Wednesday, January 23, 2013
Saturday, December 8, 2012
მეორე დღე თბილისის ინტერნაციონალური ფილმების ფესტივალის ფარგლებში
გუშინდელთან შედარებით,
ამჯერად წინასწარ გავიგე მასტერ კლასებზე...
მსოფლიოში
აღიარებული ბრიტანელი დრამატურგი, სცენარისტი და კინორეჟისორი. ამერიკული კინოაკადემიის
პრიზის, ოსკარის მფლობელი საუკეთესო სცენარისთვის: "სახიფათო კავშირები"
(1988, რეჟ. სტივენ ფრირზი) თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ეწვია.
მის ფილმოგრაფიას რომ გადავხედე, ისეთი ფილმებისთვის
ქონდა სცენარები დაწერილი გავგიჟდი, აქამდე რატო არ ვიცოდი მეთქი, მონანიება (Atonement),
სახიფათო მეთოდი(A Dangerous Method),სრული დაბნელება (Total Eclipse) და ზემოთაღნიშნული
სახიფათო კავშირები(Dangerous Liaisons).
ორმაგად
იყო საინტერესო ჩემთვის, როგორც კარგი ფილმების ტექსტების ავტორი და როგორც მასწავლებელი...
მთელი დღე
ვამზადებდი კითხვებს, დაა, როგორც იქნა, მოვიდა დრო როცა 88 ნომერი ავტობუსით, ამირანში
უნდა წავსულიყავი...
ცოტა ადრე მომიწია, მისვლა და ვიღაც გულიანმა ფილმზეც
შემიშვა, ამიტომ „წარმოიდგინო არგენტინა“ ბოლო ნაწილს მივუსწარი.
,,წარმოიდგინო არგენტინა" კრისტოფერ ჰემპტონმა
ლორენს თორტონის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო. მოქმედება არგენტინაში,
1970-იანი წლებში ვითარდება. იმ პერიოდში, როცა ქვეყნის სათავეში სამხედრო დიქტატურა იყო, რომელიც ოპოზიციონერებს იტაცებს და აქრობს.
ასე იკარგება ერთ დღეს სესილიაც. მისი ქმარი,
თეატრის რეჟისორი კარლოსი სესილიას ძებნას იწყებს, ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მომავლის
განჭვრეტის უნარი გაუჩნდა და შეუძლია დაინახოს, რა ბედი ელის დაპატიმრებულებს. ფილმი საკმაოდ ამღელვებელი იყო, განსაკუთრებით ბოლო
ნაწილი, დარბაზიდან სრუტუნის ხმაც კი ისმოდა.
ფილმის დამთავრების შემდეგ ჰემპტონმა ისაუბრა ფილმის
შექმნის პროცესზე საკმაოდ დეტალურად, აღსანიშნავია ის რომ ფილმის შექმნის პროცესი
14 წელი გრძელდებოდა და ისაუბრა სცენარის შემქნის პროცეზე, ასევე გადაღების პერიოდზე,
ემა ტომპსონზე და ანტონიო ბანდერასზე.
Friday, December 7, 2012
კინოს დღე ნინესთან ერთად

რა არის
კინო?
ჩემთვის კინო არის ჩემი ცხოვრება, ეს არა იმიტომ
რომ ვგიჟდები კინოზე, არა, ტყუილია, არამედ
იმიტომ რომ როცა ვუყურებ რამე საინტერესოს, ამ ფილმით ვცხოვრობ ეს წუთები, ვარ ნებისმიერი
მათგანი, პირველი და მეორე ხარისხოვანი მსახიობი. მაგრამ, არა მარტო ეს წუთები, შემდეგი
რამოდენიმე დღის განმავლობაში ისევ ფილმის გმირივით ვცხოვრობ, ჩემს ირეალურ სამყაროში,
იდეალურში.
