Thursday, March 3, 2011

უმისამართოდ... (9მუხა (село: девятъ дуб )

ისეეევ ვწერ, სხვა გზა არაა ფურცლის მეტი სხვა მაინც არავინ მისმენს...


ასე მგონია არ უყვარვარ და ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა თითქოს მისი მზერა, ყოველი თბილი სიტყვა მე მეკუთვნის, მე რა ვიცი აბა იქნებ ყველას ასე თბილად ექცევა, იქნებ მე მისთვის რიგითი ადამინი ვარ მისივე წვალებით აშენებულ კოშკში ძალით შეჭრილი....


ვზივარ მწვანე ბალახზე და ნება-ნება ვუბერავ სულს ბაბუაწვერას... ოცნებით, ფიქრებით დამძიმებული მისი ნარჩენები სიოს მიყვება ფართხალით... მე მასზე ვოცნებობ და ის...? რა იქნებოდა ერთხელ მიანც მოვნატრებოდი, ერთხელ მაინც ეფიქრა ჩემზე...


ცუდია ბიჭები გარეგნულ სილამაზეს რომ აფასებენ მარტო... თავს არ ვიქებ... არა! და ვინ გითხრა ლამაზია მარუო.... არააააა! არა მე ვკივივარ -არა! ჩემი ეგო -ხო! შეიძლება ის მართლაც ლამაზია... ამგრამ არა მე, არა რეალური მე...


ერთხელ მაინც, თუნდაც ერთხელ რომ მეგრძნო შენგან სულ ერთი ბეწო ყურადღება... ცაზე მაღლა ავვარდებოდი და ვიცეკვებდი ქათქათა ღრუბლებთან ერთად... წვიმას ჩამოვყვებოდი... ნამად დავვარდებოდი ყაყაჩოს ფურცლებზე...


ოდესმე მივარდნილხარ ვინმესთან, გასრესამდე შემოჭდობიხარ და მიგიცია მთელი შენი გრძნობები?! არა, მეც ვიცი ეს ყველაფერი შენგან ისევე შორსაა როგორც ჯოჯოხეთი სამოთხიდან...



ცოტა ხანი, თუნდაც ხუთი წუთი რომ მქონდეს ლიმიტად, შენთან სასაუბროდ მეყოფოდა, დედას გეფიცები მეყოფოდა ყველაფერი რომ მეთქვა მხოლოდ ერთი სიტყვით "მიყვარხარ" და თვალებიდან გამოსროლილი მთელი გრძნობით.... და ბოლოს გეტყოდი მელაპარაკე! შენი ხმის გაგონება ხომ ასე მაკლია... კვირაში ორჯერ-სამჯერ ძალით ნასროლი "გამარჯობა" მე არ მყოფნის... თავს ჩაგიდებდი კალთაში და მოგისმენდი. მე ეს ძალმიძს, რომ ვიჯდე და გისმინო დაუსრულებლად... სიბერემდე, სიკვდილამდე... მინდა რომ მყავდე... მოწყენის დროს შენს მხარს დავეყრდნო.. სიხარულის დროს ჩაგეხუტო... მინდა ხანდახან მაინც ჩემს მაგიდაზე ყაყაჩოები მხვდებოდეს.... და ფურცელი რომელსაც ისევ შენი სურნელი ექნება... მინდა შენთან ერთად გავიარო შემოდგომის ფოთლებით დაფარული ბაღი, მინდა მიცდიდე პარკის შესასვლელთან და დაგვიანებულს საყვედური მითხრა.. მინდა გაგეცინოს ჩემს ბავშვურ სისულელეებზე და მითხრა რომ ჩემი ბავშვურობით ასაკი ჩამოგფერთხე... აი, აქ მიზიხარ, გულში, რომელსაც შიგნიდან სერავ და ტკენ... თავი დაანებე! არაა მისი ბრალი მე რომ უნებურად ჩაგკეტე შიგ... გაგიკვირდება... მე ვგრძნობ ახლა რომ ცუდად ხარ... (ჩემს გამო არა) როგორ დაგამშვიდო, როგორ აგიხსნა ყველაფერი კარგად იქნება.. მე ვიცი მალე გამოვა შენთვის მზე....
ყოველდღე ფიქრებში ვალაგებ სათქმელს,რაც შენ უნდა გითხრა ოდესმე,მაგრამ ვიცი არასდროს დამელაპარაკები არასდროს მოხვალ და მეტყვირა საყვარელი ხარ”, აღარასდროს ჩამეხუტები,არაა არასდროს არ მიყვან ხელში და არასდროს მეტყვიმელაპარაკე”...
იმიტომ ამითვალწუნე ქარაფშუტა გოგო რომ ვარ... კეთილი გული მაქვს და ამიტომ მკტკენენ გულს ადვილად... 
არ გახსოვარ ხომ? პრინციპში ვისღა ვახსოვარ? მაგრამ, სამი სიტყვა მაინც დამითმე "მიყვარხარ... მჭირდები... მენატრები..."



                                                                                                            2009 სექტემბერი



კაი ხანია ეს სიტყვები გ.კ.-ს აღარ ეკუთვნის... არც არავის ეკუთვნის.... მომავალშიც ასე იქნება......... იმიტო რომ არ იარსებებს ადამიანი რომელიც მეტყვის მიყვარხარო...



ეს იყო ამონარიდი, სადღაციდან 2009 წელში რომ დამიწერავს თურმე 

5 comments:

  1. su su chemi xar,me mekutvni,vgijdebi shenze miyvarxar......aba aravin metyvis miyvarxaro?;D chemi chercheta chemi nawili xar da me ragac mimalav vici es visac edzgvneba....:* nuci var :*

    ReplyDelete
  2. შენ არ გგულისხმობ ნუც ხო იცი... სხვებზე ვამბობ...

    ReplyDelete
  3. yvelaze metad es posti momwons da ra vqna :)

    ReplyDelete
  4. სიყვარულმა მე კი არა გადარია ტარიელი

    ReplyDelete
  5. sheni bolo postidan aq agmovchndi :D <3 da nucis vuertdebii :PD :**** მიყვარხარრ

    ReplyDelete