქანების მოძრაობისას რომ წარმოიქმნება და ნამწვის სუნი რომ აქვს. მერე ჩვენი ქუჩა. კლდიაშვილი.  ზაფხულობით ხმაურიანი, აგრილდება თუ არა ხალხი მაშინვე რომ გამოეფინება ხოლმე გარეთ. ზამთარში სულ თოვლიანი და ქარიანი. ‘ბირჟა’ თავისი უცვლელი წევრებით სიგარეტის და სასმელის სუნით გაჟღენთილი ხალხით. დღემდე რომ არ მესმის რას აკეთებენ მთელი დღე იქ რომ დგანან, ჩავუვლით მათ და მშრალ გამარჯობას ვესვრით პასუხი: გაუგებარი ბურტყუნი რომ ვერ გაიგებ შეგაგინეს თუ გამარჯობით გიპასუხეს და წუთში ნუცა უკვე თავის კართან დგას, წამებში მეც. იმართება დიალოგი:
ნუცა: გამოხვალ?
მარუ: ოფ, შენ გამო
ნუცა: დასაწერი მაქვს
მარუ: ჩემთან დაწერე, თან ვჭამოთ
ნუცა: კაი.
მთავრი კითხვა ისევ ისე დავტოვე. სერიოზულად არასოდეს მიფიქრია ამაზე   და სად მივყავართ მაინც ამ ლიანდაგებს? ალბათ დასასრულამდე, რომელსაც ასე ვერ ვიტან. ზოგისთვის მთავრდება გზა, ზოგისთვის ცხოვრება... ,მერე რა მეც რომ ვიძახი ხოლმე, "მინდა ასე ვიდგე დაუსრულებლად" ან "ნეტა დაუსრულებლად გაგრძელდეს ეს წამი".      ისე ხშირად მინდა გავაჩერო დრო და მეც გავჩერდე მასთან ერთად გავჩერდე. ვითომ მილიონობით წლის მერე რომ გაგრძელდება ცხოვრების ფილმი ისევ ისე ვიაზროვნებთ როგორც მანამდე. ნწუ... არა, რა სულელი ვარ, იქნებ აქამდეც გააჩერა ვირაცამ დრო, ჩვენ ხომ ვერ მივხვდებოდით ამას? ისევ ისე ვაზროვნებთ, ისევ ისე ვადგავართ ჭვავის ყანის გზას...
ნეტა მანახა ის ვინც თქვა გზა დაუსრულებელიაო.... ყველაფერს აქვს დასასრული თვით დასასრულსაც კი. ყველა გზა იწყება ღმერთიდან და მთავრდება ღმერთთან. ღმერთია ყველაფერი, ცხოვრებაც, სიყვარულიც, გზაც და ლიანდაგიც...


1 comment:

  1. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete