Wednesday, July 31, 2013

ერთიანების ბოლო დღე



 


   
დღეს ერთიანების ბოლო დღეა, რამოდენიმე საათში 20 წლის გავხდები.. მერე შემეკითხებიან, როგორია 20 წლის რომ ხარ?  ჯერ არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი, თუმც აგერ უკვე საუკუნის მეხუთედი განვლე... რა გავაკეთე ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი?
   პირველ რიგში ალბათ ის რომ-
   20 წინ ხუთშაბათს, 1 აგვისტოს, დილის თორმეტ საათზე დავიბადე,

   ვიპოვე საუკეთესო მეგობარი, რომელტან ერტადაც დღემდე მოვდივარ,
   ვიარე ბაღში
   ვიარე სკოლაში,
   მასწავლებლებთან,
   დავამთავრე სკოლა,
   ჩავირიცხე უნივერსიტეტში, ეხლა აღარ მინდა მაგრამ მაინც,
   შევიძინე მეგობრები, მათზე უკეთესი არ შემეძლო მთელ უნივერსიტეტში მენახა,
   ვიმუშავე,
   ავიღე პირველი ხელფასი,

   მერე ვიარე გასაუბრებებზე...
  ჯერ სულ ესაა, რომ ვუყურებ წარსულს  ვერფერს ვამჩნევ მნიშვნელოვანს გაკეთებულს, იმის მიუხედავად რომ ვიყავი შვილი, და, დეიდაშვილი, მეგობარი და საუკეთესო მეგობარი ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო ვიყავი, ვნანობ ამის გამო, ბევრ რამეს შევცვლიდი რომ შემეძლოს უკან დავაბრუნო წარსული, ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ყველა ცოცხალი მეყოლებოდა და ხვალინდელ დღესაც პომპეზურად ავღნიშნავდი. მზა პასუხები არავის აქვს ჯობია ბოდიში მოვიხადო, წარსულს მივაფურთხო და წინ გავიხედო.... თუცა ახლა მომავალი უფრო მასევდიანებს. აქამდე წლების მომატებასთან ერთად დამაკლდა ენთუზიაზმი სწავლაში, ურთიერთობებში, ხანდახან ისეთ საშინელ ხასიათზე ვერ ვარ ჩემი თავი მე მეზიზრება, ამ ხნის განმავლობაში დავკაგე მისწრაფებებში ყველაფერში, ადრე მქონდა მიზნები, მეგნა რომ ცხოვრება ყველაფერს ისე მაჩუქებდა როგორც წარმომედგინა, სინამდვილეში ეს ყველაფერი მხოლოდ მე და ჩემმა ბალიშმა ვიცით, მეტმა არავინ.

Saturday, July 27, 2013

top-ები

  Facebook მგონი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია მსოფლიოში, ასობით ადამიანის პროფილს ვათვალიერებთ დღის განმავლობაში და ასობით ადამიანი გვათვალიერებს.  ძირითადად გაზიარებული (უაზრო) სურათებით და სრულიად უაზრო და ძალით პოლიტიკური სტატუსებითაა გადავსებული ჩემი მეგობრების კედლები, ზოგჯერ ისეთი სისულეები წერია მეცოდება საკუთარი თავი რომ ამ ყველაფერს ვკითხულობ, თუმცა ეს მიიღეთ მხოლოდ, როგორც ჯანსაღი კრიტიკა, მე არ ვამბობ რომ ჩემი კედელი ფილოსოფიური შეგონებებითაა სავსე, მაგრამ ვცდილობ როგორმე აზრიანი და განსხვავებული იყოს, რაც ნაკლებად მოწონს ხალხს.

   ცოტა ხნის წინ ერთი ბიჭის პოსტი წავიკითხე, გაკეთებული ქონდა ტოპ 13-ეული მეგობარი გოგონებისგან, მე რიმეიქი გამომივიდა იმისა, მაგრამ რაცაა ესაა, გთავაზობთ 10 აზრიან ჩემს მეგობარ მამაკაცს და 10 ჩემს მეგობარ ქალს რომელთა კედელსაც სიამოვნებით ვსტუმრობ.
  უნდა ვაღიარო, გამიჭირდა მამაკაების რაოდენობის 10-მდე დაყვანა და ქალების რაოდენობის 10-მდე აყვანა, დანარჩენების კედლები, ვისაც პრეტენზია აქვს აქ მოხვედრაზე ან მე არ მიმაჩნია ისინი საინტერესოდ, ან ისე ახლოს არ ვარ თქვენთან რომ ამ ათეულში ჩაგსვათ (ყველაზე ახლო მეგობრები შიგ გამიზნულად არ შემიტანია, გარდა ირაკლი სარდალაშვილისა)
 