![]() |
| "-იცი ჯენარო სამოთხე რას გავს? რას და პალომას" (two bits) |
![]() |
| Cinema Paradiso |
ჩემთვის
ფილმის ყურებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რაღაც რიტუალის მსგავსია, უნდა „ჩაუჯდე“
რამე სასუსნავით, საყვარელ და ახლობელ ადამიანებთან ერთად, უდა გადაერთო სულ ფილმისთვის
და თავი გადასაღებ მოედანზე იგრძნო, იტირო, იცინო, შეიგრძნო სცენაში გამეფებული ზამთრის
სუსხი, ან პირიქით ზაფხულის მწველი მზე, დაგისკდეს ტუჩები უდაბნოს ხვარტში სიარულით,
გადაეფარო მეგობრისთვის ნასროლ ტყვიას, ან გული შეგეკუმშოს ამაღელვებელი
Saturday, December 1, 2012
როგორ აღნიშნა მარუმ ზამთრის მოსვლა
დილა ზუსტად ისეთი იყო როგორც გუშინ, ზედმეტად ღრუბლიანი და ნაცრისფერი... გუშინდელივით გამეღვიძა რვაზე...
მალე რემაინდერმა დარეკა..... ჰა, ჰა, ის დღეც დამდგარა... უკვე ორი კვირაა პირველ დეკემბერს ვგეგმავ.
დღეს ყველა სიკეთესთან ერთად ზამთარი მოვიდა! პირველი დეკემბერია, ჰაერში შობის სუნი იგრძნობა, მე კიდე, ისეთი გრძნობა მაქვს რომ დღეს მოთოვს... ალბათ იმიტომ რომ წუხელის "Perfect Christmas" ის ოცნებებში დამეძინა... უუხ, რა იყო მაინც ჰა? როგორი ფერადი და ამაღელვებელი, მაგრამ დამეძინა და სამწუხაროდ რეალურ სამყაროში გამეღვიძა, ცივ ოთახში ყველაფერი იმის გარეშე რასთან ერთადაც თავს კარგად ვგრძნობ...
და გამახსენდა, რომ დღესაც აუცილებელია რომ თავი ჩემს ფეხსაცმელში მეგრძნო... პრეზენტაცია მქონდა ბოლოს და ბოლოს...
| Candy Canes |
დღეს თამოსთან ვისაუზმე, ძველ რუსთავში, ჩაიზე და ნამცხვარზე და შემდეგ წამოვედი დედაქალაქისკენ.
საოცარია, რომ არანაირი განსხვავებული განცდა არ მქონია, ალბათ აუცილებელია ზამთრის მოსვლას თან თოვლი ახლდეს სულ ცოტა მაინც.
ეტიკეტები
candy cane,
დაო,
დეკემბერი,
ზამთარი,
ინგლისური,
მჭედლიშვილი,
პრეზენტაცია,
სარდალა
Location:
ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო
Saturday, November 17, 2012
სიზმარი (კიდევ ერთი)
ისევ ეს ხუთსართულიანი ბინა თბილისის
ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ქუჩაზე, ახლაც ყურებში მიდგას მანქანების და ავტობუსების
ტვინისწამღები ბუხუნი ქვაფენილზე, მე ისევ თეთრი, რკინის კარის ზღურბლთან ვდგავარ, ისევ შეწუხებული სახით.
-შემოდი, შემოდი, შენ გელოდებოდი - მეუბნება ქერათმიანი
და ცისფერთვალება, ლამაზი ქალი.
პანაშვიდისთვის
შეუფერებელი სიჩუმეა ბინაში, კაციშვილი არ ჭაჭანებს, არც სასტუმრო ოთახში, სადაც წესით ეხლა ჩასასვენებელი
უნდა იდგას, დაბალ მაგიდაზე მხოლოდ ხილის ჩასაყრელი ძველი ყუთი დევს, სუდარაგადაფარებული.
-სადაა? - გაკვირვებული
ვკითხულობ
-აი აქ - ყუთზე
მითითებს ქალი და სწრაფად ხდის, თან იღიმის.
Wednesday, October 3, 2012
შემოდგომა
გაზაფხულზე ვამბობდი, წელს შემოდგომას ვეღარ ვეღირსები მეთქი. ისევ მქონდა გაზაფხულზე პრობლემები და ისევ გადავრჩი. მე კი მაგრამ მამაჩემი კი ვეღარ მოესწრო შემოდგომას.ისეთი ღრმა ტკივილი დამაჩნია წელიწადის ამ დრომ, რომ საბოლოოდ უნდა შემძულებოდა...
