“დღეს, 13 დეკემბერს, ჩვენს დედაქალაქ თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, თუმცა დღის მეორე ნახევარში მზეც გამოანათებს...”
“გაცივდები
გოგო, ჩაიცვი” სარეკლამო პაუზაზეა გასული მიკი
მეც ვხვდები
რომ მცივა, არა აქ ყინავს, თავად ჩამთბარ სტუდიაში ზის, მე კი გაყინულ სამზარეულოში
და წუთში ერთხელ ვუყურებ ტელეფონის ეკრანს.
მთელი თვის
განმავლობში პირველი, სრულიად თავისუფალი დღე მაქვს, და სრულიად თავისუფლად ვატარებ
სახლში. გადავიფიქრე კლუბში წასვლაც, დღეს ისეთი პირი უჩანს ფუნიკულიორზეც ვერ წავალ,
აბი დამირეკავს და მეტყვის დაღლილი ვარო, მე კი ახლა ყველაზე ნაკლებად სახლში ჯდომა
მინდა...
“მინდა თოვდეს,
ქსოვდე წინდას...”
მითხრა რატიმ... ამის სანაცვლოდ კი გარეთ საერთოდ არ თოვს და მე წინდის მაგივრად ხელთათმანს
ვქსოვ, ჩაის ვწრუპავ და ჩემს წინ სავარძელში ჩაფლულ რატის ვუყურებ... ბოლო დროს აშკარად
გასუქდა... ბევრს სვამს და ლექსებსაც ვეღარ წერს
“გოგო, შენ
შენს თავს მიხედე... გამოცდები კარზეა და შენ
ისევ უიღბლო რომანის ტყვეობაში ექცევი”