MALE
გიორგი ექსეულიძე

 
წლის იმედის გმირი - ავთანდილ მამალაშვილი

Sunday, June 30, 2013

Oasis Festival in Mtskheta

 აი, გამოცდას რომ ისეთ დროს დაგმთხვევენ როცა ყველაზე კარგი დღეების გატარებას აპირებ. ფუ, ბლიად!
   გასული თვის 22 რიცხვში მქონდა მასეთი შაბათი, ორი გამოცდა ინგლისური და კერძო ერთ დღეს მქონდა ერთსა და იმავე დროს, ნამდვილად არ მქონდა აღარც ხალისი და აღარც ნერვები მცხეთაში წასვლისა, მაგრამ მერე როცა ეს ორი დამთხვეული უკვე გასულ საათებში დავტოვე მაინც გადავწყვიტე წასვლა, მაინც მთელი დღე იქაც უსაქმურად უნდა ვყოფილიყავი.
  მე და ირაკლი შემთხვევით წავაწყდით ლიგამუსში პრეზენტაციას სადაც მუსიკალური ფესტივალისთვის მოხალისეების ეძებდნენ (და მოხალისეები უფასოდ დაესწრებოდნენ კონცერტებს) და აპლიკაციები შევავსეთ, მერე ირაკლიმ გადაიფიქრა წამოსვლა და დავრჩი მარტო მე, ისე წავედი მცხეთაში რომ ვიცოდი 3000 კაციდან  არც ერთი არ იქნებოდა ჩემი ნაცნობი (ორგანიზატორების გარდა) და არც მუღამზე ვიყავი ხალხის გაცნობისა.
 

Wednesday, May 1, 2013

ჭიაკოკონა ანუ კიდევ ერთი ბავშვობისდროინდელი ისტორია

    ეხლახანს აღმოვაჩინე რომ მოგონებების ჩანთა, მითუმეტეს თუ ის სასიამოვნო წუთებით არის სავსე მძიმეა, რთულია, ყოველ გახსენბაზე რომ ნაწლავებს გიხლართავს და ხერხემალში გხრის...
   ჩემი ცხოვრება ხანგრძლივი მოგზაურობაა გასულ დროში, ჩემს ბავშვობაში, როცა  სამწარო ჩემს ქალაქს არ ცდებოდა და აქაც ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო...
   ჭიაკოკონა კიდევ ერთი დღე იყო ჩემი უბნელებისთვის რომ განსხვავებულად გაეტარებინათ საღამო, ყველამ იცოდა რომ წარმართული იყო, მაგრამ მაინც, ჯიუტად აგრძელებდნენ მის აღნიშვნას და ბავშვებსაც გვასწავლიდნენ.
   გაზაფხულზე მამაჩემი ვაზს რომ გასხლავდა ლერწამს კონებად დააწყობდა  უმეტესობას ინახავდა მწვადისთვის(მომავლისთვის),  დანარჩენს ცალკე გადააწყობდა, რათა აღდგომის წინა ოთხშაბათს საღამოს სახლის წინ დაგვეწვა...
  ბავშვებისთვის ეს ოთხშაბათი თენდებოდა ინსტრუმენტების და ტანსაცმლის ძებნით, ამპულების მოპარვით სამედიცინო ყუთებიდან და მეორე დღეს დაბანის მოლოდინით. დილიდანვე იწყებოდა მანქანის ძველი ბორბლების შეგროვებაც.