როგორ ვთქვა რომ არ მიყვარს. პირიქით, უფრო გამიღრმავდა. ეს სეზონი ყოველთვის ხელს მიწყობდა ჩემს თავში ჩავკეტილიყავი და უფრო კარგად შემეგრძნო ბუნება, ამეხედა ცაში და არ მეყურებინა ცოდვილი დედამიწისთვის შუბლში.. ხო ალბათ წელს უარესი იქნება და ისე შემითრევს თავის წიაღში რომ თავს ვეღარ დავაღწევ. ჩემი ტკივილი ჩამოყვება ყველა წვიმას და ყველა ქარი წაიღებს აღმა-დაღმა სათრევად, რომ ყველა კუთხე-კუნჭულს მოსდოს და მერე ყველგან ეს შემეფეთოს, ტკივილი სახელად მამაჩემი.
მამა, მამიკო, მამი ისევ ისე მტკივიხარ, როგორც პირველ დღეს, ისევ ისე განვიცდი შენს გვერდით გატარებულ ყოველ ბოლო წუთს. ისევ ისე ველოდები ყოველ წამს, როდის დამირეკავ ან მესიჯს მომწერ, ისევ ისე გამაღვიძებს დილაადრიან შენი ბრახუნი ან ხმა, რომელიც საზუმეს თხოვს დედაჩემს. მინდა რომ ისევ დავინახო ოთახებში მიყრილი შენი ნივთები და უკან გდიო ბუზღუნით თან ვალაგო. არ მინდა შენ მაგივრად სიცარიელე შემომყურებდეს, მინდა ისევ შენ მოგმართო დედიკოს უარის მერე, მინდა თავზე ხელი გადამისვა და მითხრა რომ ჩემით ამაყობ, რომ ნირვანაში გაგდებს ყველაფერი რასაც ჩემით ვაღწევ. მინდა ისევ ბოლო ხმაზე აღრიალო Queen და Pink Floyd და მე ვიყვირო გამორთე მეთქი, მინდა ღამე ისევ შენი ღიღინი მაღვიძებდეს, ჭურჭლის რეცხვის დროს ისევ მეშინოდეს უკნიდან არ მომეპარო. მინდა ისევ დამიწუნო შემწვარი კვერცხი ისევ გეხვეწო საჭმელი გამისინჯე მეთქი, ისევ დამიძახო მარიშკა ან სულელი დორი, ისევ იხარხარო ჩემს უბადრუკ ხუმრობებზე, ბოლო წუთამდე ხომ ამას აკეთებდი?!
Saturday, September 8, 2012
როგორ დაწეროთ ჩემს ბლოგზე კომენტარი.
ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო იმათ, ვინც თურმე ჩემს ბლოგს კითხულობს, ძალიან მიყვარხართ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მაგრამ თურმე ბევრი მათგანი ვერ წერს კომენტარებს ჩემს პოსტებზე, ხოდა ეს პოსტი მინდა მივუძღვნა იმას, თუ როგორ დავწეროთ კომენტარი, მარუს ბლოგზე.
თუ Home ანუ, მთავრ გვერდზე კითხულობთ პოსტებს, თითოეული ჩანაწერის ბოლოში წერია "ცოდო ვარ დატოვეთ კომენტარი" (იხილეთ პირველი სურათი), ვაკლიკავთ ერთხელ ზედ და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.
კითხვა შეიძლება, ჩემი დადებული, პოსტის ლინკიდან დაიწყოთ, და მის ბოლოში ავტომატურად ჩნდება კომეტარის ველი, ასევე ეს ველი ფრაზაზე "ცოდო ვარ დატოვეთ კომენტარი" დაკლილების შემდეგაც გამოჩნდება. ამ საფეხურზე, კომენტარის ველის ბოლოში აუცილებელია მივუთითოთ რა ფორმით წერთ კომენტარს ანუ აირჩიოთ ვინაობის დასადასტურებელი საშუალება, (ველი მითითებულია მეორე სურათზე.
ჩამოვშლით ამ ველს და შესაბამისად მივუთითებთ ვინაობის დასადატურებელ საშუალებას, ეს შეიძლება იყოს გუგლის ექაუნთი, ან ბლოგერის ან საერთოდ პირდაპირ სახელი და გვარი დაწეროთ, ამ შემთხვევაში ზუსტად ამას ვაკეთებთ. ვირჩევთ Name/URL (მესამე სურათი.)
შემდეგ გამოიტანს ფანჯარას რომელიც ნაჩვენებია სურათზე, თქვენ მხოლოდ ავსებთ Name: გრაფას, თქვენთვის სასურველი სახელით (გვარით).