Thursday, February 21, 2013

შიზოფრენია

               "გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწევაო"
  ასეა, ყველაფერი ცუდი ერთმანეთის მიჯრით უნდა მოხდეს, მეც ჩემს სულში სიმშვიდეს და სიწყნარეს არ ვუშვებ... ალბათ მათ ვუფრთხილდები, გზას ვერ გაიკვლევენ წლობით ერთმანეთში გადახლართულ ჯაგნარში რომელის ყველაზე ბნელი კუთხეებიდან დღის სინათლეზეც გამოვიდნენ...
   ქიმერები, რომლებიც  ამ კარგა ხნის შეუკრეჭავ ლაბირენთებში იყვნენ დაკარგულები  ზედაპირისკენ მოცურავენ, ვიკარგები მათში, ისევ ვუყვარვარ, თავს მევლებიან... მე ხომ ამდენი დრო მაქვს მათთან გატარებული, მერე კი მივაგდე, დავივიწყე მე ხომ სამყარო ნათელი და ბედნიერი მეგონა, სულ ცოტა ხანს... ახლა ისევ უნდა მივხედო ჩემს ინგლისურ ბაღს, უნდა გავასუფთაო, ხელები მიწით დავისვარო, ოფლი დავღვარო, მერე დავდგე და ისევ კვირებით ჩავიკარგო მათში...
   ამიტომაც ვდგავარ  მე, სულით შიშველი, გონებადაბნელებული და გზა არეული ზღვარზე, რომლის იქით დიიიდი, დიიიდი გზა იწყება ბნელით მოცულ უფსკრულს წვერისკენ მიყვება და იმის იქით.... იმის იქით  შიზოფრენიაა! 

Wednesday, January 23, 2013

ჩემი ნუცა


   აღმოჩნდა, რომ ვინც ყველაზე-ყველაზე მთავარია იმაზე ცოტა მომდის წერა. დღევანდელი პოსტი კი მინდა სლ ნუცას მივუძღვნა.
 

Saturday, December 8, 2012

მეორე დღე თბილისის ინტერნაციონალური ფილმების ფესტივალის ფარგლებში


გუშინდელთან შედარებით, ამჯერად წინასწარ გავიგე მასტერ კლასებზე...
    მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი დრამატურგი, სცენარისტი და კინორეჟისორი. ამერიკული კინოაკადემიის პრიზის, ოსკარის მფლობელი საუკეთესო სცენარისთვის: "სახიფათო კავშირები" (1988, რეჟ. სტივენ ფრირზი) თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ეწვია.
    მის ფილმოგრაფიას რომ გადავხედე, ისეთი ფილმებისთვის ქონდა სცენარები დაწერილი გავგიჟდი, აქამდე რატო არ ვიცოდი მეთქი, მონანიება (Atonement), სახიფათო მეთოდი(A Dangerous Method),სრული დაბნელება (Total Eclipse) და ზემოთაღნიშნული სახიფათო კავშირები(Dangerous Liaisons).
  ორმაგად იყო საინტერესო ჩემთვის, როგორც კარგი ფილმების ტექსტების ავტორი და როგორც მასწავლებელი...
   მთელი დღე ვამზადებდი კითხვებს, დაა, როგორც იქნა, მოვიდა დრო როცა 88 ნომერი ავტობუსით, ამირანში უნდა წავსულიყავი...
  ცოტა ადრე მომიწია, მისვლა და ვიღაც გულიანმა ფილმზეც შემიშვა, ამიტომ „წარმოიდგინო არგენტინა“ ბოლო ნაწილს მივუსწარი. 
   ,,წარმოიდგინო არგენტინა" კრისტოფერ ჰემპტონმა ლორენს თორტონის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო. მოქმედება არგენტინაში, 1970-იანი წლებში ვითარდება. იმ პერიოდში, როცა ქვეყნის სათავეში სამხედრო დიქტატურა  იყო, რომელიც ოპოზიციონერებს იტაცებს და აქრობს. ასე იკარგება ერთ დღეს სესილიაც.  მისი ქმარი, თეატრის რეჟისორი კარლოსი სესილიას ძებნას იწყებს, ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მომავლის განჭვრეტის უნარი გაუჩნდა და შეუძლია დაინახოს, რა ბედი ელის დაპატიმრებულებს.  ფილმი საკმაოდ ამღელვებელი იყო, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი,  დარბაზიდან სრუტუნის ხმაც კი ისმოდა.
   ფილმის დამთავრების შემდეგ ჰემპტონმა ისაუბრა ფილმის შექმნის პროცესზე საკმაოდ დეტალურად, აღსანიშნავია ის რომ ფილმის შექმნის პროცესი 14 წელი გრძელდებოდა და ისაუბრა სცენარის შემქნის პროცეზე, ასევე გადაღების პერიოდზე, ემა ტომპსონზე და ანტონიო ბანდერასზე.