შემდეგ წერთ უშუალოდ კომენტარს, მაგალითი ნაჩვენებია მეხუთე სურათზე და აწვებით Publish- ღილაკს.
P.S. შესაძლოა ჩასაწერი იყოს კოდი, ამ კოდს შესაბმისად გადაიტანთ გამოყოფილ გრაფაში და ისევ დააწვებით Publish ღილაკს
ამის შემდეგ თქვენი კომენტარი განთავსდება ჩემი პოსტის ბოლოში. იხილეთ მეექვსე სურათი
გისურვებთ წარმატებებს, სიყვარულით მარუ!
![]() |
| პირველი სურათი |
![]() |
| სურათი. 2 |
კითხვა შეიძლება, ჩემი დადებული, პოსტის ლინკიდან დაიწყოთ, და მის ბოლოში ავტომატურად ჩნდება კომეტარის ველი, ასევე ეს ველი ფრაზაზე "ცოდო ვარ დატოვეთ კომენტარი" დაკლილების შემდეგაც გამოჩნდება. ამ საფეხურზე, კომენტარის ველის ბოლოში აუცილებელია მივუთითოთ რა ფორმით წერთ კომენტარს ანუ აირჩიოთ ვინაობის დასადასტურებელი საშუალება, (ველი მითითებულია მეორე სურათზე.
![]() |
| სურათი. 3 |
![]() |
| სურათი. 4 |
შემდეგ გამოიტანს ფანჯარას რომელიც ნაჩვენებია სურათზე, თქვენ მხოლოდ ავსებთ Name: გრაფას, თქვენთვის სასურველი სახელით (გვარით).
![]() |
| სურათი. 5 |
შემდეგ წერთ უშუალოდ კომენტარს, მაგალითი ნაჩვენებია მეხუთე სურათზე და აწვებით Publish- ღილაკს.
P.S. შესაძლოა ჩასაწერი იყოს კოდი, ამ კოდს შესაბმისად გადაიტანთ გამოყოფილ გრაფაში და ისევ დააწვებით Publish ღილაკს
![]() |
| სურათი. 6 |
ამის შემდეგ თქვენი კომენტარი განთავსდება ჩემი პოსტის ბოლოში. იხილეთ მეექვსე სურათი
გისურვებთ წარმატებებს, სიყვარულით მარუ!
Thursday, September 6, 2012
ჩემი ოთხი სიყვარულის(?) ისტორია
* * *
პირველი სექტემბერია, ფარჯრის რაფასთან კლასის გოგოები ვდგავართ და სკოლის შესასვლელთან თავმოყრილ ხალხს ვათვალიერებთ..
ქუჩის გადაღმა რამოდენიმე ბიჭი დგას, შეჯგუფული და მხიარულად საუბრობს...
–შეხედეთ, ბიჭი რომ დგას ნაცრისფერი უქრთუკით ჩვენი ახალი კლასელია, ვიცნობ– თავმომწონედ ამბობს ლიკა და ერთ–ერთ მათგანზე გვანიშნებს
–დანარჩენები?
დანარჩენები ჩვენი კლასელები იყვნენ, ან უბრალდ სკოლელები... ერთის გარდა...
დღესაც მახსოვს, მაშინ მოდაში ახალი შემოსული იყო კლასიკური სტილის ქურთუკები, თმა წინ აპრეხილი ქონდა, ბეჭებში ოდნავ მოხრილი იყო, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაწყობილი და გულიანად იცინოდა...
–ნეტა ვინ არის?–მივხვდი რომ მე ვთქვი–ნანა ტაბატაძე ხო იცი, იმის ბიძაშვილია, რა იყო მოგეწონა?
–არა, რას ამბობთ, რა მომეწონა...
ზარი დაირეკა და კლასში შევერეკეთ.
–მარ, გაფრთხილდი, არ შეგიყვარდეს.–მხარზე დამეყრდნო ჩემი მეგობარი და სევდიანად ჩამიღიმა...
ხო გულთმისანი გამოდგა, მე კიდევ იმის სიტყვები ერთ ყურში შევუშვი და მეორედან გამოვუშვი...
და მე შემიყვარდა... პირველად.
ძალიან მაგარი იყო ის პერიოდი როცა მე ტატო მიყვარდა.. ვცდილობდი ყოველთვის მასთან ახლოს ვყოფილიყავი, დამენახა, ან მე თვითონ გავჩხეროდი თვალში, ეტყობა კარგად ვერ ვმალავდი რაც მემართებოდა, იმიტომ რომ კლასში ყველა ამაზე ჩურჩულებდა, ერთხელ მეუბნება ჩემი კლასელი,
–მარი, თუ შენ მე ორ ლარს მომცემ მე გეტყვი ტატოს დაბადების დღე როდისაა.– რა თქმა უნდა მივეცი.
თუმცა მას სულ არ ვაინტერესებდი, ვერც კი მამჩნევდა, მე კიდევ ვტიროდი ღამე, ვწერდი სისულელებს, სადაც forever together ვიყავით მე და ტატო, რომ ჩვენი სიყვარული მაღლა იდგა ყველაზე და ყველაფერზე, ეხლაც მეცინება მაგრამ იცით რამდენჯერ დამიყნოსია მისი ქურთუკი, ხელი მომიკიდია მისი ჩანთისთვის და მიგრძვნია რომ ჩემს გვერდით იყო.
Thursday, August 30, 2012
რატი ამაღლობელი- მე შენ მიყვარდი იმავე გრძნობით...
მე შენ მიყვარდი იმავე გრძნობით,
როგორც სამყარო, როგორც ბავშვობა,
რომრლიც ჩემში კრთებოდა წლობით
და მერე შენთან ერთად დამშორდა.
ყველა შესაძლო სიმშვიდეს გავცდი,
ისე რომ ფეხიც კი არ დამიცდა,
მე შენ მიყვარდი იმავე განცდით,
როგორც ამოსულ მზეს დედამიწა.
როგორც სამყარო, როგორც ბავშვობა,
რომრლიც ჩემში კრთებოდა წლობით
და მერე შენთან ერთად დამშორდა.
ყველა შესაძლო სიმშვიდეს გავცდი,
ისე რომ ფეხიც კი არ დამიცდა,
მე შენ მიყვარდი იმავე განცდით,
როგორც ამოსულ მზეს დედამიწა.
Wednesday, August 29, 2012
დავჯედ საწერად ამბისა...
როგორც იქნა მოვრჩი მუშაობას და მაშინვე სოფლისკენ გავიქეცი, გავიქეცი და სახლის წინ წავიქეცი...როცა ჩემი სოფლის აღმართზე გადაუხვევ მაშნვე გეცემა ნამკალის სუნი, ზაფხულის მიწურულს როცა კალოები დაცარიელებულია... ავტობუსი ხომ კალოებს შუა მიღოღავს და გაცდის ბოლომდე შეიგრძნო ეს ყველაფერი...
მიყვარს ჩემი სოფელი, თავისი ისტორიის, ჩემი ისტორიის გამო.
წ ა ღ ვ ლ ი- სოფელი საქართველოში, შიდა ქართლში, მდინარე ლოპანისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 880 მ, ხაშურიდან 30 კმ. სოფელში უამრავი ნასახლარია, ასევე წაღვლის ციხე-კოშკის ნანგრევები (დავით აღმაშენებლის სამხედრო რეზიდენცია), წმინდა გიორგის და სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესია.
მარიამ კილაძე მთელი ცხოვრების ზაფხულებს ვატარებ წაღვლში, ქვედა უბანში ჩემი მამის მშობლების სახლში, მე, ჩემი და და კიდევ ოთხი ბიძაშვილი თავიანთი მშობლებით სულ 14 კაცი... და ოჯახში სრული იდილია, სიმხიარულე იყო ხოლმე, რატომ მეგონა რომ ყველაფერი სამუდამოდ ასე იქნებაოდა?
წელს მარტო ჩავედი, მარტომ შევიგრძენი ბზის და გადამხმარი ბალახის სუნიც და მარტო მე ამიჩქროლდა გული მარმარილოს ჯვართან ავტობუსის მომლოდინე ხალხის დანახვაზე... ისინიც ჩემები არიან ჩემი ისტორიის ნაწილები. ერთი შეხედვით, სოფლელი, ჩვეულებრივი ხალხი, მაგრამ ზუსტად ესეთებით სულდგმულობს სოფელი. Here i am მე სახლში ვარ!
Subscribe to:
Posts (Atom)