Friday, December 7, 2012

კინოს დღე ნინესთან ერთად


    
                                  
    რა არის კინო?
    ჩემთვის კინო არის ჩემი ცხოვრება, ეს არა იმიტომ რომ ვგიჟდები კინოზე, არა,  ტყუილია, არამედ იმიტომ რომ როცა ვუყურებ რამე საინტერესოს, ამ ფილმით ვცხოვრობ ეს წუთები, ვარ ნებისმიერი მათგანი, პირველი და მეორე ხარისხოვანი მსახიობი. მაგრამ, არა მარტო ეს წუთები, შემდეგი რამოდენიმე დღის განმავლობაში ისევ ფილმის გმირივით ვცხოვრობ, ჩემს ირეალურ სამყაროში, იდეალურში.
"-იცი ჯენარო სამოთხე რას გავს?  რას და პალომას"
(two bits)
Cinema Paradiso
         ჩემთვის ფილმის ყურებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რაღაც რიტუალის მსგავსია, უნდა „ჩაუჯდე“ რამე სასუსნავით, საყვარელ და ახლობელ ადამიანებთან ერთად, უდა გადაერთო სულ ფილმისთვის და თავი გადასაღებ მოედანზე იგრძნო, იტირო, იცინო, შეიგრძნო სცენაში გამეფებული ზამთრის სუსხი, ან პირიქით ზაფხულის მწველი მზე, დაგისკდეს ტუჩები უდაბნოს ხვარტში სიარულით, გადაეფარო მეგობრისთვის ნასროლ ტყვიას, ან გული შეგეკუმშოს ამაღელვებელი

Saturday, December 1, 2012

როგორ აღნიშნა მარუმ ზამთრის მოსვლა





  
  დილა ზუსტად ისეთი იყო როგორც გუშინ, ზედმეტად ღრუბლიანი და ნაცრისფერი...  გუშინდელივით გამეღვიძა რვაზე...
 მალე რემაინდერმა დარეკა..... ჰა, ჰა, ის დღეც დამდგარა... უკვე ორი კვირაა პირველ დეკემბერს ვგეგმავ.
  დღეს ყველა სიკეთესთან ერთად ზამთარი მოვიდა! პირველი დეკემბერია, ჰაერში შობის სუნი იგრძნობა, მე კიდე, ისეთი გრძნობა მაქვს რომ დღეს მოთოვს... ალბათ იმიტომ რომ წუხელის "Perfect Christmas" ის ოცნებებში დამეძინა... უუხ, რა იყო მაინც ჰა?  როგორი ფერადი და ამაღელვებელი, მაგრამ დამეძინა და სამწუხაროდ რეალურ სამყაროში გამეღვიძა, ცივ ოთახში ყველაფერი იმის გარეშე რასთან ერთადაც თავს კარგად ვგრძნობ...
  და გამახსენდა, რომ დღესაც აუცილებელია რომ თავი ჩემს ფეხსაცმელში მეგრძნო... პრეზენტაცია მქონდა ბოლოს და ბოლოს...
Candy Canes
   დღეს თამოსთან ვისაუზმე, ძველ რუსთავში, ჩაიზე და ნამცხვარზე და შემდეგ წამოვედი დედაქალაქისკენ.
   საოცარია, რომ არანაირი განსხვავებული განცდა არ მქონია, ალბათ აუცილებელია ზამთრის მოსვლას თან თოვლი ახლდეს სულ ცოტა მაინც.

Saturday, November 17, 2012

სიზმარი (კიდევ ერთი)





  ისევ ეს ხუთსართულიანი ბინა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ქუჩაზე, ახლაც ყურებში მიდგას მანქანების და ავტობუსების ტვინისწამღები ბუხუნი ქვაფენილზე, მე ისევ თეთრი, რკინის კარის ზღურბლთან  ვდგავარ, ისევ შეწუხებული სახით.
-შემოდი, შემოდი, შენ გელოდებოდი - მეუბნება ქერათმიანი და ცისფერთვალება, ლამაზი ქალი.
  პანაშვიდისთვის შეუფერებელი სიჩუმეა ბინაში, კაციშვილი არ ჭაჭანებს, არც  სასტუმრო ოთახში, სადაც წესით ეხლა ჩასასვენებელი უნდა იდგას, დაბალ მაგიდაზე მხოლოდ ხილის ჩასაყრელი ძველი ყუთი დევს, სუდარაგადაფარებული.
 -სადაა? - გაკვირვებული ვკითხულობ
-აი აქ -  ყუთზე მითითებს ქალი და სწრაფად ხდის, თან იღიმის.